Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Cреда, 12 Август
29 Июль 2016 | 16:32 Сельское хозяйство

პროდუქტით ონლაინვაჭრობაში ფერმერებს ინტერნეტის არარსებობა უშლის ხელს

პროდუქტით ონლაინვაჭრობაში ფერმერებს ინტერნეტის არარსებობა უშლის ხელს

ახალციხის რაიონ სოფელ ხეოთში სპარტაკ გვრიტიშვილსა და მის თანასოფლელებს ასობით კგ მოცხარის გაყიდვა წლებია, ძალიან დაბალ ფასად უწევთ. ბიოლოგიურად სუფთა  მოცხარს ფერმერებისგან გადამყიდველები იძენდნენ. წელს სპარტაკ გვრიტიშვილი კვლავ იმავე პრობლემის წინაშეა.

„გვაქვს 500 კგ-ზე მეტი ველური მოცხარი, დიდი ხნის განმავლობაში ველოდით შემსყიდველს,  აღმოჩნდა, რომ 70% გადამწიფებულია. 2,30 ლარად  უნდა გაგვეყიდა, ახლა კი პროდუქტის რეალიზაცია ერთ ლარად მოგვიწევს“, - ამბობს სპარტაკ გვრიტიშვილი.

დღეს ევროპაში სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად ონლაინპლატფორმები ითვლება.  საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ელექტრონული ვაჭრობა სულ უფრო პოპულარული ხდება, არა ერთი პროგნოზის თანახმად, ონლაინ გაყიდვები ყოველწლიურად 12%-ით გაიზრდება. 2018 წლისთვის ონლაინ ბაზრის ღირებულებამ კი მინიმუმ 234 მილიარდ ევროს უნდა მიაღწიოს.  ელექტრონული ვაჭრობის მზარდ პოპულარობას თავისი მიზეზები აქვს -  ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახისა და რაოდენობის პროდუქტი შეიძინონ, ამისთვის მხოლოდ ინტერნეტზე წვდომაა საჭირო.

ზურაბ ამონაშვილი თელავში ცაცხვის, აკაციისა და მინდვრის ყვავილების თაფლს ყიდის. ურჩიეს პროდუქტის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე - www.mosavali.ge გამოექვეყნებინა. მისი განცხადება 2015 წლის 27 ნოემბრით თარიღდება, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.

„თელავში ძალიან პოპულარული ვებგვერდია. ბევრმა მოახერხა პროდუქტის გაყიდვა ამ გზით, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი.  ძირითადად პირადი კონტაქტების დახმარებით ვყიდი თაფლს, ვინც იცის, რომ მაქვს ეს პროდუქტი, ის მოდის შესაძენად“, - ამბობს ამონაშვილი.

ვებგვერდ mosavali.ge-ის მიზანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია საიტზე  განათავსოს, მიუთითოს საკონტაქტო ნომერი, დაინტერესებული პირები კი პირადად მათ შუამავლების გარეშე დაუკავშირდებიან. ამ გზით საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტის გაყიდვა მოახერხა გივი ქიტოშვილმა გურჯაანიდან.

„ჩემმა შვილმა დადო განცხადება და ძალიან დამეხმარა ეს გვერდი, ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. 3 ტონა სათესლე ხორბალი გავყიდე“, - ამბობს გივი ქიტოშვილი.

კიდევ ერთი ვებპორტალი, რომელიც საქართველოში ონლაინ გაყიდვების მიმართულებით მუშაობს - soflidan.ge არის. შპს "სოფლიდან" 2015 წელს დაარსდა. კომპანია პროდუქტებს გლეხებისა და ფერმერებისგან იძენს, შემდეგ აფასოებს, ფუთავს და სახლში მიტანის სერვისით მომხმარებლებს აწვდის.  

„მყიდველების რიცხვი მუდმივად იზრდება. ფერმერებს, რომლებსაც პროდუქტის გაყიდვა სურთ, უნდა დაგვიკავშირდნენ, შევხვდებით,  შევამოწმებთ  ხარისხს, მოგვიანებით დავდებთ ვებგვერდზე.  მხოლოდ დაინტერესებული პირის გამოჩენის შემდეგ  შევიძენთ პროდუქციას. ვცდილობთ,  მარაგები არ ავიღოთ, მით უმეტეს ისეთი პროდუქტი, რომელიც მალფუჭებადია. გვირჩევნია, ყველაფერი ახალი იყოს,“ -ამბობს კომპანიის დირექტორი ნათია ნინიკელაშვილი.

ელექტრონული ვაჭრობის მიმართულებით არსებულ ონლაინპლატფორმებს სექტემბერში კიდევ ერთი შეემატება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ნინო ჩიქოვანის თქმით,  საქართველო  პირველი ქვეყანაა, სადაც მცირე და საშუალო საწარმოების მსოფლიო ფორუმი საპილოტე პროექტს განახორციელებს. პროგრამა სამ კომპონენტს აერთიანებს - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო ბაზრებში ჩართულობა და ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა.

„ახალი პლატფორმა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო კომპანიებს, ჩაერთონ მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებში. ისინი შეძლებენ საკუთარი კომპანიის, საქმიანობისა და პროდუქტის შესახებ ინფორმაცია განათავსონ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე დიდი კოროპორაციებისთვის. ეს პლატფორმა იმით იქნება განსხვავებული, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზეა ორიენტირებული“, -ამბობს ნინო ჩიქოვანი. 

უახლოეს მომავალში ახალი კატეგორია დაემატება სავაჭროპორტალს http://tradewithgeorgia.com/, სადაც უნდა განთავსდეს ინფორმაცია ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქტების, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების, საბაჟო გადასახადებისა და პროცედურების შესახებ. ამ ეტაპზე საიტზე 214 კომპანიაა რეგისტრირებული, სულ მალე კი ვებგვერდზე სხვადასხვა ბიზნესშეთავაზების გამოქვეყნებაც იქნება შესაძლებელი.

„ძალიან ხშირია, როდესაც ქართულ კომპანიას არა აქვს საკუთარი ვებგვერდი, სწორედ tradewithgeorgia-ს მეშვეობით იძებნება მის შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ჩვენი ვებგვერდის დახმარებით თუ მოხდა დაკავშირება კონკრეტულ კომპანიებთან,  ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე არ მოსულა ეს ინფორმაცია. დღეს  ვებგვერდს არა აქვს კატეგორია, სადაც კომპანია საკუთარ ბიზნესშეთავაზებას დადებს გაყიდვის ან ყიდვის კუთხით, თუმცა იგეგმება და უახლოეს მომავალში დაემატება“, -  ამბობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე მდინარაძე.  

ბაზრებზე ხელმიუწვდომლობა დღეს ფერმერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამის შესახებ  სხვადასხვა რეგიონიდან „საქართველოს ფერმერთა II კონგრესზე“ შეკრებილმა მეწარმეებმა თავად განაცხადეს. ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ ორგანიზებულ კონგრესის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც სწორედ ეს იყო. ოქსფამის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის ოფიცერ ნინო ედილაშვილის თქმით,  სხვადასხვა ონლაინპლატფორმას დღეს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრა არ შეუძლია.  

„ბაზრებზე ხელმიუწვდომლობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადამყიდველებს უკავშირდება, ფერმერების უმრავლესობას სწორედ მათთან აქვს კომუნიკაცია, გასაღების დამოუკიდებელი არხები არ არის. რაც შეეხება ონლაინპლატფორმებს, სადაც ფერმერებს შეუძლიათ, საკუთარი პროდუქტი განათავსონ, საშუალო სტატისტიკური გლეხისთვის ეს დიდად გამოსადეგი არ არის,  ყველას არა აქვს ინტერნეტზე წვდომა, ასე ტექნოლოგიებზე  გავდივართ უკვე, მსგავსი ონლაინპლატფორმები შესაძლოა, 10 წელიწადში კარგი იყოს, მაგრამ დღეს ფერმერს ეს არ ადგება“, - ამბობს  ნინო ედილაშვილი.

ინტერნეტით საქართველოში მხოლოდ მოსახლეობის ნახევარი აუზრუნველყოფილი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, ინტერნეტაბონენტების სიმკვრივე საქართველოში (გამოითვლება აბონენტების  შეფარდებით ოჯახების საერთო რაოდენობასთან) 48.4%-ს შეადგენს. ხელისუფლებამ საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია თავის პრიორიტეტად დაასახელა, მთავრობამ  „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა” უკვე დაამტკიცა. პროექტს  სახელმწიფოს მიერ დაარსებული Open Net-ი განახორციელებს,  შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს, სადაც 200 მოქალაქეზე მეტი ცხოვრობს, დაფარავს. პროგრამის დამფინანსებლად ფონდი „ქართუ“ დასახელდა.  

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის, როდესაც მოთხოვნები გაიზრდება, რეგიონებში 30 მეგაბიტი/წამის მიწოდების შესაძლებლობა გვქონდეს“,-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 




ავტორი: ხატია შამანაური

Прочитано
5327
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

banner
banner
banner
banner
banner