Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Cреда, 12 Август
27 Июль 2016 | 17:22 Сельское хозяйство

უკონტროლო პესტიციდები

უკონტროლო პესტიციდები

ხილი და ბოსტნეული, რომლის სარგებლობაზეც ყველას ბევრი გვსმენია,ზოგჯერ,შესაძლოა, მავნეც იყოს. ასე მაგალითად, თუ საზამათროს მეშვეობით ნიტრატების დიდ დოზას მიიღებთ, ის კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ნიტრიტად - აზოტოვანი მჟავის მარილად გარდაიქმნება, რეაქციაში შევაჰემოგლობინთან და ხელს შეუშლის უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას. ეს მაშინ ხდება, როცაადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ნიტრატი ხვდება. ადამიანისთვის დღეში დასაშვები ნორმა მაქსიმუმ 500 მილიგრამი ნიტრიტია, 600 მილიგრამი კი უკვე მომწამვლელ დოზად ითვლება. ხილი და ბოსტნეული მავნე პროდუქტად მაშინ გარდაიქმნება, როცა ფერმერი მათი მოყვანის დროს აგროქიმიკატებს, სასუქებსა და პესტიციდებს არასწორი დოზით და აგროტექნიკური ვადების დარღვევით იყენებს.

საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენებული პესტიციდები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ამიტომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაცია 396/2005 სურსათში პესტიციდების ნარჩენების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს.

სურსათი,რომელშიც პესტიციდების ნარჩენების რაოდენობამაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს აღემატება,ევროკავშირის ბაზარზე არ დაიშვება. ასევე დაუშვებელია მისი გადამუშავება ანგანზავების მიზნით სხვა სურსათთანშერევა.

სახელმწიფო კონტროლი სურსათში პესტიციდებისნარჩენების დასაშვებ მაქიმალურ ზღვარზე ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისათვისსავალდებულოა. კვლევის დროს უნდა დადგინდეს პესტიციდის სახეობა და მისინარჩენის დონე სურსათში. ასეთი კონტროლი, შეიძლება მომხმარებლებისთვის სურსათისმიწოდების ადგილებშიც ხორციელდებოდეს.

პესტიციდები დასახელმწიფო კონტროლი

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო 8 წლის განმავლობაში პესტიციდების მდგრადი გამოყენების საკითხი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსი მარინა ღვინეფაძე: "მომდევნო 8 წლის განმავლობაში პესტიციდებთან დაკავშირებით 10-მდე რეგულაცია უნდა მივიღოთ. აქედან მთავარი პესტიციდების მდგრადი გამოყენებაა. პესტიციდებისმდგრადი გამოყენების სამოქმედო გეგმა მიმართულია პესტიციდების გამოყენების შემცირებისკენ. საშიში პესტიციდები ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ და მათ მაგივრად ნაკლები რისკის მქონე პესტიციდები დავნერგოთ. ევროკავშირის დირექტივა 128 -2009 არეგულირებს პესტიციდების რეგისტრაციის, იმპორტის, განთავსების, შენახვის, შეფუთვის, გაყიდვის და გამოყენების წესებს. ეს რეგულაცია მოითხოვს, რომ სოფლის მეურნეობაში აგროტექნიკური, მექანიკური, ფიზიკური, სელექციური და ბიოლოგიური მეთოდების ხარჯზე შემცირდეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. შევიდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში და ახლა მასში გათვალისწინებულია პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირში არსებობს. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და გარემოსა დაცვა. თუ ადრე იყო მიდგომა, რომ პესტიციდი პირველ რიგში მცენარის დაცვის თვალსაზრისით უნდა ყოფილიყო ეფექტიანი, ახლა მთავარია რომ ის უყოს უსაფრთხო როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის. არსებობს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგი, რომელიც მუდმივად ახლდება. გვაქვს გადაფასების პროგრამა: თუ ევროკავშირი და აშშ მათ მიერ ნებადართული პესტიციდების სიიდან იღებს რომელიმე პესტიციდს, ამ ნივთიერებას საქართველოში გამოსაქვეყნებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგიდან ჩვენც ვიღებთ. საქართველოში არ არის დაშვებული არცერთი ისეთი პესტიციდი, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ში აკრძალულია”.

პესტიციდების მდგრად გამოყენებას სამი მთავარი მიზანი აქვს: დაიცვას ფერმერი, მის მიერ მოყვანილი პროდუქტების მომხმარებელი და გარემო. ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში პესტიციდების გამოყენება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა აკონტროლოს. სააგენტომ უნდა იზრუნოს როგორც მათი მოხმარების, ისე გამოყენებით გამოწვეული რისკის და ზარალის შემცირებაზე.

მსხვილი ფერმერული მეურნეობები პესტიციდების მოხმარების და მათი გამოყენებით გამოწვეული რისკის და ზარალის შემცირებაზე თავად ზრუნავენ. “მხოლოდ საქართველოში დარეგისტრირებულ და კარგად აპრობირებულ პესტიციდებს ვყიდულობთ და მხოლოდ ოფიციალური დისტრიბუტორებისგან. რაც მთავარია, პესტიციდებს ვიყენებთ მარტო იმ შემთხვევაში, როცა ამის საჭიროებაა. პროფილაქტიკისთვის შხამქიმიკატებს არასოდეს ვიყენებთ. პესტიციდები ძვირი ღირს. ჩვენ ძალიან დიდ ფართობზე მოგვყავს პროდუქცია და მოხმარების ყველა წესის, დოზის და შეწამვლის რაოდენობის დაცვის შემთხვევაშიც ამ პრეპერატების მოხმარება ძალიან ძვირი გვიჯდება. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პესტიციდების გამოყენება შევამციროთ. ჩვენს პროდუქციაში პესტიციდების ნარჩენების დონე მუდმივად კონტროლდება. მაქსიმალური დასაშვები ზღვრისთვის არასოდეს გადაგვიჭარბებია,” - აცხადებს შპს “მარნეული აგროს” დირექტორი, ვანო ცუკილაშვილი.

როგორ ხდება პესტიციდების გამოყენების კონტროლი? “შეუძლებელია თავზე დაადგე მილიონ 500 ათას ადამიანს, რომელიც თავის მეურნეობაში პესტიციდს იყენებს. ასეთი რესურსი არცერთ სახელმწიფოს არ აქვს. მაგრამ არსებობს კონტროლის მექნიზმი. კონტროლდება ნარჩენების რაოდენობა პროდუქციაში. თუ ნარჩენები დასაშვებ დონეს აღემატება, ე. ი. დარღვეულია პესტიციდის მოხმარების რეგლამენტი: ხარჯვის ნორმა, წამლობის რაოდენობა და ლოდინის პერიოდი - დრო პესტიციდის ბოლო გამოყენებიდან მოსავლის აღებამდე,” - ამბობს მარინა ღვინეფაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმის ფარგლებში მონიტორინგს ახორციელებს და სურსათში პესტიციდების ნარჩენების რაოდენობას ამოწმებს. ერთი შეხედვით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მონიტორინგის შედეგების თანახმად, სურსათში პესტიციდების ნარჩენები უმეტეს შემთხვევბში ნორმის ფარგლებშია. სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს აღებული 180 ნიმუშიდან, დარღვევა მხოლოდ 9 შემთხვევაში დაფიქსირდა, წელს არებული 17 ნიმუშიდან კი დარღვევა არცერთში არ აღმოჩეილა. “ძირითადად, ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ წვრილ მეურნეობებს არ აქვთ იმდენი ფინანსური საშუალება, რომ დიდი რაოდენობით პესტიციდები შეიძინონ და ყოველ მე-5 დღეს გამოიყენონ. მაგალითად, გერმანიაში ვაშლს 5 დღეში ერთხელ წამლიან და 17 შეწამლვა ხდება. ჩვენი აგროსქემით ვაშლი მხოლოდ 9-ჯერ იწამლება. შესაბამისად, პროდუქტში პესტიციდი არ დაგროვდება. მთავარია დაცული იყოს ლოდინის პერიოდი. არავის აქვს ფუფუნება, რომ პესტიციდები ზედმეტად ასხუროს,” - განმარტავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს უფროსი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბაზარზე ფალსიფიცირებული პესტიციდების მოხვედრის რისკიც მინიმუმამდე შემცირდა. 2016 წელს განხორციელებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დღემდე გამოკვლეულია 86 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია 145 პესტიციდის და აგროქიმიკატის ნიმუში. მონიტორინგის შედეგად ფალსიფიცირების არცერთი შემთხვევა გამოვლენილი არ არის.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის და სურსათში მათი ნარჩენების სახელმწიფო კონტროლის დადებითი შედეგის მიუხედავად, ბევრი ფერმერი ეჭვობს, რომ მათ მიერ შეძენილი პესტიციდი და აგროქომიკატი ფალსიფიცირებულია, მაგრამ ამის დამტკიცებას საქართველოში ვერ ახერხებს. გენადი კერძევაძე ერთ-ერთი მათგანია. ის შპს “აგროჯავახეთის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. კერძევაძემ პარტნიორებთან ერთად, ნინოწმინდაში 5 ჰა ფართობზე კარტოფილი დარგო. “პირველი კლასის თესლი შემოვიტანეთ უცხოეთიდან. მარტო თესლში 40 000 ლარი გადავიხადეთ. 1 ჰა-დან 30 ტონა მოსავალი უნდა მიგვეღო, მაგრამ ახლა ისეთი პირი უჩანს, ამ 5 ჰექტრის გადახვნა მოგვიწევს. თესლი დაავადდა და არ აღმოცენდა. არადა დარგვის წინ ის შვეიცარული წარმოების პრეპარატით, სელესტოპით დავამუშავეთ. პესტიციდებს და აგროქიმიკატებს ყოველთვის ოფიციალური დისტრიბუტორებისგან ვყიდულობთ, რომ ფალსიფიცირებული პროდუქტისგან დაზღვეული ვიყოთ. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ შეძენილი სელესტოპი ფალსიფიცირებული იყო, თესლს დარგვიდან მოკლე პერიოდში ძალიან ბევრი დაავადება გაუჩნდა და პრეპარატის ეფექტი საერთოდ არ გამოჩნდა. იგივე პრობლემა ჰქონდათ სხვა ფერმერებსაც. გვინდოდა სელესტოპის ლაბორატორიული კვლევა ჩაგვეტარებინა. დისტრიბუტორიც თანახმა იყო, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაშიც და “მულტიტესტშიც” გვითხრეს, რომ ამ პრეპარატის ლაბორატორიული კვლევა მათთან არ კეთდება,” - ამბობს გენადი კერძევაძე.

საქართველოში 300 პესტიციდი (რეგისტრირებული პესტიციდების ჩამონათვალში 715 პესტიციდია, თუმცა აქედან ბევრი ანალოგია - აქვს სხვადასხვა სავაჭრო დასახელება, თუმცა ერთსა და იმავე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს და მოქმედების ეფექტიც ერთნაირი აქვს) და 560 აგროქიმიკატია რეგისტრირებული. ერთადერთი ლაბორატორია, რომელიც პესტიციდებში აქტიური ნივთიერებების რაოდენობას და ხარისხს, ანუ მისი ფალსიფიცირებისა და არაფალსიფიცირებულობის საკითხს და სურსათში პესტიციდების ნარჩენების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვართან შესაბამისობას არკვევს, “მულტიტესტია”. სწორედ ამ ლაბორატორიაში ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებს.

“გულახდილად გეტყვით, რომ მონიტორინგის ზომა დიდი არ არის. “მულტიტესტი” ერთადერთი ლაბორატორიაა, რომელიც ამ ანალიზებს აკეთებს და ჩვენთან სურსათში 43 პესტიციდის ნარჩენის კვლევა ხდება: 300 შესაძლო შემთხვევიდან ჩვენთან მხოლოდ დაახლოებით მეექვსეედი მოწმდება,” - აცხადებს “მულტიტესტის” დირექტორი ლევან კალანდაძე, - “თუ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტები უნდა იყოს, მაშინ უფრო მასშტაბური მონიტორინგი გვჭირდება. ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოდან ველით პასუხს კითხვაზე: რომელი პესტიციდები მოიხმარება ყველაზე მეტად საქართველოში და რომლის კონტროლია აუცილებელი. ამ კითხვაზე პასუხის მიღების შემდეგ კვლევის სხვა მეთოდებიც დავნერგავთ და სხვა პესტიციდების ნარჩენების შემოწმებასაც დავიწყებთ.”

ევალება თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას პესტიციდების ხარისხის და სურსათში პესტიციდების ნარჩენების განსაზღვრა და რას აკეთებს ამ მიმართულებით? “პესტიციდების ხარისხის განსაზღვრაზე ჩვენ არ ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტული იყო თაფლის, როგორც ერთ-ერთი მთავარი პოტენციური სექსპორტო პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის მეთოდების დანერგვა. დავნერგეთ იმ ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების კვლევის მეთოდები, სადაც რიგაში ჩვენს მიერ გაგზავნილი თაფლის ნიმუშების შემოწმების შედეგად პრობლემები გვქონდა. ახლა თაფლის კველვის მეთოდებიც გვაქვს და აკრედიტაციაც - ჩვენს მიერ გაცემულ დასკვნას ევროკავშირის ყველა ქვეყანა აღიარებს. რეფერალური გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჩვენი კვლევის პასუხები ზუსტი და სანდოა. თუ თაფლში ვსინჯავთ პესტიციდების ნარჩენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე კვლევას სხვა პროდუქტებზეც გავაკეთებთ. არსებობს პესტიციდების ორი სახე: ქლორორგანული და ფოსფორორგანული. ჩვენ ვიკვლევთ ქლორორგანულ პესტიციდებს. რაც შეეხება ფოსფორორგანულ პესტიციდებს, მათ ნარჩენებზე შემოწმებას წლის ბოლოსთვის შევძლებთ. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის იმაზე, რომ საქართველოში რეგისტრირებული ყველა პესტიციდის ნარჩენების განსაზღვრას შევძლებთ. ამას ძალიან დიდი დრო და ფული სჭირდება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პესტიციდების ნარჩენების კვლევის მეთოდების დანერგვა დავაგვიანეთ, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს კერძო ლაბორატორიებმა მათთან არაჯანსაღ კონკურენციაში დაგვადანაშაულეს, სურსათში პესტიციდების ნარჩენების კვლევის პრეროგატივა მათ დავუთმეთ. სამწუხაროდ, კერძო ლაბორატორიებმა ბევრი კვლევის მეთოდის დანერგვა ვერ მოახერხეს.”

 

სასარგებლო ბმულები და ინფორმაცია

ევროკავშირში ხილის და ბოსტნეულის შეტანის მსურველმა ბიზნესოპერატორებმა უნდა გამოიყენონევროკომისიის პესტიციდების ბაზა, რომელიც მოიცავსრეგულარულად განახლებად ინფორმაციას სურსათის სახეობების,პესტიციდების ნარჩენებისა და მათი მაქსიმალური ზღვრულიდონეების შესახებ. ბაზა საშუალებას იძლევა, რომ საჭიროინფორმაციის ადვილად მიკვლევადობის მიზნით, მონაცემებიგაიფილტროს როგორც სურსათის სახეობების, ასევე პესტიციდებისაქტიური ნივთიერებების მიხედვით.

ევროკავშირის პესტიციდების ბაზა განთავსებულია შემდეგელექტრონულ მისამართზე

შესაძლებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, ანდა რომელიმე კონკრეტულ სავაჭრო ქსელს ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ ნორმებთან შედარებით უფრო მკაცრი ნორმები ჰქონდეს. ამიტომ, სასურველია, რომ ექსპორტიორმა სურსათში ამა თუ იმ პესტიციდის ნარჩენის მაქსიმალური დასაშვები ზღვრის ოდენობა უშუალოდ იმ ქვეყნის და მაღაზიათა ქსელის მიხედვით გაარკვიოს, სადაც ის პროდუქციის შეტანას აპირებს.

საქართველოში 2008-2013 წლებში რეგისტრირებული პესტიციდების და აგროქიმიკატების ჩამონათვალი 

 

 

 

Прочитано
7520
Отправить письмо

Связанный:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 Июнь 2018 | 07:25 Далее
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 Июнь 2018 | 18:17 Сельское хозяйство Далее
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 Июнь 2018 | 18:51 Далее
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 Mай 2018 | 18:35 Сельское хозяйство Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

banner
banner
banner
banner
banner