Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 29 Март
04 Октябрь 2017 | 16:22 Законодательство

ასრულებს თუ არა საქართველო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებს

ასრულებს თუ არა საქართველო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებს

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი  ეკონომიკური ნაწილის (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე დაშვების გარდა ქართულ ბიზნესს სხვა „შესაძლებლობების ფანჯარაც“ გაეხსნა. 2022 წელს თუ საქართველო შესყიდვების სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამას წარმატებით დაასრულებს, ქართული კომპანიები ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. ეს იმას ნიშნავს,  რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამოცხადებული საჯარო ტენდერების მოგება ქართულ კომპანიებსაც შეეძლებათ, რაც ქართული ეკონომიკისთვის დამატებით მსხვილ შემოსავლებს მოიტანს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდეგი განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესად არის აღიარებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. სახელმწიფოს მიერ შესყიდვებში დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 68 უცხოური ქვეყნის 1123 არარეზიდენტი მომწოდებელი მონაწილეობს. 

ასოცირების შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-8 თავი (საჯარო შესყიდვები) სახელმწიფო შესყიდვებს ეხება, სადაც ევროკომისიის დირექტივების მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებები დეტალურად არის გაწერილი, რაც კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოებას გულისხმობს.

2016 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი დაამტკიცა.

საქართველო ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე დაშვების მოსაპოვებლად  5 ფაზას გაივლის:

I ფაზა - 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. საქართველოს მთავრობის ვალდებულება იყო  შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების შემუშავება. www.eugeorgia.info ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან გამოითხოვა.

შესრულებული სამუშაოების ანგარიში (2017 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით) :

მიმდინარე წლის 6 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი“, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით შეეხება შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

ა) პრინციპები;

ბ) სპეციფიკაციები;

გ) ვადები.

კანონში აისახა თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპები, განისაზღვრა, რომ სატენდერო მოთხოვნების დადგენისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერას. ტენდერის გამოცხადებისა და სატენდერო პირობების გაცნობის გონივრული ვადებიც დადგინდა. აღსანიშნავია, რომ ვადებთან დაკავშირებული ვალდებულება სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია 2019 წლიდან და ვალდებულება წინსწრებით შესრულდა.

კანონით ასევე შეიცვალა გასაჩივრების წესი. კერძოდ, გამოცხადებული ტენდერის სატენდერო პირობებს ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფასოდ ასაჩივრებს, ხოლო შერჩევა-შეფასების ეტაპს – მხოლოდ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, რომლის უფლებაც შეილახა. ამისთვის, იგი იხდის საჩივრის წარდგენის საფასურს, რომელიც მას დავის განხილვის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა მიმდინარე წლის 19 ივლისს.

ახალი ცვლილებებისადმი ადაპტაციისთვის და კანონის მოთხოვნათა აღსასრულებლად, შესყიდვების სააგენტომ გამოსცა 19 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალ წესი და  ცვლილებები დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში.

აღნიშნული ცვლილებების პარალელურად, შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები ახალი კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ეფექტურად აღსრულების მიზნით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა  კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის ორგანოს  ახალ მოწყობას ითვალისწინებს. კანონპროექტი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას ითვალისწინებს.

შეიქმნა:

სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა კითხვარის სახით.

ახალი სისტემური შეტყობინებები, რომლებიც მიმწოდებლებს სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმაში განხორციელებული ცვლილებებისას და დოკუმენტის ატვირთვისას ეგზავნებათ.

ახალი გამოკითხვის ფორმები კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში.

საინფორმაციო SMS-ების გაგზავნის კონტროლის მექანიზმი.

სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ევროკავშირის მხარდაჭერილ რამდენიმე ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს წარმომადგენლებმა. ამას გარდა,  სააგენტოს ორმა თანამშრომელმა ნიდერლანდების სამეფოში ქალაქ ლეიდენსა და ჰააგაში სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ტრენინგი გაიარეს.

გადამზადნენ შემსყიდველი ორგანიზაციების თანამშრომლებიც. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო კურსი ჩაუტარდათ სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელებს, ასევე საქართველოს საჯარო სკოლების შესყიდვების კუთხით დასაქმებულ სპეციალისტებს. მონაწილეთა რვა ნაკადის საერთო რაოდენობამ ჯამურად 602 მსმენელი შეადგინა.

ტრენინგების თემატიკა მოიცავდა სახელმწიფო შესყიდვების ზოგად მიმოხილვას, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას, შესყიდვების საშუალებების ზოგად მიმოხილვას, სახელმწიფო შესყიდვის სრული პროცესის მოდელირებას, გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს, კონსოლიდირებულ ტენდერებს, თეთრ და შავ სიას, კონკურსების გამართვის პრაქტიკულ ასპექტებს, აგრეთვე, დავების საბჭოს ფუნქციონირებას.


GIZ-ის DCFTA-ის პროექტის მხარდაჭერის ფარგლებში გამოიცა:

ა) ხშირად დასმული 300 შეკითხვა;

ბ) გზამკვლევი;

გ) ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს განახლებული ვერსიები.

ამის შემდეგ საქართველოს გასავლელი ექნება კიდევ 4 ფაზა:

II ფაზა - 5 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2019)- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;

III ფაზა - 6  წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2020 წელს) - სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;

IV ფაზა - 7 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2021) -  სახელმწიფო შსეყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები;

V ფაზა - 8 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2022 წელს)- სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის სხვა  (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვალდებულებების შესრულების გრაფიკს მიჰყვება და ამ ეტაპზე ჩამორჩენა არ შეინიშნება, სააგენტოს მაინც აქვს „გზიდან  გადახვევის“ მცდელობა.

ასოცირების შეთანხმების 79-ე მუხლში (ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) საუბარია ბაზრების ორმხრივი გახსნის შემდეგ ქართული და ევროკავშირის კომპანიების 100 პროცენტით თანაბარ პირობებში ჩაყენების შესახებ

ასოცირების შეთანხმებაში ჩადებული ამ პირობის მიუხედავად, ცნობილი გახდა, რომ  სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება - ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხის სამთავრობო განხილვებს გეგმავს.

ეს ინიციატივა მედიაში გაჟღერებისთანავე გააკრიტიკა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელმა ელიზა ნიევიადომსკამ: "ჩემი აზრით, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბაზარი, ვიდრე გარკვეული პრივილეგიები იყოს დაწესებული მათ სასარგებლოდ. ჩვენი, როგორც ბანკის, მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაიზარდოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც გვაქვს, მაგალითად საქართველოში, როდესაც კონკრეტული ბიზნესები გაიზარდნენ და ახლა ჩვენ მათ რეგიონულ ბაზრებზე შესვლაში ვეხმარებით. ასე, რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ პრივილეგიების შექმნა ადგილობრივი ბიზნესისთვის, საჭიროა. ისინი თავადაც მოახერხებენ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას საკუთარი ხედვა აქვს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ერთადერთი რაც, მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, არის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და გაზრდის შესაძლებობები, ამისთვის კი საჭიროა ღია ბაზარი და არა პრივილეგიები", - განაცხადა ნიევიადომსკამ.

10%-იანი შეღავათის დაწესების თემაზე www.eugeorgia.info-მ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან გამოითხოვა: „აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.  სააგენტო კომენტარს ვერ გააკეთებს EBRD-ის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ კომენტარზე“, - წერილობით გვიპასუხა სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ.

საჯარო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ AA/DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მომზადებული გზამკვლევი განიხილება და დამტკიცდება საქართველოს და ევროკავშირს შორის არსებული შესაბამისი  კომიტეტის მიერ 2017 წლის დეკემბერში ჩანიშნულ სხდომაზე. შესაბამისად, გზამკვლევის შესრულების მიმდინარეობის  შეფასება ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა, საინტერესოა ევროკავშირის პოზიცია ვალდებულებების შესრულების ნაწილში და ასევე ქართული კომპანიების უპირატეს რეჟიმში ჩაყენების ინიციატივასთან  დაკავშირებით.

www.eugeorgia. Info სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შედეგებს პერიოდულად გამოაქვეყნებს

Прочитано
6437
Отправить письмо

Связанный:

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში მიმდინარე დრომდე შესრულებული ვალდებულებები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში მიმდინარე დრომდე შესრულებული ვალდებულებები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საჯარო შესყიდვების სფეროში ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა 2017 წლის სექტემბრში წარმატებით დაასრულა.

20 Февраль 2018 | 16:40 Законодательство Далее
ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების ტენდერებში მონაწილეობის უფლება აქვთ

ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების ტენდერებში მონაწილეობის უფლება აქვთ

საქართველო ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების პლატფორმას (https://opentender.eu) შეუერთდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საჯარო შესყიდვების სფეროში ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა.

30 Январь 2018 | 14:39 Далее
საქართველოს თავდაპირველად ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების ტენდერებში მონაწილეობა შეეძლება

საქართველოს თავდაპირველად ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების ტენდერებში მონაწილეობა შეეძლება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა.

22 Январь 2018 | 15:20 Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner