Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Saturday, 27 Aпрель
21 Июль 2016 | 14:01

კონკურენტ დერეფნებში გადინებულ ტვირთებს გადამზიდავი კომპანიებიც მიყვებიან

კონკურენტ დერეფნებში გადინებულ ტვირთებს გადამზიდავი კომპანიებიც მიყვებიან

 


 მაშინ ტვირთების შემცირების გლობალურ მიზეზად  კი ტვირთწარმომქმნელი ქვეყნების მხრიდან ნედლეულის ნაცვლად გადამუშავებული პროდუქტების ტრანსპორტირების ტენდენციაც სახელდებოდა. 

 

იმის გასაგებათ თუ როგორია ტვირთბრუნვის დღევანდელი დინამიკა, www.eugeorgia.info-მ რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიას წამომადგენელთან და ექსპერტებთან ინტერვიუ ჩაწერა.  „APM Terminals Poti“-ს  გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლოურსენმა  და „საქართველოს რკინიგზამ“-მ კი www.eugeorgia.info-ს კითხვებს წერილობით უპასუხეს. 

 

ჩვენს მიერ “საქართველოს რკინიგზისადმი” დასმული შეკითხვები და მათი პასუხები:


რა არის ტვირთების შემცირების მიზეზი ტრანსკასპიურ დერეფანში საქართველოს რკინიგზის გავლით? რამდენად კონკურენტულია საქართველოს რკინიგზის ტარიფები და ხომ არ ახდენს ის გავლენას  ტვირთების შემცირებაზე?

ნებისმიერი გადაზიდვის განხორციელებაში ტვირთის მიტანის ვადებს, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და უდანაკარგობასთან ერთად  ტარიფიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რკინიგზა მასიური ტვირთების გადაზიდვისას, რიგ შემთხვევაში შესაძლებლობას იძლევა გაცილებით უფრო მოკლე ვადებში განახორციელოს ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანა, ვიდრე ეს ზღვით თუ საავტომობილო გზით ხდება. ტვირთების შემცირების ერთერთი მიზეზი ეს არის ნავთობისა და გაზის მაგისტრალურ მილსადენში გადასვლა. 2014 წლიდან ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, ძირითადად, გადაიტვირთება მილსადენების  მეშვეობით, ვინაიდან ნედლი ნავთობი რკინიგზის გადაზიდვის თითქმის ნახევარს შეადგენდა, ბუნებრივია, რომ მოცულობის თვალსაზრისით ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, ჩვენმა კომპანიამ შეძლო ეპოვა გამოსავალი რთული სიტუაციიდან, საქართველოს რკინიგზამ აქცენტი გააკეთა ისეთ ტვირთზე, რომელიც აქამდე არ გადაიზიდებოდა ჩვენი დერეფნით. ასეთ სახეობას განეკუთვნება ნავთობპროდუქტები და ნავთობქიმია. ამ სახეობის ტვირთი ნედლ ნავთობს მოცულობაში ჩამოუვარდება, თუმცა, მისი გადაზიდვა კომპანიისათვის ბევრად უფრო მომგებიანია. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ტრანსკასპიური დერეფანი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის - ის ჩართულია მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე პროექტში, რომელიც ახალ საკონტეინერო და სავაგონო ტვირთნაკადს ჩვენს დერეფანში გადმოამისამართებს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დიდმა ეკონომიკურმა კრიზისმა პირდაპირი ასახვა ჰპოვა სატრანსპორტო ბიზნესზე. მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა საქონელზე შემცირებულმა ფასებმა გაანახევრა, ან ზოგიერთ შემთხვევბში, შეაჩერა კიდევაც ქარხნების მუშაობა, შესაბამისად, იკლო გადაზიდვებმაც. ამ პრობლემის საილუსტრაციოდ გამოგვადგება ალიმუნის წარმოების მაგალითი. ბოქსიტი და ალუმინის ოქსიდი (ალუმინის საწარმოო ნედლეული).  ბოქსიტისაგან მიიღებენ ალუმინის ოქსიდს, ხოლო ალუმინის ოქსიდისაგან ალუმინს (თანაფარდობა 4:2:1).  მსოფლიო ბაზარზე ალუმინის ფასის კლებამ პირდაპირი გავლენა იქონია მისი ნედლეულის გადაზიდვებზე. მწარმოებლებმა დაიწყეს პირდაპირ ალუმინის ოქსიდის შესყიდვა და უარი თქვეს ბოქსიტის გამოყენებაზე. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ  1,4 მილიონი ტონა ბოქსიტის გადაზიდვა ჩვენი დერეფნისათვის რამდენიმე წელიწადში  ნულამდე დავიდა.

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ყოველდღიური განხილვის თემებია კომპანიის სატარიფო პოლიტიკა. ბაზრის კონიუნქტურა ყოველდღიურად იცვლება, შესაბამისად,  ჩვენ თვალს ვადევნებთ  მიმდინარე პროცესებს და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტიელბებს. ჩვენი ტარიფები ბაზრის მოთხოვნების ადეკვატურია.

 

როგორია საქართველოს რკინიგზის მიერ ტვირთების გადაზიდვის დინამიკა 2010-დან მიმდინარე დრომდე? 

რკინიგზით გადაზიდული ტვირთი 2011-2016

2011                     20 217 029 (ტონა)
2012                     20 148 307
2013                     18 238 573
2014                     16 714 453
2015                     14 179 752
2016 (4თვე)         3 775 283

 

                 ადგილობრივი       ექსპორტი       იმპორტი     ტრანზიტი
2011           3 061 100                   1 605 704         2 964 915       12 585 310
2012           3 017 940                   1 717 609         3 290 899       12 121 859
2013           2 554 053                   1 745 323         2 764 854       11 174 343
2014           2 595 293                   1 626 413         2 983 034       9 509 712
2015           2 413 852                   1 110 153         2 705 940       7 949 807
2016           678 071                       310 455           779 034          2 007 722

(4 თვე) 


რომელი სარკინიგზო ხაზები, რომლის გაკეთებაც იგეგმება, გახდის საქართველოს რკინიგზას კონკურენტუნარიანს? რატომ?

მიმდინარეობს მოდერნიზაცია არსებული ხაზის გარდაბნიდან (აზერბაიჯანის საზღვარი) ზღვისპირა სადგურებამდე (ფოთი, ბათუმი). პარალელურად შენდება ახალი ტრასა (8 კილომეტრიანი გვირაბით) საუღელტეხილო მონაკვეთზე. ამ ღონისძიებების შედეგად შემცირდება ტვირთის გადაზიდვის დრო. გარდა ამისა, იგეგმება ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშნებლობა სადგური ცაცხვიდან (ინგირთან ახლოს) ანაკლიის პორტამდე.

რა არის ტრანსკასპიური დერეფნის უპირატესობა სხვა


დერეფნებთან შედარებით და რა შეცდომებს უშვებენ დერეფნის მონაწილე ქვეყნები, რის გამოც ტვირთები სხვა ალტერნატიული დერეფნებით გადაიზიდება ?

ტრანსკასპიური დერეფანის მთავარი უპირატესობა მისი გეოგრაფიული მდებარეობაა, დერეფანი ყველაზე მოკლე გზა არის ევროპამდე.  მოგეხსენებათ დრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სატრანსპორტო ბიზნესში.  ბუნებრივია არსებობს სირთულეებიც, დერეფანი თავისი სტრუქტურით მულტიმოდალურია, ის რამოდენიმე ქვეყანაზე და ორ ზღვაზე გადის. სამიოდე წლის წინ შექმნილმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების კომიტეტმა  ძირითადი მოთამაშეები ერთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. აღნიშნული კომიტეტის შექმნამ მნიშვნელოვნად გაამარტივა გადაზიდვის პროცესი. გარდა ამისა, ტვირთის მოზიდვის მიზნით,  დერეფანში ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება დაიწყო. 

 

შეუწყობს თუ არა ხელს ანაკლიის პორტი სამომავლოდ ტვირთების მოზიდავას? 

ანაკლიის პორტის კონცეფცია ითვალისწინებს, რომ პორტი უნდა გახდეს ერთგვარი ჰაბი, უნდა მოეწყოს სასაწყობო ტერმინალები, გაკეთდეს ლოგისტიკური ცენტრი. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები, პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დერეფნის მიმზიდველობას.

 

ნედლეულის გადაზიდვის შემცირების გათვალისწინებით რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ტრასეკა ტვირთების მოზიდვისთვის?

თბილისში 17 მაისს გამართულ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის მორიგ სხდომაზე, კომიტეტმა კოორდინაცია გაუწია საკონტეინერო გადაზიდვებს. გარდა ამისა, კომიტეტის მიერ მიღებული იქნა საკონტეინერო გადაზიდვებზე ტარიფის კლების გადაწყვეტილება. დღის წესრიგში დადგა სავაგონო გადაზიდვების ტარიფების საკითხიც. აღნიშნულ კომიტეტში  სხვა  მონაწილეთა  ჩართვით, გაფართოვდა გადაზიდვების გეოგრაფია -  ს/ს ,,Укрзализныця“, შპს „Укрферри“ და კომპანია Translogistic SRL უკვე საკოორდინაციო კომიტეტის წევრები არიან. თბილისში გამართულ სხდომაზე კომიტეტის ასოციაციად  გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.  

 

სხვა მოსაზრებები საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე

 

„გოსელინ მობილითი ჯორჯია“ 80 წლიანი გამოცდილების უცხოური გადამზიდავი კომპანიის შვილობილია და საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს. ფირმის კომერციული დირექტორი ვოვა გელაშვილი ამბობს, რომ ტრანსკასპიურ დერფანში რკინიგზით გადზიდვა მიმზიდველი არ არის. გელაშვილის თქმით, რკინიგზის მოუქნელობას ფოთის პორტის მაღალი ტარიფებიც თან ერთვის, რაც დერფნის გეოგრაფიულ უპირატესობებს აბათილებს: „ჩვენ რკინიგზასთან ძალიან იშვიათად გვქონია შეხება და ნაკლებად გვექნება მომავალში იმიტომ, რომ ძალიან მოუქნელები არიან. ვინც იძულებულია, რომ ნავთობი ზიდოს ის ზიდავს, მაგრამ სხვა ტვირთების მოზიდვის პრობლემა რკინიგზას უკვე დიდი ხანია აქვს. ევროპა-აზიის დამაკავშირებელ დერეფანში ბევრი შავი ხარჯებია. პრობლემის ნაწილი არის პორტიც. მერწმუნეთ, არსად ისეთი ძვირი მომსახურება არ არის, როგორც ფოთის პორტში. ამას გარდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო ნიავის დროსაც კი ვერ ტვირთავენ კონტეინერებს. სხვათა შორის, თითოეულ კონტეინეტზე მომსახურება ბათუმის პორტში 100 დოლარით უფრო იაფი ჯდება. შეკვეთები არის ამერიკიდან და ევროპიდან. მათი სტანდარტით 72 საათზე მეტხანს ტვირთის ერთ ადგილას გაჩერება ჯარიმებს ითვალისწინებს. კორიდორის არასტაბილურობის გამო ამ შეკვეთებს არ ვიღებთ, რადგან გარანტია არ გვაქვს, რომ შეუფერხებლად გადავზიდავთ“. 

 

პორტის მაღალ ტარიფებთან და ტექნიკურ გაუმართაობასთან  დაკავშირებით „APM Terminals Poti“-ს  გენერალური დირექტორის კლაუს ჰოლმ ლოურსენის პოზიცია რადიკალურად განსხვავებულია: „არ ვეთანხმებით, რომ ჩვენი მოსახურება ძვირია. ტვირთების შემცირება გამოწვეულია მაკროეკონომიკური პროცესებით, მაგალითად ნავთობზე ფასების ვარდნით და ა. შ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციები გავწიეთ ინფრასტრუქტურულ გარდაქმნებში. ახლახანს დავიწყეთ ინტეგრირებული საპორტო მომსახურების შეთავაზებები ასევე დავასრულეთ მე-14 ნავმისადგომის განახლება. არ მიგვაჩნია რომ ტარიფების კლება გაზრდის საპორტო გადაზიდვების მოცულობებს. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ კლიენტებისთვის საუკეთესო შეთავაზებების მომზადებაზე - სერვისების დონის ამაღლება ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა მონაწილე მხარის მიერ  გაცილებით  უკეთესი გზაა ბიზნესის მოსაზიდად“

 

ფოთის პორტსა და ტერმინალებში პრობლემების არსებობას ადასტურებს საერთაშორისო ვაჭრობის ექსპერტი ასმათ აბესაძე. მისი აზრით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში კონკურენტუნარიანი საპორტო სერვისის შექმინის გარეშე  ტვირთების გადმობირება წარმოუდგენელია: „სანამ არ შეიქმნება კონკურენტუნარიანი გარემო, მანამდე რთული იქნება ადეკვატური საფასო პოლიტიკის მიღწევა ფოთში, როგორც საპორტო მომსახურებაში, ასევე სატერმინალო და სასაწყობე ბიზნესში. ამის კარგი მაგალითია ლარნაკას ქუჩაზე ჩამოყალიბებული სასაწყობე მეურნეობების ქსელი, რომელიც მათი არსებობის დაახლოვებით ოცწლიანი ისტორიის მანძილზე ერთნაირად დაბალ ხარისხს და საკმაოდ ძვირ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. მსოფლიოში მიმდინარე ტვირთნაკადის შემცირების ტენდენცია რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ფოთის პორტში ტვირთბრუნვაზე. ამგვარ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, რათა ტვირთის მაქსიმალური რაოდენობა იყოს ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში "გადმოქაჩული".

 

ქართული გადამზიდავი კომპანია „ჯორჯიან სერვის გრუფ“ ერთი კვირის წინ სამუშაოდ ირანში გადავიდა. კომპანის დამფუძნებელი და დირექტორი ვიტალი სერგია ამბობს, რომ ჩინეთიდან თბილისამდე სატესტო მატარებლის ჩამოყვანაში მისი კომპანიაც იყო ჩართული, თუმცა დღესდღეობით ტრანსკასპიურ დერეფანში რკინიგზის მომავლის და ხელსაყრელი გადაზიდვების არ სჯერა. სერგია ამბობს, რომ ბანდერ-აბასის პორტის გამოყენებით აზიიდან ტვირთების გადმოზიდვას რეგულარულად აპირებს: „ ჩინეთიდან სატესტო მატარებლების ჩამოყვანის პროცესში ჩემი კომპანიაც იყო ჩართული, თუმცა დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მოცემულობით ამ დერეფანში რკინიგზის ეს მარშრუტი ვერანაირ კონკურენციას ვერ გაწევს. ირანში წარმომადგენლობა ერთი კვირის წინ დავაფუძნეთ და ბანდერ-აბასის პორტის გამოყენებით ვიმუშავებთ. პირველი ტვირთი ჩინეთიდან უკვე წამოვიღეთ, ეს არის საამშენებლო მასალა და თბილისში მიგვაქვს. აზიიდან მოკლე ვადაში ტვირთი ირანში ჩადის, ირანის პორტიდან კი ყველა საბაჟო პროცედურებით მაქსიმუმ 5 დღეში ტვირთი საქართველოში ჩამოდის. რაც შეეხება ფოთის პორტს, ჩემი აზრით, ფოთი ამუშავდა მაშინ, როდესაც ბანდერ-აბასს ემბარგო გაუკეთეს და ახლა ფოთის პორტი კვდომას დაიწყებს“.

 

„საქართველოს რკინიგზის“ და „APM Terminals Poti“-ს წარმომადგენლებმა www.eugeorgia.info- ს განუცხადეს, რომ ტვირთების მოსაზიდად სერვისის გაუმჯობესებას ცდილობენ. თუმცა სანამ ისინი მომსახურებას აუმჯობესებენ, ზოგიერთი გადამზიდავი კომპანია სამუშაოდ საქართველოს კონკურენტ დერფნებში გარბის და მათი ტვირთები საქართველოს გვერდის ავლით სხვა მიმართულებებზე მიედინება. კომპანიების ნაწილი კი სარკინიგზო გადაზიდვებზე უარს ამბობს და სახმელეთო გადაზიდვის სხვა საშუალებებს იყენებს. ამ პროცესში საქართველო შემოსავლებს კარგავს, თუმცა ჩვენი ქვეყნის საზრანზიტო შესაძლებლობების უპირატესობად კვლავ მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა რჩება. 

 

ზურაბ მოდებაძე

 

Прочитано
7549
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner