საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგნლები 10 ივნისამდე განიხილავს
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგნლობის კომიტეტი 10 ივნისამდე განიხილავს, - განუცხადაeugeorgia.info -ს „ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ.
„ევროკავშირის საბჭოში სულ ოთხი სხდომაა ჩანიშნული, პროცედურულად, ერთ-ერთ სხდომაზე საქართველოს საკითხი უნდა გავიდეს განსახილველად, სადაც ევროკავშირის 28 წევრი-ქვეყნის ელჩები პოზიციებს შეაჯერებენ. მათი დასკვნა და თანხმობა გადამწყვეტია, რადგან შინაგან და იუსტიციის მინისტრების საბჭოს დღის წესრიგს, ფაქტობრივად, ისინი უდგენენ. მინისტრთა საბჭო მათ მომზადებულ საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის, რაც პრაქტიკულად, ფორმალობაა. საბჭოს თანხმობის შემდეგ კი ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი მიიღებს. მინისტრთა საბჭოს სხდომა კი 10 ივნისსა ჩანიშნული“, - აღნიშნა ივანე ჩხიკვაძემ.
მისი ინფორმაცით, მუდმივმოქმედ წარმომადგენელთა კომიტეტის საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე, რომელზეც, დღის წესრიგით, საქართველოს საკითხი იხილებოდა, ვიზალიბერალიზაციის დაჩქარებისგან ელჩებმა თავი დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების გამო შეიკავეს.
„ევროკავშირში ამ დღეებში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს განიხილავენ, ჯერ ამ საკითხზე პარლამენტს არ უმსჯელია და როგორც არაოფიციალურად გავიგე, ამის გამო საქართველოს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვაზე თავი შეიკავეს“, - აღნიშნა ჩხიკვაძემ.
საქართველოსსაგარეოსაქმეთამინისტრმა,მიხეილჯანელიძემ, რომელიც ბრიუსელში ევრიკავშირის საბჭოს სხდომებზე იმყოფება, განაცხადა, რომ საკითხისგანხილვაარგადადებულადაპროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„ეს იყო მუდმივი წარმომადგენლობის დონეზე პირველი მოსმენა, სადაც იმსჯელეს საქართველოს საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის წინაპირობა, კერძოდ, მუდმივი წარმომადგენლობები ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის, რომლის სხდომა დაგეგმილია ივნისის დასაწყისში. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ მუდმივმა წარმომადგენლებმა მოამზადონ საკუთარი პოზიტიური გადაწყვეტილება საბჭოსთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელსაც ვესწრებოდი, ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება და იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ველოდებით, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციისა და შს მინისტრების საბჭო ივნისში“, - განაცხადა მინისტრმა.