Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Понедельник, 14 Октябрь
24 Ноябрь 2017 | 17:32

"ჩვენი პაციენტების 20% უცხოელია, მათ შორის ლონდონის შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან"

"ჩვენი პაციენტების 20% უცხოელია, მათ შორის ლონდონის შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან"

საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში ჯანდაცვის სფეროს განვითარება ერთ-ერთი შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც. ჯანდაცვის სფეროდან ამ სტატიაში ყურადღება სამედიცინო ტურიზმის სექტორზე გავამახვილეთ, ვეცადეთ გაგვერკვია, არის თუ არა ამ დარგში ევროპის ქვეყნებიდან  საქართველოში ტურისტების მოზიდვის პერსპექტივა.

საქართველოში უცხოელი პაციენტები (როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე დასავლეთ ევროპიდან) უმეტეს შემთხვევაში სტომატოლოგიური, პლასტიკური ქირურგიის და რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით შემოდიან, რასაც ჯერ სისტემატიური სახე არ აქვს. მიმდინარე ეტაპზე უცხოელები მიმართავენ ადგილობრივ კლინიკებს, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტები აქვთ დანერგილი, თუმცა მათ რიცხვში ერთეული კლინიკები ხვდებიან. ამ კლინიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უცხოელი პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამ ტრენდის გასაძლიერებლად კი აუცილებელია სწორი დაგეგმვა და სხვა კლინიკების მიერ იმავე მიმართულების აღება, რასაც დღეს წარმატებული კლინიკები მისდევენ. ჯანმრთელობის ტურიზმის მოთხოვნის მსოფლიო ტრენდის განვითარების კვალდაკვალ სამედიცინო ტურიზმთან ერთად გამაჯანსაღებელი ტურიზმის ათვისებას ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში დიდი როლი შეუძლია ითამაშოს.

ევროპარლამენტის 2017 წლის კვლევის მიხედვით გამაჯანსაღებელი ტურიზმი 2015-2020 წლების განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 5-7,5 პროცენტით გაიზრდება. ლომანის და შმუკერის კვლევა აჩვენებს, რომ 2004-2014 წლებში მოთხოვნა ჯანმრთელობის ტურიზმზე (health tourism)  საერთო ჯამში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. მაგრამ მოთხოვნამ გადაინაცვლა სამედიცინო ტურიზმიდან (medical tourism) გამაჯანსაღებელ და სპა ტურიზმზე (wellness/spa tourism). რაც სწორედ ის სფეროებია, რისი ათვისებაც საქართველოს შეუძლია.

სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის ხემძღანელის, ნინო გერზმავას განცხადებით, სამედიცინო ტურიზმის სპეციფიკური მიმართულებები, როგორიცაა სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქტოლოგია დღეს უკვე იზიდავს უცხოელებს  საქართველოში ამ მომსახურებების მისაღებად. დარგის სპეციალისტებთან საუბრისას ირკვევა, რომ საქართველოს შეუძლია განავითაროს ეს მიმართულებები ისე, რომ არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით, არამედ მაღალგანვითარებული ქვეყნებიდანაც უფრო მეტი ტურისტები მოიზიდოს.

გერზმავა საუბრობს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის არასისტემატიზირებულ, თვითმყოფად განვითარებაზე: "სამედიცინო ტურიზმი მედიცინისა და ტურიზმის გასაყარზეა, მას ორივე სფერო არეგულირებს, თუმცა ამ ეტაპზე სისტემური განვითარება არ შეინიშნება, ეს უფრო მეტად ქაოტური მოძრაობაა.  ჩვენი ასოციაციის ჩამოყალიბების მიზანი სწორედ ეს იყო, რომ დაგვეარსებინა პლატფორმა სადაც გაერთიანდებოდა როგორც ტურიზმის, ასევე ჯანდაცვის სექტორი; ასევე, გვეცადა რეგულირება და სქემატურობა მიგვეცა ამ პროცესისთვის. რაც ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რადგან ერთი დარგის სპეციალისტების ინტერესი საკმარისი არაა და უფრო მეტიც, შესაძლოა მათი ინტერესები არ იკვეთებოდეს."

შემომავალი სამედიცინო ტურიზმის სფეროში გამოიკვეთა მიმართულებები, როგორიცაა სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქტოლოგია (ასევე, კარდეოლოგიის და ონკოლოგიის მიმართულებით შემოდიან აზერბაჯანიდან და სომხეთდან). "ეს სფეროები ნელ-ნელა იზრდება, იგეგმება ერთდღიანი ტურები ჩამოდიან მაგალითად სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად და შემდეგ უკან ბრუნდებიან. ამ ბაზარზე უკვე შეინიშნება ევროპული პაციენტებიც, თუმცა ჯერ ამას მასობრივი სახე არ აქვს", - საუბრობს გერზმავა.

გერზმავა ასევე აფასებს თუ რატომ ჩამორჩება ჯანდაცვა სტომატოლოგიის და ესტეთიური მედიცინის ტრენდს: "პირველი შემაფერხებელი ფაქტორია ის, რომ ჯანდაცვა განსაკუთრებით მკაცრად რეგულირებადი სფეროა. ზოგმა დასავლურმა სადაზღვეო კომპანიამ დაუშვა პაციენტის ხარჯების ანაზღაურება  სხვადასხვა ქვეყნებიდანაც იმ პირობით, თუ კლინიკა აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს. დღეს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტი დანერგილია და შესაბამისი Joint Commission International (JCI)აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა კლინიკამ Medi Club-მა.  მეორე ფაქტორია, ქვეყნის რეპუტაცია ჯანდაცვის სფეროში.  საქართველო ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე ცნობადი არ არის.  სარეკლამო კამპანიების მეშვეობით საქართველოს იმიჯი ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ მყარი განვითარებული ქვეყნის სტატუსი, სადაც შეგვიძლია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღო, ჯერჯერბით არ არის მიღწეული."

"აუცილებელია სტრატეგიის არსებობა. ტურიზმი და ჯანდაცვა უნდა გაერთიანდეს, რომ საერთო მიდგომები ჩამოყალიბდეს. ამ კუთხით, რეგიონის ფონზე ძალიან ჩამორჩენილები ვართ, გვიან ვიწყებთ განვითარებას. თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები (დუბაი), ინდოეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთიც საკმაოდ მაღალ დონეზე დგანან. საქართველოს კი ჯერ შესაბამისი სტრატეგიაც არ აქვს. თუ ჩვენ გვინდა, რომ გარკვეული შედეგი მივიღოთ უახლოეს 5-7 წელიწადში (ოპტიმალურ შემთხვევაში), დღეს უნდა დაიწყოს სტრატეგიაზე მუშაობა. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს, კერძო და არასამთავრობო სექტორებისს ჩართულობით მიზანმიმართული საფეხურებრივი პროცესი, - საუბრობს სახელწიფო სტრატეგიის აუცილებლიბაზე გერზმავა, - ეს ჯანდაცვასთან შეჭიდებული თემატიკაა და იქ სტანდარტული მარკეტინგის პრინციპები ბოლომდე არ მუშაობს, ამიტომ სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტში "ნაწილობრივი" პრინციპები ბოლომდე უნდა იყოს გააზრებული და გატარებული. სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტში ასევე გაანალიზებული უნდა იყოს რომელი სეგმენტი რისთვის უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში."

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი განმარტავს სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობის მიზეზებს: "კონკურენცია ჩვენ მეზობოლ ქვეყანაში იმდენად დიდია, რომ საქართველოში სამედიცინო ტურიზმის რომელი დარგი რა ეტაპზია ამისი იდენტიფიცირება ჯერ არ დაგვიწყია. თუმცა მომავალში ვგეგმავთ, რომ ვითანამშრომლოთ (პირველ რიგში წამყვანი დარგების იდენტიფიცირებაზე) შესაბამის სამინისტროსთან. ამ ეტაპზე სტომატოლოგია ფასის მიხედვით კონკურენტულია, მაგრამ მომსახურება ჩვენ კლინიკებში იმ დონეზე არ აქვთ, რაც არის მაგალითად თურქეთში. ამიტომ  ტურიზმის ეს სახეობა პრიორიტეტულ მიმართულებად ჯერ არ არის აღიარებული."

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო დონეზე სამედიცინო ტურზიმის სტატისტიკა არ მოიპოვება, eugeorgia.info გაესაუბრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა საქართველოში დროთა განმავლობაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების საფეხურები და დღეს არსებული მდგომარეობა გამოკვეთოს.

ქართულ ესთეტიკურ მედიცინაში ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კლინიკის Medi-ს დირექტორი ლია სონიშვილისაუბრობს "მედის" მიმზიდველობაზე საერთაშორისო დონეზე: "მედის" აქვს ყველა ის მახასიათებელი, რაც საჭროა უცხოელის მოსაზიდად, ასეთია: კვალიფიციური ექიმები, მაღალი ტექნოლოგიები, კომფორტული გარემო და კონკურენტული ფასი საერთაშორისო დონეზე. მაგალითად, გამაახალგაზრდავებელი აპარატურის თერმაჟის ერთი პროცედურა ამერიკაში 5000 დოლარი ღირს, ჩვენთან 3900 ლარი. ამიტომ ჩვენ გვყავს ამერიკელი და ვეროპელი (საფრანგეთი, ინგლისი, და ა.შ.) პაციენტები, რომლებიც სპეციალურად ამ და სხვა პროცედურებისათვის ჩამოდიან ჩვენთან. ჩვენი პაციენტების 20% უცხოელია. მაგალითად, ლონდონის შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, პროდიუსერი კლერ დონსი და სხვები. ისინი ჩამოდიან პლასტიკური ქირურგიის სხვადასხვა ოპერაციების გასაკეთებლასდ. ასევეა, სტომატოლოგიის მიმართულებითაც, ჩამოდიან არაბული ქვეყნებიდან, დუბაიდან, ისრაელიდან და სხვა." პაციენტს იზიდავს მომსახურების მრავალფეროვნებაც. "გერმანის ბევრ კლინიკებშიც არ დგას ისეთი სრულყოფილი სპექტრი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს კლინიკაში."

"ჩვენი მიმართულებებია სტომატოლოგია, კოსმეტოლოგია და პლასტიკური ქირურგია”, -სონიშვილის შეფასებით, ეს მიმართულებები ბოლო 10 წელია ვითარდება, - 10 წლის წინ ყველა საქართველოში ჩამოსული ელჩი შვებულების პერიოდში თავის სამშობლოში მკურნალობდა, რადგან ნდობა არ ქონდათ (ცე-ჰეპატიტის გადადების დიდი რისკი). დროთა განმავლობაში ჩვენი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად (როდესაც ხედავენ იგივე ხარისხს და დაბალ ფასებს) ჩვენი ცნობადობაც იზრდება. მაგალითდ, თბილისში ავსტრიის საელჩოს ერთ-ერთი ატაშე ჩვენი პაციენტია. მან დამატებით 3 ავსტრიელი პაციენტი მოგვიყვანა, რომლებიც ჩვენი ერთგული პაციენტები გახდნენ. გარდა ამისა, სტომატოლოგია და კოსმეტოლოგია არ მოითხოვს რეაბილიტაციის გრძელ პერიოდს, რაც ხელშემწყობი ფაქტორია."

Medi-ს წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი სონიშვილის შეფასებით არის მაღალკვალიფიციური პერსონალი. მისი თქმით, მედის კლინიკაში პროფესიონალი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგები მუშაობენ.

ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო ტურისტების მოზიდვისთვის საინტერესო ინიციატივები გაჩნდა. შეიქმნა რამდენიმე ვებ-პორტალი, რომლებიც უცხოელ პაციენტებს ადგილობრივ კლინიკებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთია www.denttourism.com. დენტტურიზმის დამფუძნებელი გიორგი ანდღულაძის თქმით, სანამ პორტალი შეიქმნებოდა ჩაატარეს მისი საჭიროების კვლევა და ასევე გამოკვეთეს ის ფაქტორები, რის გამოც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად: "ჩვენ ვიცოდით, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ჩამოდიოდნენ სტომატოლოგიური მომსახურების მისაღებად. ამის მთავარი მიზეზი ფასთა შორის სხვაობაა (70-80 %-ით იაფი) და ასევე ის ფაქტი, რომ სადაზღვეო კომპანიები სტომატოლოგიას ნაკლებად აფინანსებენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით პორტალი, სადაც უცხოელი პაციენტები რეგიტრირდებიან და ინტერესის შემთხვევაში მათ კლინიკებთან ვაკავშირებთ. ჩამოსულ პაციენტს კი ადგილზე ვეხმარებით კლინიკამდე გადაადგილებაში, წამლების შეძენაში და ა.შ. ჩამოსვლების ინტენსივობა განსაკუთრებით იზრდება ზაფხულის განმავლობაში. ხშირად ჩამოდიან დუბაიდან, ყატარიდან, ასევე, ირლანდიიდან და ამერიკიდანაც გვყავდა კლიენტები."

"ევროპის მასშტაბით სტომატოლოგიაში “ნიშ მარკეტს” (ნიშური ადგილი ბაზარზე) უნგრეთი იკავებს. ევროპელების სტომატოლოგიურ მომსახურებას ძირითადად უნგრეთში იღებენ დაბალი ფასების და სიახლოვის გამო. საქართველოში ფასები კიდევ უფრო დაბალია, თუმცა უნგრეთი მიმზიდველია დასავლეთ ევროპასთან სიახლოვის გამოც."

სამედიცინო ტურიზმთან ერთად არაერთი ექსპერტის შეფასებით გამაჯანსაღებელ ტურიზმს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საქართველოში ტურისტების მოზიდვის კუთხით.

თენგიზ ვერულავას შრომაში "სამედიცინო ტურიზმი და საქართველო: პრობლემების სპეციფიკა და რეკომენდაციები" (2016) ვკითხულობთ: "საქართველოს სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამ მხრივ, იგი ძალზედ მდიდარია საკურორტო ადგილებით. დღეისათვის აღირიცხება 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი, რომლებსაც მომხმარებლებისათვის სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების შეთავაზება შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი ჰავა და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისთვის."

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარის შალვა ალავერდაშვილის შეფასებით გამაჯანსაღებელი ტურიზმის კუთხით საქართველოში ძირითადად ბორჯომი, საირმე და წყალტუბო დომინირებენ, სადაც ტურისტები ძირითადად ყოფილი საბჭოთა სივრციდან, განსაკუთრებით ყაზახეთიდან, ჩამოდიან. "ტურისტები ევროპის ქვეყნებიდან ამ სფეროში ჯერ არ გვყავს, რადგან მათი ნდობა არ გვაქვს. სამკურნალო და გამაჯანსაღებელი წყლების ბოლო კვლევა ჩატარდა 1961 წელს საბჭოთა კავშირის მიერ, რომელსაც ევროპაში არ ენდობიან. კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთად უნდა იმუშაოს, რათა კვლევა დაიდოს ისეთი ორგანიზაციის მიერ რომელსაც საერთაშორისო დონეზე ექნება ნდობა" - განაცხადა ალავერდაშვილმა.



ავტორი: მარიამ ლუკაშვილი

 

Прочитано
3336
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

banner
banner
banner
banner
banner