Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Вторник, 23 Aпрель
27 Июль 2017 | 18:05 DCFTA

ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობა გამოწვევად რჩება

ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებულობა გამოწვევად რჩება

 

მცირე და საშუალო ბიზნესს კვლავაც მწირი ინფომრაცია აქვთ DCFTA-ს თაობაზე

სურსათის უვნებლობადა ფიტოსანიტარია ბოლო წლებია პრიორიტეტი გახდა სახელმწიფოსთვის, რაც ერთის მხრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს უკავშირდება. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება საქართველოს არ ავალდებულებს ევროკავშირის კანონების კოპირებას და ქართულ მხარეს გარკვეულ ჩარჩოებში ლავირების შესაძლებლობას აძლევს. ახალი რეგულაციები არ უნდა იყოს იმაზე მეტად შემზღუდველი, ვიდრე აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით.

DCFTA IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები)  ითვალისწინებს საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის სფეროში დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალის ევროკავშირისთვის წარდგენას შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, რის შედეგადაც საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შედგა სურსათის უვნებლობის, ვეტარინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით მისაღები საკანონმდელბო აქტების ნუსხა. ევროკავშირის იმ სამართლებრივი აქტების ჩამონათვალის მიხედვით, რომლებთან საკანონმდებლო დაახლოებაც უნდა განხორციელდეს საქართველოს მიერ, სურსათის უვნებლობის კუთხით დაგეგმილია ევროკავშირის 102 სამართლებრივ აქტთან მიახლოება, ვეტერინარიის - 84 აქტთან, მცენარეთა დაცვის - 85 აქტთან. რომელთაგან  64 აქტის ქართული ანალოგი 2017 წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს. მიმდინარე ეტაპისათვის, დასრულებულია 55 აქტთან დაახლოება. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელძღვანელის ლაშა ინაურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში არსებული ზოგიერთი აქტი უკვე შესაბამისობაში იყო ევროპულ ანალოგთან და აღარ იყო საჭრო მათი ცვლილება. ამჟამად, შემუშავებულია 2 საკანონმდებლო აქტის პროექტი: (1) ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა სურსათის შესახებ და (2) ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შესახებ.

კერძოდ: 2015 წელს ვეტერინარიის მიმართულებით 2 აქტი შემუშავდა, სურსათის უვნებლობის - 9 და ფიტოსანიტარიის - 6 აქტი. 2016 წელს ვეტრეინარიის 7 აქტი, სურსათის უვნებლობის 9 და ფიტოსანიტარიის 2 აქტი განახლდა/შემუშავდა.

საკანონმდებლო ცვლილებათა უმეტესი ნაწილი გაწერილია 2018-2026 წლებზე. ახალი რეგულაციების მაღალი სიხშირე და მათთვის ფეხის აწყობა ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუ იდეალურად არ იქნება აწყობილი მათსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია.

ახალი რეგულაციები სარგებლის მომტანია საზოგადოების ერთი ნაწილისთვის (მაგალითად, მომხარებლისთვის), თუმცა დანახარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული კერძო სექტორისთვის (მაგალითად, სურსათის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის), რომელიც ამჟამად განვითარების დაბალ დონეზე იმყოფება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი წესებისა და კანონების შემუშავება/მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტენსიურ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დარგში პოლიტიკის შემუშავების პროცესში, გათვალისწინებული იქნას ყველა მხარის პოზიცია, საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს ახალი რეგულაციებით გამოწვეული პოტენციური ხარჯები და შეძლებისდაგვარად მოხდეს მათი მინიმიზება.

აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ფუნქციებში არა მხოლოდ ბიზნესოპერატორების კონტროლი და მონიტორინგი შედის, არამედ პროაქტიული კომუნიკაცია და დროული ინფორმირებაც. სააგენტოს დებულების მიხედვით მისი ერთ-ერთი ფუნქციაა საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმირებულობის ზრდისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით გაიმართა რეგიონული შეხვედრები:

  1. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა წარმოადგინა პრეზენტაცია DCFTA-ს შესაბამისად ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირიში ექსპორტის და შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესახებ, 20 ივნისს ქ.გორში ENPARD-ის პროგრამის მიერ ორგანიზებულ „სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის“ (EuropeAid/136454/ DH/ SER/GE) ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონალურ ფორუმზე;
  2. 2017 წლის 16 თებერვალს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრეპარატების ფალსიფიკაციასა და აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენებისას მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე.
  3. 2017 წლის 7 თებერვალს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თბილისის აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ბიზნესოპერატორების მხრიდან ახალი რეგულაციების შესრულებასა და სურსათის ეტიკეტირების მოწესრიგებაზე.
  4. 2017 წლის 4 თებერვალს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა  კახეთის  რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრეპარატების ფალსიფიკაციასა და აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენებისას მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე.
  5. 2017 წლის 24 თებერვალს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასტუმრო „ბომონდ გარდენში“, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის  (CIB) მხარდაჭერით, „სამოქალაქო დარბაზის“ მე-9 სხდომა გამართა. სააგენტოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტუალური საკითხები  განახლებულ ფორმატში განიხილეს. „სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა სამ თემატურ ჯგუფად გაიყო, სადაც  სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებაზე, საკანონმდებლო სიახლეებზე,  ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესსა და 2017 წლის გეგმებზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზის“  სხდომა ყოველკვარტალურად იმართება. მასში  მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  არიან გაერთიანებულნი;
  6. 2017 წლის 24 ივნისს სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ის ცვლილებები გააცნეს, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან შედის ძალაში. საქართველოს მთავრობის #152 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. აგრეთვე ცვლილებები შეეხო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას;
  1. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 19 ივნისს შეხვედრა გაიმართა ბიზნესოპერატორებთან და ლაბორატორიის წარმომადგენლებთან სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ და რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე;

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე სუბიექტების დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით მეწარმეებთან ჩატარდა შეხვედრები მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ქვემო სვანეთსა და აჭარაში. ასევე, პერიოდულად სააგენტოს საიტზე მეწარმეებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოები ქვეყნდება. მაგალითად, გზამკვლევი "ქართული თაფლის გზა ევროპისაკენ", "სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შემუშავებულია სახელმძღვანელოები ფერმრებისათვის და ბიზნესოპერატორებისათვის, ტარდება რეგიონული შეხვედრებიც. თუმცა სხვადასხვა კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი ჯერ კიდევ არ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. მაგალითად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული სურსათის მწარმოებელი 89 მცირე და საშუალო საწარმოდან მხოლოდ 39%-მა დაასახელა, რომ იცოდა DCFTA-ს შედეგად ბაზრის ხელმისაწვდომობის და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ; ასევე, გამოკითხულთა 43%-მა არ იცის DCFTA-ს მოსალოდნელ სარგებელზე, 47%-მა კი მის მიერ გამოწვეულ შეზღუდვებზე. კვლევის შედეგები გამოსახულია ქვემოთმოყვანილ გრაფიკებზე.

გრაფიკი 1.

 გრაფიკი 2.

 

მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლებში ინფორმაციის არქონაზე პასუხისმგებლობა თავად მწარმოებლებსაც ეკისრებათ, სამთავრობო უწყებების მოდგომა ბიზნესისადმი, კონტროლისა და მონოტორინგის გარდა, მათთან თანამშრომლობაცაა. საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საშუალებებით, ისე, რომ ეს ინფორმაცია იყოს მარტივად გასაგები, ორგანიზებული და ადვილად ხელმისაწვდომი, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს თანამედროვე ტექნოლოგიები.




ავტორი: მარიამ ლუკაშვილი

 

Прочитано
5971
Отправить письмо

Связанный:

ფერმერები დაბალხარისხიან აგროპრეპარატებს უჩივიან

ფერმერები დაბალხარისხიან აგროპრეპარატებს უჩივიან

ფერმერები მათი საქმიანობის შემაფერხებელ ერთ-ერთ ფაქტორად (ტექნოლოგიების, ცოდნის, კვალიფიკაციის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს ასახელებენ. ფერმერის მოსავლის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო მცენარეთა დაცვის სა

25 Mай 2017 | 19:01 Сельское хозяйство Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner