Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Saturday, 20 Aпрель
05 Август 2019 | 21:08 Сельское хозяйство

გიორგი ხანიშვილი: „არც პროდუქტი გვაქვს საკმარისი რაოდენობით და არც ფერმერები გვყავს"

გიორგი ხანიშვილი: „არც პროდუქტი გვაქვს საკმარისი რაოდენობით და არც ფერმერები გვყავს"


კენკრის მწარმოებლებს მძიმე ზაფხული აქვთ. განსაკუთრებით პრობლემური მაყვლის მოსავლის რეალიზაცია აღმოჩნდა. ნაწილი სიჭარბის გამო არ გაიყიდა. ექსპორტი ჩავარდა. ზოგან მოსავალი დაუკრეფავი დარჩა და გაფუჭდა. ფასები დაეცა, რამაც ფერმერები აზარალა. წელს საკმარისი არც სამაცივრე მეურნეობები იყო, სადაც ფერმერები კენკრის შენახვას შეძლებდნენ. კენკრის მწარმოებლებმა მთავრობა უყურადღებობაში დაადანაშაულეს. რას პასუხობს მთავრობა მათ ბრალდებებს და რა გეგმა აქვს მათ დასახმარებლად, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხანიშვილს ვესაუბრეთ: 

- ბატონო გელა, კენკრის მწარმოებლებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ. წელს ჟოლო და მაყვალი ექსპორტზე მცირე რაოდენობით გავიდა. ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებს მისი გაყიდვა გაუჭირდათ. იცნობთ თუ არა მწარმოებლების პრობლემებს და რას აპირებთ მათ დასახმარებლად?

-კენკროვნების წარმოების სფეროში დამაიმედებელი ტენდენცია გვაქვს. მოთხოვნა კენკროვან კულტურებზე იზრდება. გარდა ამისა, ექსპორტზე მას შეუძლია მაღალ საფასო სეგმენტზე გავიდეს, რაც მომგებიანი იქნება ფერმერისთვის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის ყველა დონეზე. რაც შეეხება მაყვალს, მიმდინარე წელს, ჩვეულებრივ, მოთხოვნა-მიწოდების კანონზომიერებამ იმუშავა. თავიდან მისი ფასი არაადეკვატურად მაღალი იყო- კილოგრამი 12 ლარად იყიდებოდა. შემდეგ წარმოების მოცულობის ზრდამ ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. სეზონის პიკი გადაივლის და ფასებიც ისევ გაიზრდება. არის მეორე მოცემულობაც, როცა შემოდის სხვა კენკროვნები- ლურჯი მოცვი, მარწყვი, ისინი მაყვალს კონკურენციას უწევენ.

საქმე ის არის, რომ არც პროდუქტი გვაქვს საკმარისი რაოდენობით და არც ფერმერები გვყავს, რომლებიც პრობლემების გადასაჭრელად ერთად იმუშავებენ. როდესაც ფერმერები სხვადასხვა სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისთვის გვაკითხავენ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რომ მათი წარმოებული პროდუქცია პრობლემებს შეიძლება წააწყდეს, ასევე, იმ კონკურენტულ გარემოს, რომელიც არის ქვეყანაში. ყველა ცალკ-ცალკე ცდილობს ლელო გაიტანოს. ბაზარზე შედიან ცალკ-ცალკე, არასათანადო ცოდნით და არასათანადო მარკეტინგით, ერთმანეთს უწევენ კონკურენციას და პროდუქციის ფასს აგდებენ. ამას ბაზარი შესაბამისი კანონზომიერებით პასუხობს და პროდუქციაზე ფასი მცირდება. ფერმერები უნდა გაერთიანდნენ, მოხდეს გამსხვილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს ბაზრისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება. ეს არის გამოსავალი.

ის ეტაპი, რასაც კენკროვანი კულტურების მწარმოებლები გადიან, უკვე გადალახა ატამმა. 3-4 წლის წინ მისი გაყიდვა ძნელი იყო, მაგრამ ატმის მწარმოებლები გაერთიანდნენ. 3 წლის წინ არ არსებობდა გადამამუშავებელი, დამხარისხებელი და შესანახი საწარმოები. დღეს არის 9. ეს მაცივრები იღებენ და ამზადებენ საექსპორტო პარტიებს. წელს 10 ათასი ტონა ატამი გავიდა ექსპორტზე.

-რუსეთში ხომ?

-სამწუხაროდ, ძირითადად რუსეთში. ტერიტორიული სიახლოვის და იმის გამო, რომ რუსული ბაზარი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია. სადაც მეტს იხდიან, პროდუქტიც იქით მიდის. რესურსი იხარჯება ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით და არცერთი თეთრი რუსეთის ბაზარზე გასვლას არ ხმარდება. ჩვენი ატამი იყიდება აზერბაიჯანში, ყაზახეთშიც და ტაჯიკეთში, სადაც ჩვენი ოპერატორები მუშაობენ. სხვა ბაზრებზეც თანდათან გავალთ. ასე იქნება კენკროვანი კულტურების შემთხვევაშიც. 2018-19 წლების სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 14 ათას ტონაზე მეტი ვაშლი გავიდა, რაც 90-ინი წლების შემდეგ არ მომხდარა. ეს იმიტომ, რომ უკვე მოვიდა ვაშლი თანამედროვე ბაღებში, რომელიც დახარისხდა, ბრენდირებული გახდა, მიიღო სასაქონლო სახე, რომლითაც შეიძლება ექსპორტზე მიაწოდო.

დიდი სუპერმარკეტების, სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მწარმოებლები ვერ უზრუნველყოფენ სტაბილურად მიწოდებას. ისინი ყიდულობენ იმპორტირებულ ხილს, იმიტომ, რომ სტაბილური მომარაგება უნდათ. შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენმა სამაცივრე მეურნეობებმა წელს ბალი, ალუბალი, მარწყვი შესანახად უცხოეთიდან შემოიტანეს. 

-იმის გამო, რომ ეს ხილი წელს ჩვენთან საკმარისი რაოდენობით არ იყო. მაგრამ რაც ჭარბი იყო, ის მაცივრებში ვერ შეინახეს… 

-ყველა წელიწადი ერთმანეთს არ ჰგავს. რაღაც პროდუქციაში არის დეფიციტი, რაღაც პროდუქცია არის ჭარბი. სამაცივრე მეურნეობა იძლევა გათანაბრების საშუალებას. ცალკე ერთ ფერმერს შეიძლება სამაცივრე მეურნეობის გაკეთების საშუალება არ ჰქონდეს, ამიტომ გამოსავალი არის ფერმერების გაერთიანება. ამიტომ უწყობს ხელს სახელმწიფო კოოპერირების სისტემას. 

-მაგრამ ამ კოოპერატივებმა, რაზეც დიდი საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა, არ გაამართლეს…

-გააჩნია, ჩვენ ვის ვედრებით. საქართველოში 150 წლის წინ შეიქმნა პირველი კოოპერატივი. მერე გვქონდა ხანგრძლივი წყვეტა და მხოლოდ 2013 წელს დაიწყო აღორძინება. საქართველოში ახლა იაპონიის დელეგაცია არის ჩამოსული, რომელიც ჩვენთან არსებულ კოოპერატივებს ეცნობიან. გვინდა ამ სფეროში იაპონური გამოცდილება გავიზიაროთ. განვითარებულმა ქვეყნებმა ეს გზა ბევრად ადრე გაიარეს. დღეს მსოფლიოში მთლიანი პროდუქციის 60% კოოპერატივების მიერ იწარმოება. ჩვენთან კი მდგრადი კოოპერატივი ჯერ არ არსებობს. დრო სჭირდება იმას, რომ ადამიანები მიხვდნენ და მოუნდეთ ერთმანეთთან გაერთიანება. ჩვენ ფერმერები პრაქტიკულად არ გვყავს. სახელმწიფომ ყველას მისცა მიწა, ძროხა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ წარმოების, ხილის მოყვანის, ვეტერინარული გამოცდილება. ჩვენ ახლა ვიწყებთ ამის გაკეთებას. 

სოფლის მეურნეობაში უამრავი ფინანსური რესურსი იხარჯება, რომ მივაღწიოთ მეურნეობების გამსხვილებას და ბიზნეს-ოპერატორების ჩამოყალიბებას. მაგრამ ამისთვის ფული არ არის საკმარისი. სახელმწიფო არ შეიძლება იყოს პროდუქციის მომყვანი ან გამყიდველი. ის არის დამხმარე. ამისთვის გვაქვს 80-მდე სახელმწიფო პროგრამა. რომლითაც ხელს ვუწყობთ წარმოების, რეალიზაციის განვითარებას.

-გასაგებია, რომ ჩვენთან დიდი ფერმერული მეურნეობები არ არის. სანამ შეიქმნება, მანამდე წვრილ ფერმერებს აქვთ სურვილი შეიტანონ სუპერმარკეტში პროდუქტი, მაგრამ არ შეუძლიათ 10 ათასი ლარის გადახდა, რასაც ეს სავაჭრო ობიექტები ითხოვენ. 

-არც უნდა გადაიხადოს. ამისთვის არსებობენ კომპანიები, რომლებიც უკვე არიან ამ ბაზარზე შესული, არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ისინი უნდა გაერთიანდნენ. უნდა მოძებნონ ისინი. პროდუქციის წარმოება მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გაყიდვაა მთავარი. ამიტომ ფერმერების ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული. მნიშვნელოვანია, როგორ მიაწოდებს ბაზარს ამ პროდუქტს. როცა აშენებს პლანტაციას, სადაც უნდა მოვიდეს 4-5 ტონა მაყვალი. წინასწარ უნდა იცოდეს სად გაყიდის ან რა შეიძლება დამზადდეს ამ მაყვლისგან. მაყვლისგან ძალიან კარგი საწებელი მიიღება, რომელიც მთელი წელი მოიხმარება. უნდა იცოდეს, რომ თუ არ აქვს სამაცივრე მეურნეობა, მისი შენახვის პრობლემა შეექმნება. ქვეყანაში უნდა შეიქმნას კონსოლიდირების ცენტრი, სადაც მათი პროდუქტი თავს მოიყრის. 

- ფერმერი, ფინანსურად ვერ შეძლებს, რომ სამაცივრე მეურნეობაც გააკეთოს. ამის ფული არ აქვს ჩვენ ფერმერს…

- კი, მარტო ერთისთვის იქნება რთული. მაცივარს ის ვერ გააკეთებს და არც იქნება რენტაბელური. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც სამაცივრე მეურნეობას აფინანსებს. თუ შეიკრიბებიან ეს ადამიანები, თანადაფინანსებით შეუძლიათ გააკეთონ. შეიძენენ მობილურ მაცივარსაც, რომელიც ძალიან ძვირი არ არის. გვაქვს აგრო-კრედიტი, ლიზინგში შესვლა. 

-კი, მაგრამ ფერმერები ამბობენ, რომ თანადაფინანსების შემთხვევაშიც ტექნიკის შესაძენად საკმაოდ დიდი კრედიტის აღება უწევთ. რომლის გადახდა მათთვის რთულია… 

- მეც ძალიან მინდა მერსედერს-ბენცის აქციების მფლობელი ვიყო, მაგრამ არ მაქვს შესაძლებლობა. იმ აქციებს თქვენ ხომ არ მიყიდით? ბიზნესის დაწყება განსაზღვრულ უნარ-ჩვევებს და ფინანსურ შესაძლებლობას მოითხოვს. თუ არ მაქვს, მივდივარ და ვეძებ პარტნიორს, რომელსაც ის აქვს ან სხვა აკეთებს ამ ბიზნესს და არა მე. თუ არ მაქვს ბევრი ფული, ბიზნესს მცირედით ვიწყებ, მაგალითად, ერთი ძროხით. იმ ერთი ძროხას მოვუვლი და 5 წლის შემდეგ შეიძლება მყავდეს 5 ძროხა. 

-როდესაც სახელმწიფომ დაიწყო პროგრამა „დანერგე მომავალი”, მაშინვე გქონდათ გათვლა, რომ გავიდოდა 5 წელი და მოვიდოდა დიდი მოსავალი, მაგრამ არ იქნებოდა იმდენი მაცივარი, სადაც შეინახავდნენ პროდუქტს, რომ არ იქნებოდა ექსპორტზე გატანის საშუალება, არ იქნებოდა აწყობილი ლოჯისტიკა. ეს წინასწარ გაითვალისწინეთ?

- „დანერგე მომავალი” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.

- თქვენ ამას გაშენებული ფართობების მიხედვით ანგარიშობთ?

- არა მარტო. გაშენებული ფართობით, მოსავლით, გაყიდვებით…ყველა ამ პარამეტრით. ეს პროექტი რომ დაიწყო, იმიტომ გაკეთდა შემნახველი მაცივრებიც.

-მაგრამ, არ აღმოჩნდა ეს საკმარისი, ხომ ვხედავთ…კახეთში არ იცოდნენ კენკრა სად შეენახათ. მაცივრებში ატამი იყო დასაწყობებული, იქ კენკრას ვერ შეიტანდნენ. რადგან ამ ორ ხილს სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება. რომ შეიკრიბოს ეს ხალხი, 10-20 ტონა რომ შეაგროვოს, სადმე ხომ უნდა შეინახოს? სანამ ექსპორტზე გაიტანენ, ხომ გაფუჭდება? 

- ექსპორტი ასე არ ხდება. 10, 20 ან 5 ტონით ექსპორტი არ ხდება. თქვენ მერე შეიძლება დასვათ საკითხი, ფულს ვინ გადაუხდის, ვინ გადაუზიდავს, თვითმფრინავს ვინ დაუქირავებს. ექსპორტი ეს არ არის. მე ვერ დავუკრეფ და ვერ შევუნახავ. ვინც ამ ბიზნესს ხელს ჰკიდებს, მან უნდა გათვალოს, სად უნდა მიაწოდოს, რომელ ბაზარს. სახელმწიფო არ ეძებს გასაღების ბაზარს. 

-უცხო ქვეყნებში გვყავს ატაშეები, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ ექსპორტიორებს… ჩვენი საელჩო ეხმარება მეწარმეებს უცხოეთის ბაზარზე შესვლაში?

- საელჩომ უნდა მისცეს იმ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა. 

- აძლევენ მათ ამ ბაზას ატაშეები?

- აძლევენ, კი. ყველა საელჩოს მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ…ექსპორტს რომ თავი დავანებოთ.. თბილისის მაღაზია ვარ… რომელ თვეში და რამდენ კენკრას მომიტან, ეს კითხვა მწარმოებელს რომ დავუსვა, ვერ მეტყვის, რადგან პროდუქცია მცირე რაოდენობით აქვს. 

- ფერმერი იმას გეტყვით, რამდენი მოსავალი ექნება. მაგრამ მაცივარი არ აქვს, სადაც შეინახავს, რომ მერე რეგულარულად მოგამარაგოთ... 

- პროდუქტის მოცულობას გააჩნია. მცირე მოსავალს სჭირდება მცირე ზომის მაცივარი. მაგრამ ის ამაზე წინასწარ არ დაფიქრებულა. არადა უნდა იცოდეს, სად უნდა გაიტანოს. ყველაზე მარტივი არის მოიყვანო პროდუქცია. დღეს საქართველოში ნებისმიერი მოცულობის მაცივრის ყიდვა შეიძლება კენკრის შესანახად. საჭიროა პატარა ოთახი, ერთი კონდიციონერი, თუნდაც ძველი, რომელსაც გადააკეთებ. კაპიკები ჯდება. მეორადი კონდიციონერები 100-200 ლარი ღირს.

-კენკრისთვის გამოდგება ის ძველი კონდიციონერი?

- დიახ. ნებისმიერი ხილისთვის გამოდგება. ეს დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ამას უნდა მოფიქრება. მაყვალი 12 ლარად რომ იყიდებოდა, მადლობის სათქმელად არავინ მოსულა. 2 ლარზე რომ ჩამოვიდა, ახლა აქვთ პრეტენზია, დიდ ფულს ვეღარ შოულობენ, თორემ 2 ლარად გაყიდვაც მომგებიანია. 

სოფელ რუისში, სადაც ფერმერული მეურნეობა მაქვს, გლეხებს ვეუბნები, როგორ შეუძლიათ იშოვონ დიდი ფული კომბოსტოს და პომიდვრის მოყვანით. გგონიათ იჯერებენ? როცა კლიენტი მიდის მათთან კომბოსტოს საყიდლად, იწყებენ ვაჭრობას და ფასის კლებას. ერთი აკლებს 2 თეთრს, მეორე- 3-ს, მესამე -5 -ს და ყველას საქმე ფუჭდება. საკმარისია, ისინი შევიდნენ კოოპერაციაში, დაიჭერენ და გააკონტროლებენ ფასებს. ეს არის მსოფლიო კოოპერაციის ფორმულა. აბა ადამიანები კოოპერაციაში სიყვარულის გამო კი არ ერთიანდებიან. იაპონიაში ფერმერად ითვლება ვისაც 100 კვადრატული მიწა აქვს. სახლის სახურავზე რომ აქვს ბაღი და რაღაც მოჰყავს, ისიც ფერმერია. მთავარია, რას მოიყვან იმ მიწაზე. კარგი, წელს ვერ გავყიდე მაყვალი, ვიწუწუნე, მაგრამ მომავალი წლისთვის რას ვაკეთებ? მომავალ წელს ან საოცარი დეფიციტი იქნება ან პირიქით..

-და ან ჩეხავენ მაყვალს, რგავენ სხვა რამეს ან წარმოებას საერთოდ თავს დაანებებენ...

-არავინ არაფერს ჩეხავს, ეგ ტყუილია.. შარშან 6 ჰექტარი ვაშლის ბაღი ამოვყარე. მაგრამ კი არ გავჩეხე, განახლებისთვის ვამზადებ. ხოლო თუ მაყვალი იმიტომ აჩეხა, რომ უფრო რენტაბელური მარწყვი მოიყვანოს, ძალიან ჭკვიანი ყოფილა. 

-საქმე ის არის, რომ რთულია იმის განსაზღვრა, მომავალ წლებში მაყვალი უფრო მომგებიანი იქნება თუ მარწყვი…

-იმიტომ რომ სხვას უყურებენ. ვინც თვითონ თვლის, იმას ასე არ მოუვა. როცა „დანერგე მომავალში” მონაწილეობის მსურველი მოდის, ვეუბნებით, რომ კენკრის ბაღს სადაც აშენებს, წყალი უნდა იყოს. ვუხსნით, რომ ელექტროენერგია უნდა იყოს ახლოს მიყვანილი…

-არხთან ახლოსაც გააშენეს ბაღები, მაგრამ იცით ალბათ მელიორაციაში რა პრობლემებია, ხშირად წყალი ნაკვეთთან ვერ აღწევს…

-160 ათასი ჰექტარი საქართველოში ურწყავი მიწაა. როცა ასეთ ადგილზე სიმინდს დათესავ, ცხადია, რომ იზარალებ.

-თქვენ როცა „დანერგე მომავალის” ფარგლებში დააფინანსეთ ბაღები, იქ მოთხოვნა იყო ჩადებული, რომ ის სარწყავ არხთან უნდა ყოფილიყო. მაგრამ არხში არ მოდის წყალი, რომელსაც წესით, სახელმწიფო მელიორაცია უნდა აწვდიდეს

-არ ვამბობ, რომ სამყარო იდეალურადაა აწყობილი. ქვეყანაში წყლის დეფიციტია. ფართობები, სადაც ნაყოფიერი მიწაა, წყლის გარეშეა დარჩენილი. და ამას უნდა წლები და მილიარდები, რომ ირწყვებოდეს.

-მიზეზი უფრო მეტად მართვის პრობლემა ხომ არის?

-სადაც წყალია, იქ მართვის პრობლემა არ გვაქვს. პრობლემა იქაა, სადაც წყალი არ არის..

სოფელი რუისი, სადაც პაპაჩემი მერუე იყო, 5 კილომეტრზეა გაშლილი. ამ სოფლის ყველაზე შარიანი და მოჩხუბარი ხალხი წინუბანში ცხოვრობს. იცით რატომ? სარწყავი წყალი სოფლის მეორე ბოლოდან მოდის და ამის გამო არის სულ დავა. სასაფლაოსთან უნდა გაიაროს წყალმა. იმ წყლის დარაჯობით სასაფლაოსთან ღამეები მაქვს გათენებული. გაიყვან წყალს, ვიღაც ამოვა, გეჩხუბება, შეგაშინებს ან შენ შეაშინებ. ეს არის წყლის გაყვანა. იმიტომაც ვერ ვრისკავ ინტენსიური ბაღის გაშენებას, რომ მას მუდმივი წყალი სჭირდება. სოფელ რუისიში კი პრობლემაა წყლის ადგილამდე მიყვანა. ჩვენ კიდევ უცბად მოვინდომეთ მრიცხველზე დაყენებული წყალი. ეს იქნება, მაგრამ 15-20 წელი სჭირდება. ფერმერმა უნდა იფიქროს, რომ აწყობილი სისტემა არ გვაქვს და რისკები წინასწარ უნდა გათვალოს. იცით, რას ნიშნავს წვიმა სოფელში? თუ არის წვიმიანი ზაფხული, ყველა რუ არის სავსე, მოსახლეობაში მოთხოვნა მცირდება და სარწყავი წყალი შეგიძლია სოფლის ბოლომდე მიიყვანო, რაც გვალვის დროს შეუძლებელია. ზემოთ ვინც არის, ის რწყავს, ბოლო ნაკვეთამდე კი წყალი ვერ აღწევს. 

-ექსპორტს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. გაუმართავია ლოჯისტიკა, კარგო რეისები არ არსებობს, ტვირთი სამგზავრო თვითმფრინავებით უნდა გადაიტანონ, სატვირთო ტერმინალი მხოლოდ თბილისი აეროპორტს აქვს, ქუთაისში არ არის. პირდაპირი რეისები ბევრ ქვეყანასთან არ გვაქვს...ამ პრობლემებთან დაკავშირებით თქვენ თუ მუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად…

-რამდენი წელია რომ საქართველოდან რეისები დაიწყო? უცბად გინდათ აწყობილი სისტემა, რისთვისაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ათწლეულები დასჭირდათ. კარგო რეისს გავაკეთებთ, მაგრამ გარანტიას მოგვცემთ, რომ თვითმფრინავი შეივსება? ვიდრე პროდუქცია არ არის, კარგო ვერ იქნება. ასეა, როცა პროდუქტი ცოტა გაქვს, წვალობ, ხან თვითმფრინავით მიგაქვს, ხან კამაზით. ვიდრე გარკვეულ მოცულობამდე მიხვალ, ეტაპებია გასავლელი. იმდენი პროდუქცია არ არის, საკუთარი მაღაზიები რომ მოვამარაგოთ. ქსელებში ვერ შედის. ასეა, მაგალითად, ქართული თაფლიც. ქართული თაფლის შესვლაც ევროპის ბაზარზე არის აბსურდი. 

-რატომ? ქართულ თაფლს, მცირე რაოდენობით, მაგრამ შეუძლია მაღალ საფასო სეგმენტში შევიდეს…

- ვერ შევა. ეგ მხოლოდ თეორიაა. სანამ ერთგვაროვანი თაფლი არ გვექნება, სანამ მეთაფლე არ მიხვდება, რომ არ უნდა მოგატყუოს, რომ ანტიბიოტიკს არ იყენებს. სანამ ქვეყანაში ღია ტუალეტების პრობლემა იქნება, მანამდე სულ ასე იქნება.

მთელი საქართველოს სოფლების კანალიზაციის მოწესრიგებას რამდენი მილიარდი დასჭირდება, იცით? ევროკავშირმა როცა გაგვიწერა, 2015-დან 2017 წლამდე დაახლოების კანონმდებლობაზე იმუშავეთო, ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს პერიოდი გვჭირდება მარტო იმისთვის, რომ წავიკითხოთ, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირმა ახლავე გააღოს კარი და შევვარდეთ ქართველები. კი ბატონო, შევვარდეთ, მაგრამ რით? ახლა ჰასპის სტანდარტი გვაქვს დასანერგი. მწარმოებლებს მისი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოვთხოვოთ. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, ამაზე ხალხი გაგიჟდებაო. რაზე უნდა გაგიჟდნენ?  ტუალეტი რომ დალაგებული უნდა იყოს, ეს რომ მოვთხოვო? ნაგავში რომ არ გვიკეთებდნენ საჭმელს? გლობალ-გეპზე და ბაღების სტანდარტიზაციაზე ხომ აღარ არის ლაპარაკი. ძალიან შორს წავალთ. 

რაც ფერმერის გასაკეთებელია, მან თვითონ უნდა გააკეთოს. სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ისეთ კომპონენტებში, რაც არის ბიზნესის გასაკეთებელი, მათ შორის, პროდუქციის გაყიდვაში. 

სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 





 



Прочитано
8081
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner