Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Cреда, 13 Декабрь
23 Декабрь 2016 | 11:54 ქეთი თუთბერიძე

სირია განადგურების ზღვარზე: არაბული ჰოლოკოსტი

http://eugeorgia.info/uploads/blog/სირია განადგურების ზღვარზე: არაბული ჰოლოკოსტი

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“  ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა,  ხოლო ალეპომ, სიდიდით  მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო,  თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

დასავლეთი 2011 წლიდან დღემდე დუმს...

ერთ დროს 2-მილიონიანი ქალაქიდან, რომლის დიდ ტერიტორიას  ბოლო წლების განმავლობაში მეამბოხეები, მცირეს კი “ნუსრას ფრონტი” და “დაეში” ("ისლამური სახელმწიფო") აკონტროლებდნენ, ნანგრევებისა და ცხედრების მეტი აღარაფერი დარჩა. ბაშარ ასადის მთავრობა რუსეთთან ერთად გამარჯვებას მალე იზეიმებს. პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდება სირიელ დიქტატორს საკუთარი მოქალაქეების სისხლისღვრის ფასად მოპოვებული გაცამტვერებული ქალაქი, მარტივია - ეს იქნება ასადის რეჟიმისა და მისი სტრატეგიული მოკავშირე მოსკოვის ყველაზე დიდი პროპაგანდისტული იარაღი ვაშინგტონი-ევროპის წინააღმდეგ, კონტექსტით - „ის რაც დასავლეთმა ვერ შეძლო, შეძლო ვლადიმერ პუტინმა.“ ცოტა ხნის წინ ანტიკურ ქალაქ პალმირაში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთისთვის ალეპოს აღება ამ ომში გადამწყვეტია, ზუსტად ამიტომ გაეროსა და დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსი დიპლომატები ჩვეული უტიფრობით ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე ტერორისტები არიან და არა - მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ ფაქტები, რომლებიც  ვიდეო და ფოტო კადრებმა ასახა და რომელსაც ალეპოელები ყვებიან, უტყუარია და საპირისპიროს ამტკიცებს.

დასავლეთი დუმს...

ალეპოსთვის ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ანკლავი ალყაში მოაქციეს. ქალაქში 250 ათასზე მეტი ადამიანი იყო დარჩენილი. ივნისიდან დღემდე ასადის მთავრობა კონტროლს ალეპოზე დღითიდღე აღადგენდა. მეამბოხეთა გასანადგურებლად რუსეთმა არაბი მოკავშირის დასახმარებლად ჩვეულ მეთოდს მიმართა და უკვე რამდენიმე კვირაა, ალეპოზე საჰაერო იერიში არ წყდება. გაერომ მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად რეზოლუცია, როგორც ყოველთვის, დაგვიანებით მიიღო - ალმოდებული ქალაქიდან ხალხის გაყვანა ეტაპობრივად, პერიოდული შეფერხებით მიმდინარეობს. და, როგორც ყველა ომს, ამ ომსაც ჰყავს ანა ფრანკი - 7 წლის ბანა ალაბედი, ალეპოელი გოგონა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ალყაში მოქცეული და დაცემის ზღვარზე მყოფი ქალაქიდან მიმდინარე პროცესების შესახებ „თვითერში“ ინფორმაციას ავრცელებდა. ბანა ალაბედმა მშობლიური ქალაქი რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა, ალბათ, მას ისტორია იმაზე მნიშვნელოვან მისიას დააკისრებს, ვიდრე სოციალური ქსელით მედიისთვის ფაქტების მიწოდებაა. როდესაც მსოფლიო სირიის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებით დაინტერესდება, სასამართლო პროცესზე ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის სტატუსით გამოვა. 

სირიის ომის ტრაგედია ის არის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვადა ბავშვების მასობრივი დაობლება მხოლოდ ალეპოში არ დაწყებულა. ამ კონფლიქტში კეთილი მხარე არ არსებობს. რევოლუციის დაწყებიდან მალევე პროდასავლური ოპოზიცია საზოგადოების ნდობას კარგავს, ძლიერდებიან ექსტრემისტული ძალები, ხოლო დიქტატორი ასადის რეჟიმის ერთადერთ დადებით თვისებას - სეკულარიზმს - ჩალის ფასი აქვს მაშინ, როცა პრეზიდენტის ბრძანებით,  2011 წელს მის დასამხომად გამართულ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებს ჯარი ცეცხლს უხსნის. ეს დასაწყისის დასაწყისია.  მოგვიანებით ბაშარ ასადი მეამბოხეების გასანადგურებლად ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, რაც ასობით ადამიანის სიკვდილს, ნაყოფის პათოლოგიებსა და სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებებს გამოიწვევს. ასადის სტრატეგია დაუნდობელია, მიზანი - ძალაუფლების შენარჩუნება. ის „არაბული გაზაფხულის“ ერთადერთი გადარჩენილი დიქტატორია. ასადი ამბოხის ჩასახშობად მშვიდობიან მოსახლეობას  ე.წ. „კასრის ბომბებით“ ანადგურებს, რასაც მოგვიანებით, 2015 წლის თებერვალში ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყოფს და ყველაფერს დასავლური მედიის პროპაგანდას აბრალებს. ომის დაწყებიდან მალევე ასადი მუამარ კადაფს და პოლპოტს ემსგავსება - იგი ცივილიზებული სამყაროსგან გარიყული დიქტატორის სტატუსს ირგებს. სირია, როგორც სახელმწიფო, განადგურების პირასაა, როცა 2014 წლის დასაწყისში ქვეყანას ახალი ეპიდემია ატყდება თავს - თვითგამოცხადებული სახალიფო, იგივე ერაყისა და ლევანტის (სირიის) ისლამური სახელმწიფო, „დაეში“, რომლის მიზანი ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ ევროპის რუკის შეცვლაა. „ალ ქაიდაზე“ გაცილებით ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია გეოპოლიტიკური წესრიგის შეცვლას ქრისტიანების, შიიტების, იეზიდების და ქურთების გენოციდით იწყებს. მალე მისი საცეცები ევროპასაც მისწვდება... „დაეშის“ ანტიკური სისასტიკით მოგებული ბაშარ ასადი რჩება და მოსკოვს აქვს საბაბი ისლამური სახელმწიფოს აღორძინებაში ჯერ შეერთებული შტატები დაადანაშაულოს, შემდეგ კი სირიაში შეიჭრას და ტარტუსსა და ლატაკიაში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან იერიში დაიწყოს.

დასავლეთი დუმს... დუმს შიიტური ირანიც, რომელიც ექსტრემისტი სუნიტების მსხვერპლად ქცეული შიიტი მუსლიმების დასაცავად ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გარდა არაფერს აკეთებს.

ერთ-ერთი მძიმე დღე, რამაც სირიელი ბავშვების ტრაგედია მსოფლიოს ნათლად დაანახა, იყო ჰულას მასობრივი მკვლელობა 2012 წლის 25 მაისს. ასადის რეჟიმის მხარდამჭერმა რადიკალურმა დაგჯუფება საბიჰამ ქალაქ ჰულაში 108 ადამიანი მოკლა,ძირითადად, ქალები და 49 მცირეწლოვანი. ერთი წლის თავზე ასადის მთავრობამ ადრასა და გუტაში მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 1500 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. შემდეგ იყო შემზარავი კადრები ჰომსიდან - პოლიეთილენის პარკებში გახვეული პატარა ზომის სხეულები. იმ დღეს ექსტრემისტებმა კიდევ ერთი სკოლა ააფეთქეს.

როცა სირიელი მშობლები მზის ჩასვლამდე შვილებს მარხავენ, მეორე დღეს შიმშლით თუ აფეთქების შედეგად, სირიელი და რუსი ჯარისკაცების, თუ „დაეშის“ ხელით სხვა ბავშვები იხოცებიან. მათი სიკვდილი სირიისთვის ყოველდღიურობაა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, სირიაში 100 ათასი გარდაცვლილიდან  7 ათასი ბავშვია (2011 წლიდან დღემდე სირიაში 300 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა), მათ შორის 2 ათასამდე მცირეწლოვნის ასაკი ათ წელს არ აღემატება. ომის შედეგად 10 სირიელიდან 5 სკოლაში ვერ დადის, 2 მილიონზე მეტი შიმშილობს, 10-დან  5-ს სამედიცინო დახმარება და ვაქცინაცია ესაჭიროება, თითქმის 6 მილიონი კი უსახლკაროდაა დარჩენილი.

დასავლეთი წუხს, მაგრამ ეს წუხილი ევროპის საზღვრებს არ სცდება. სწორედ ამ დუმილის გამო, სწორედ იმის გამო, რომ სირიის სამოქალაქო ომი დაწყებისთანავე ვერ შეჩერდა, თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორი სამ კონტინენტს ერთდროულად მისწვდა. სწორედ უმოქმედობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში 30-წლიანი პაუზის შემდეგ რუსი ჯარისკაცები ჰეგემონიური იდეებით დაბრუნდნენ, სადაც ვლადიმერ პუტინს არაბული ვნებების განხორციელებაში ხელს ვეღარავინ შეუშლის.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას გადარჩენა არ უწერია. 

 

 

 

 

Прочитано
4285
Отправить письмо

Блоги того же автора

10 Aпрель 2017 | 18:07 ქეთი თუთბერიძე

სირიის კრიზისი: ამერიკის ევფრატისპირა დილემა

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

Далее

Блог

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

A discussion on cooperation between private sector institutions and small farmers to foster hazelnut production has been organized in Tbilisi with the support of the European Union, the Oxfam International Consortium and the Elkana Association of Biologic

banner
banner
banner
banner
banner