Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Thursday, 18 Октябрь
06 Октябрь 2015 | 14:11 დიმიტრი მანჯავიძე

სირიაში რუსული ავანტიურის რეალობა და საქართველო

http://eugeorgia.info/uploads/blog/სირიაში რუსული ავანტიურის რეალობა და საქართველო

მოსაზრება

გთავაზობთ დიმიტრი მანჯავიძის მოსაზრებას. დიმიტრი მანჯავიძე არის  ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე. ჩვენს წინანდელ სტატიებში ვეცადეთ ამ პროცესების ზოგი დეტალის გამოაშკარავება.

რუსეთის გააქტიურებას სირიაში ანალიტიკოსები და მიმომხილველები, მათ შორის რუსეთში, ძირითადად უკავშირებენ პუტინის და მისი რეჟიმის მცდელობას გადაფარონ უკრაინაში „ნოვოროსიის“ პროექტის ფაქტიური ჩაშლა, რომლის მიზეზიც გახდა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს გააფთრებული წინააღმდეგობა და დასავლეთის მოქმედება რუსეთის შესაკავებლად, მათ შორის ეკონომიკური სანქციების გზით. რუსეთის ძირითადი მიზანია ამ სიტუაციიდან გამოსვლა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით, გადაჯგუფება და ხელსაყრელი პოლიტიკური კონიუნქტურის შექმნა საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ  პუტინის რეჟიმი უეჭველად არ დაანებებს თავს მცდელობას უკრაინის შემდგომ გახლეჩას და ყველანაირ ხერხს იხმარს, რათა დაიბრუნოს იანუკოვიჩის დროინდელი გავლენის ხარისხი. ასე, რომ ეს მანევრი მხოლოდ დროებით, ტაქტიკურ მოქმედებად უნდა შეფასდეს, რომელიც უნდა ემსახუროს სანქციების ტვირთის მოხსნას და პუტინის დაბრუნებას მსოფლიო ლიდერების წრეში. აი, ასეთია სირიაში რუსეთის გააქტიურების და უშუალო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის ძირიდათი მიზეზები.

რუსეთისათვის სირიაში პირდაპირი ჩარევის პირობები მრავალი ფაქტორით არის განსაზღვრული. ძირითადად ეს ფაქტორებია ძალის ვაკუუმი აშშ-ს სახმელეთო ჯარების გამოსვლის შემდგომ ერაყიდან, რამაც „არაბული გაზაფხულის“ პროცესების ფონზე რეგიონული, კონფესიური და მმართველობითი კონფლიქტების ახალი ტალღა გამოიწვია. ირანის აქტიურმა და წარმატებულმა დიპლომატიამ და ფარულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ოპერაციებმა მას რეგიონში წამყვანი მოთამაშის პოზიციები დაუბრუნა და შიიზმზე დაფუძნებული ალიანსების შექმნა გახადა შესაძლებელი. ერაყის შიიტური რეჟიმი, ბაშარ ასადი და ალავიტები, ლიბანის ჰეზბოლა, იემენის ჰუტის მოძრაობა - ეს არასრული ჩამონათვალია ირანის სამხედრო იდეოლოგიური მოკავშირეებისა, ვინც მას რეგიონში სუნიტური ავტოკრატიების საპირწონე ძალის შექმნაში ეხმარება. რუსეთის როლი ამ პროცესებში ფაქტიურად ირანის დამხმარე ფუნქციით შემოიფარგლებოდა, რადგან სწორედ რუსეთმა ჩაშალა საერთაშორისო ფორმატი ასადის რეჟიმის დასამხობად, რამაც რეალობაში ოპოზიციური ძალების რადიკალური ისლამიზაცია, „ისლამური ხალიფატის“, ალ ქაედასთან დაკავშირებული „ალ-ნუსრას ფრონტის“ და სხვა რადიკალური ჯგუფების წარმატების წინაპირობები შექმნა. ფაქტიურად,  ახლა რუსეთი აპირებს ებრძოლოს იმ ძალებს, რომლებიც მისივე ძალისხმევით არიან შექმნილი. „რუსული დიპლომატიის დიდი მიღწევა“ - ასე მონათლეს რუსეთში ამ ორი წლის წინ პუტინის ძალისხმევა, გადაერჩინა ბაშარ ასადის რეჟიმი. ახლა გასაგებია რისთვის იყო საჭირო ასადის გადარჩენა და რა მიზნებს ემსახურება ახალი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა.

ასეთ პირობებში, პუტინმა მიაღწია რამდენიმე მოკლევადიან წარმატებას. სიარიაში შეჭრით რუსეთმა გარკვეულად დაადასტურა სტატუს ქვო უკრაინაში, თუმცა, ნორვეგიული ოთხეულის მონაწილეების რეაქცია პარიზის შეხვედრის შემდეგ  აჩენს მათ ეჭვს,  შეასრულებს თუ არა რუსეთი აღებულ ვალდებულებებს. რაც მთავარია, პუტინისათვის ყირიმის საკითხი აქტიური განხილვიდან დროებით მაინც მეორე პლანზე გადავიდა, თუმცა, სანქციების მოხსნისათვის ჯერ არ არის რეალური პერსპექტივები.

მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტთან ხვეწნა-მუდარის შედეგად მიღწეული შეხვედრა სწორედ დასავლეთის იზოლაციის მოხსნისკენ არის მიმართული, რადგან მიუხედავად რუსული საზოგადოების ცრუ ანტიდასავლურობისა, მმართველ კგბ-ელიტას დასავლეთთან ინტეგრაციის ალტერნატივა არა აქვს.  ამას გარდა რუსეთმა რაღაც დროით გადადო ასადის რეჟიმის სრული სამხედრო ფიასკო. ამას ემატება რუსების მუდმივი ლტოლვა -  როგორმე რაიმე დაუშავონ ამერიკულ ინტერესებს. ასე, რომ რუსული მოიერიშეების მიერ ამერიკელების  მომზადებული და დაფინანსებული  ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ამოღება პუტინის და მისი ხროვის მენტალურ ჩარჩოებში ზუსტად ჯდება. კიდევ ერთი, ერაყის შიიტურ მთავრობასთან იარაღის მიყიდვის კონტრაქტების გაფორმების შემდეგ პუტინმა კიდევ ერთი წარმატება იზეიმა - ერაყის უიმედოდ უუნარო და კორუმპირებულ მთავრობასთან ახლო კავშირები დაამყარა და ბაღდადში ირან-ერაყ-რუსეთ-სირიის ერთობლივი სამხედრო-საინფორმაციო ცენტრის დაარსებას მიაღწია, რაც როგორც აღვნიშნეთ, პირველ რიგში ამერიკელების წინააღმდეგ და მათ საზიანოდ მიმართული ნაბიჯია.

ზემოთ მხოლოდ რამდენიმე წინაპირობა ჩამოვთვალეთ, რაც რუსეთის სირიაში საბრძოლო მოქმდებების საწინდარი შეიძლება იყოს. ისიც ნათელია, რომ ეს შესვლა დიდი ხანია მზადდებოდა და არავისთვის, განსაკუთრებით კი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებსთვის იყო მოულოდნელი. რუსული ბაზა ტარტუსში, სირიაში, დიდი ხანია იარაღის ტრანზიტის ცენტრია ბაშარ ასადისათვის და სხვა მიმღებებისათვის, მაგრამ ამ ასპექტში მნიშვნელოვანია რუსი ანალიტიკოსების აზრი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ დაბომბვის კამპანიის უვადოდ გაგრძელება რუსეთის სახმელეთო ოპერაციებში საბოლოო ჩაბმას გამოიწვევს, რაც მეორე ავღანეთად შეიძლება გადაიქცეს. მეტად საინტერესოა ამ მხრივ რამზან კადიროვის ორი დღის წინ გაკეთებული საჯარო განცხადება, სადაც მან პუტინს ჩეჩნური შენაერთების გაგზავნა სთხოვა სირიაში, რათა საბოლოოდ დაამარცხონ „ისლამური ხალიფატი“. რადგან რუსეთში ასეთი განცხადებები ტყუილად არ კეთდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ესეც არ არის გამორიცხული. ასე, რომ საინტერესოა, რამდენად ღრმად ჩაეფლობა რუსეთი სირიაში მიმდინარე რეგიონულ რელიგიურ-კონფესიურ ომში.

საქართველოსთან ამ პროცესების კავშირის შესახებ

არის თუ არა რაიმე უშუალო საფრთხე ან პირდაპირი კავშირი? თავისთავად, ჩვენი არსებობა ამ რეგიონში ყველა მომავალი გათვლის და პროცესის რაღაც ნაწილად წარმოგვაჩენს, თუმცა, ნამდვილად არა მონაწილედ. საერთოდ, საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის საგარეო საკითხებთან დამოკიდებულება გაკვირვებას იწვევს. დეკლარაციულ დონეზე რაღაცას ვაპირებთ და რაღაცას ვუერთდებით, მაგრამ პრაქტიკულ მოქმედებებში ეს ნაკლებად აისახება.

მაგალითად, უკრაინის კრიზისის მთელი დროის მანძილზე რუსეთის მიერ აგრესიული პოლიტიკის, ანექსიის და საერთაშორისო ნორმების დარღვევის ეტალონად ყირიმი იქცა, თუმცა, სულ რამდენიმე წლის წინ ასეთივე ქმედება განხორციელდა საქართველოში - 2008 წლის რუსეთის ვერაგული ინტერვენციის დროს. შედეგად მივიღეთ ის, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი სრულიად მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან; არ განიხილება რუსეთის აგრესიული სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში და არ არის პირდაპირ დაკავშირებული უკრაინის კონფლიქტთან, რომელიც აშკარად 2008 წლის რუსული ინტერვენციის და აგრესიის გაგრძელებას წარმოადგენს. ახლა, როდესაც საერთაშორისო დონეზე ყველა კომენტატორი სირიაში რუსეთის ავანტიურას აკავშირებს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მცდელობასთან, საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესია კიდევ უფრო ჩრდილში ექცევა და არა  მხოლოდ დე ფაქტო, არამედ დე იურე სიტუაციის ნიშნებს ატარებს. ასე, რომ ერთი და ყველაზე უსიამოვნო შესაძლო შედეგი უკვე სახეზეა. საერთოდ, რა ქმედებაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკის გენასამბლეის დროს მიცემულ ტელეინტერვიუში სამაჩაბლოს, ანუ ცხინვალის რეგიონს უბრალოდ „ოსეთს“ უწოდებს?

ასეთი ლეთარგიული მოქმედება მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო არის უუნარო, არ იცის, ანდა არ უნდა მოქმედება და მხოლოდ ქვეყნის გარედან მომდინარე იმპულსზე - ელექტროშოკზე რეაგირებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სირიის პრობლემა და რუსეთის ავანტიურა ისევ და ისევ „ისლამურ ხალიფატთან“ დაკავშირებული მოვლენებია. ჩვენ ამაზე ადრეც ვწერდით, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დაჯერებით უნდა ითქვას რომ „ისლამური ხალიფატის“ და მისი აფილიატების საქართველოში არსებობის და მოქმედების საფრთხე სახელმწიფო სრტუქტურების მიერ მიჩქმალულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სპეციალური სახელმწიფო უწყებები რაიმე რეალურ პრევენციას ახორციელებენ, ეს საზოგადოებისათვის უმრავლეს შემთხვევაში საიდუმლო არ უნდა იყოს, რადგან ასეთი საფრთხეების გამკლავება მხოლოდ ინფორმირებულობის და ამ ინფორმირებულობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი კონსოლიდაციის გზით შეიძლება იქნას მიღწეული.  

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ, რუსეთის ავანტიურას სირიაში იქ არსებული ვითარების დრამატული ცვლილება არ უნდა მოჰყვეს. ასეთი მოცულობის სამხედრო - საჰაერო ოპერაციით ვერც „ისლამურ ხალიფატს“ დაამარცხებ და ვერც ტერორიზმს მოუღებ ბოლოს; მაგრამ ბევრ პრობლემას შეუქმნი იმათ, ვინც ასე გძულს და თანაც ასე გჭირდება - აშშ-ს და ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობას. ამიტომაც, პირველი საჰაერო ოპერაციების მერე რუსეთის გენშტაბი თავის განცხადებაში ამტკიცებდა რომ ტერორისტებს ისე ეშინიათ რუსეთის სამხედრო ქმედებების, რომ იარაღს ყრიან და ევროპაში მირბიან ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად-ო. აი, რეალურად კიდევ ერთი მიზანი, რაც რუსეთს ამოძრავებს - ლტოლვილების ახალი ტალღების შექმნა ევროპის დესტაბილიზაციისათვის!

სწორედ ამას აკეთებს პუტინი იმისათვის, რომ თავისი ავანტიურით როგორმე დაბრუნდეს მსოფლიო ლიდერთა კლუბში და ისევ გზა გაუხსნას რუსულ ინტერესებს დასავლეთში. საქართველო კი, თავისი ობიექტური შესაძლებლობებიდან და სუბიექტურად უუნარო ხელისუფლების პირობებში, უნდა მხოლოდ ელოდოს და იმარჩიელოს, რა დამატებით უარყოფით შედეგებს უნდა ელოდოს აგრესიული და ამბიციური სამეზობლოდან როგორც ჩრდილოეთით, ასევე მაღრიბით მაშრიყამდე.  

 

 

 

 

Прочитано
5782
Отправить письмо

Другие статьи того же автора не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

A discussion on cooperation between private sector institutions and small farmers to foster hazelnut production has been organized in Tbilisi with the support of the European Union, the Oxfam International Consortium and the Elkana Association of Biologic

banner
banner
banner
banner
banner