Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 26 Aпрель
20 Cентябрь 2017 | 15:07 Сельское хозяйство

ფერმერები შხამქიმიკატების შეძენას შესაბამისი სერთიფიკატის გარეშე ვეღარ შეძლებენ

 ფერმერები შხამქიმიკატების შეძენას შესაბამისი სერთიფიკატის გარეშე ვეღარ შეძლებენ

2020 წლიდან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე ვერც ერთი პირი ვეღარ შეძლებს შხამქიმიკატების შეძენას. სწორედ ამას ითვალისწინებს დირექტივა 2009/128, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი გამოყენების პრინციპებს აწესებს. ამ დირექტივის ჩვენს კანონმდებლობაში გადმოტანის ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. გეგმის მიხედვით, დოკუმენტის მიღება 2020 წლისთვის არის გათვალისწინებული. დღეს ყველა თანხმდება, რომ შხამქიმიკატების შეძენისა და გამოყენების რეგულირება ფიტოსანიტარიის სფეროში ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ამ შემთხვევაში შესაბამისი ტრენინგების გავლა ასი ათასობით ადამიანს მოუწევს.

„ფიტოსანიტარიის საკითხებში ყველაზე მტკივნეულ თემად მივიჩნევ შხამქიმიკატების კონტროლის შემოღების აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შხამ–ქიმიკატების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ სერტიფიცირებულ მომხმარებლებს, ეს შეიძლება, იყოს ფიზიკური პირი ან ბიზნესი, რომლესაც გავლილი აქვს ტრენინგი, იცის უსაფრთხოების წესები და ასე შემდეგ. მხოლოდ მას შეეძლება შხამქიმიკატების შეძენა. ამას ითხოვს ევროკავშრის დირექტივა, რომელიც ჩვენ 2020 წელს უნდა გადმოვიტანოთ. ნებისმიერი ფერმერი ვეღარ შეძლებს, იყიდოს შხამ–ქიმიკატი, მან უნდა დაიქირავოს ის, ვინც პროფესინალურად შეწამვლა იცის“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლია თოდუა. 

ასოცირების ხელშეკრულებით, 2020 წლისთვის შხამქიმიკატების კონტროლის მიმართულებით  საქართველომ ვალდებულება აიღო, კანონმდებლობაში გადმოიტანოს ევროკავშირის რამდენიმე აქტი. მათ შორის, რეგულაცია, რომელიც შხამქიმიკატების ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემების ჩამონათვალს ადგენს (რეგულაცია 284/2013) და შხამქიმიკატების ეტიკეტირების საკითხებს არეგულირებს (547/2011 რეგულაცია). საქართველოს კანონმდებლობაში ასევე უნდა გადმოვიტანოთ  ზემოთაღნიშნული 2009/128 დირექტივა, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი გამოყენების პრინციპებს ადგენს.

დირექტივა 2009/128/EC –ში ვკითხულობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიმუშაონ სერტიფიცირების სისტემები, სადაც  გათვალისწინებული იქნება ტრენინგები, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც პესტიციდებს იყენებს, ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია, რა პოტენციური რისკები არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ასევე რა შესაბამისი ზომების მიღებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად შემცირდეს. ევროკავშირის  თიოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა  ტრენინგებზე, ყოველივე ეს კი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრენინგის გავლის გარეშე ვერავინ შეიძენს და გამოიყენებს შხამქიმიკატებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს ხელმძღვანელის მარინა ღვინეფაძის განცხადებით, ეს არის კომპლექსური სამუშაო, რომლის წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია სხვადასხვა უწყების, კერძოდ  ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების აქტიური მონაწილეობა.  

„შხამქიმიკატების კონტროლი ძალიან რთული საკითხია, როგორ წარმოგიდგენიათ პრაქტიკაში? დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია ჩართული სოფლის მეურნეობის სექტორში. ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.  როგორც კი მივიღებთ ამ დირექტივას, შედგება სახელმწიფო გეგმა, რომელსაც დაამტკიცებს მთავრობა, ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს შესაბამისი სახსრები, რომ რეალურად განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ ხშირად მივმართავთ ინვესტორებს, დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაში თანხებს ჩადებენ“, – ამბობს ღვინეფაძე. 

საქართველოში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზარზე განთავსება სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით რეგულირდება.  კოდექსის 49-ემუხლის თანახმად: "აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში. "რეგისტრირებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი კი მოცემულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე: 1. "საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე", 2. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე".  

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციის წარმოება მხარეთა შორის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ასევე, ორივე მხარე ადამიანების, ცხოველების და მცენარეების ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულებას იღებს. შესაბამისად, ევროკავშირში რეგისტრირებული მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში აღიარებულ საშუალებებს. სპეციალისტების შეფასებით დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავიცვათ მომხმარებელი იმ პოტენციური ზიანისგან, რასაც შხამ–ქიმიკატების არასწორი გამოყენებას შეიძლება, მოჰყვეს.

„დღეს შხამქიმიკატების გამოყენება აბსოლუტურად არ რეგულირდება, სურსათის უვნებლობის სააგენტო ადგენს საქართველოში დაშვებული აგროქიმიკატების სიას და საბაჟო ამოწმებს, რომ ამის მეტი არაფერი შემოვიდეს, ხოლო შემდეგ როგორ გამოიყენებს ამას ფერმერი, იმ ნორმების დაცვით, როგორც აწერია თუ არა –  რა პირობებით, რა პერიოდში, ეს, რა თქმა უნდა, დარღვეულია და ამ მიმართულებით მომხმარებელი დაუცველია. ზედმეტი დოზის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ზიანდება ნიადაგი, მომხმარებლის ჯანმრთლეობა, გარემო, ეს არის ძალიან სახიფათო ნივთიერებები და ასე უკონტროლოდ გაუშვა და ვინც რა უნდა, ის მოწამლოს, არ შეიძლება და ძალიან საშიშია“, – ამბობს ლია თოდუა.

როგორ ხდებოდა სხვადასხვა დროს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შხამქიმიკატების შეძენისა და  გამოყენების კონტროლის მექანიზმების შემუშავება? სოფლის მეურნეობის სამინისტროში არა ერთი სახელმწიფოს პრაქტიკას სწავლობენ, კონსულტაციებს უცხოელ სპეციალისტებთანაც გადიან. მარინა ღვინეფაძე გვეუბნება, რომ ერთ–ერთი საუკეთესო გამოცდილების თანახმად, შხამქიმიკატები რამდენიმე ჯგუფად უნდა დაიყოს.

 „ეს ძალიან მტკივნეული საკითხებია. გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, გვიტარებენ ტრენინგებს, როგორ შეიძლება, წარიმართოს ეს პროცესი, როგორ უნდა შედგეს შესაბამისი გეგმა, ვინ უნდა იყოს ჩართული? არსებობს სხვადასხვა მიდგომა. ჩემი აზრით, ერთ–ერთი საუკეთესო პრაქტიკაა, რომ  პრეპარატები გაიყოს სამ კლასად. მაგალითად, ცალკე იყოს შედარებით ტოქსიკური ნივთიერებები, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ მხოლოდ სპეციალურად დატრენინგებულ ადამიანებს. მესამე ჯგუფში კი, მაგალითად, იქნება ოჯახური მეურნეობები, სადაც ყველაზე ნაკლები რისკის შემცველი, პრაქტიკულად უსაფრთხო პრეპარატები შევა და მათი  გამოყენება შეეძლებათ. თუმცა ოჯახურ მეურნეობებსაც უნდა ჰქონდეთ აუცილებლად შესაბამისი განათლება. სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებისთვის განსხვავებული და შესაბამის დროში გაწერილი ტრენინგი იქნება სავალდებულო“, – აცხადებს ღვინეფაძე.

ლია თოდუა კი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია, თუ შხამქიმიკატების გამოყენება ბიზნესის საქმე იქნება.

„ალბათ ყველაზე რეალურია, რომ ეს იყოს ბიზნესის სფერო, ვიღაცებმა გაიარონ ტრენინგები და არც თუ ისე ძვირად გაუწიონ ეს მომსახურება ფერმერებს. რამდენჯერაც დასჭირდება გლეხს შეწამვლა, ის კი არ იყიდის პესტიციდს, არამედ დაიქირავებს შემწამლავს, რომელიც ამას პროფესიონალურად გააკეთებს“, – ამბობს ლია თოდუა.

პესტიციდების/შხამქიმიკატების მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობის  ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანა 2023 წელს დასრულდება. სწორედ ამ წელს არის დაგეგმილი ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი აქტის, 1107/2009  რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც  შხამქიმიკატების ბაზარზე განთავსების ძირითად პრინციპებსა და წესებს ადგენს. 

 

 

 

 

Прочитано
7162
Отправить письмо

Связанный:

ფიტოსანიტარიის მიმართულებით DCFTA-ს შესრულების მიმოხილვა

ფიტოსანიტარიის მიმართულებით DCFTA-ს შესრულების მიმოხილვა

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე. გაუმჯობესებული სისტემა ქართული პროდუქციის ხარისხს აამაღლებს და გაზრდის მის სანდოობას მსოფლიო ბაზარზე,

21 Февраль 2018 | 14:39 Исследование Далее
2017 წელს საქართველომ  ფიტოსანიტარიის სამივე ევროდირექტივა კანონმდებლობაში ასახა

2017 წელს საქართველომ ფიტოსანიტარიის სამივე ევროდირექტივა კანონმდებლობაში ასახა

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით, ფიტოსანიტარიის მიმართულებით 2027 წლამდე 87 დირექტივის გათვალისწინება უნდა მოხდეს. 2015-2017 წლებში საქართველოს კანონმდებლობაში 10 დირექტივა აისახა: ამ დრომდე პროცესი თანმიმდევ

14 Февраль 2018 | 15:13 Законодательство Далее
ფიტოსანიტარიის მიმართულებით საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის სამი დირექტივა უნდა გაითვალისწინოს

ფიტოსანიტარიის მიმართულებით საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის სამი დირექტივა უნდა გაითვალისწინოს

სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომები (IV თავი, DCFTA) ითვალისწინებს საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. ეს პროცესი  2027 წლამდეა გაწერილი და ჯამში

11 Октябрь 2017 | 17:26 Сельское хозяйство Далее
უკონტროლო პესტიციდები

უკონტროლო პესტიციდები

საჭიროზე მეტი რაოდენობით გამოყენებული პესტიციდები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ამიტომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაცია 396/2005 სურსათში პესტიციდების ნარჩენების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს.

27 Июль 2016 | 17:22 Сельское хозяйство Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner