Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Понедельник, 07 Октябрь
22 Март 2019 | 12:37

მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნაც იზრდება და კონკურენციაც

http://eugeorgia.info/uploads/video_news/მსოფლიო ბაზარზე კენკრაზე მოთხოვნაც იზრდება და კონკურენციაც

 

რა უნდა გააკეთონ ქართველმა ფერმერებმა, რომ უცხოეთიოს ბაზარზე შეღწევა შეძლონ


კენკრის მსოფლიო ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი ხილის ბაზარია. როგორც ან სფეროს სპეციალისტები ამბობენ, დასავლეთ ევროპაში კენკრის მოხმარება მომდევნო წლებში სწრაფად გაიზრდება და გაიმეორებს აშშ-ს მაგალითს, სადაც კენკრის გაყიდვები წლიურად 5,6 მილიარდ დოლარს აღწევს. დასავლეთ ევროპაში კენკრის მოხმარება წლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება. იმ დროს, როცა მთლიანად ხილის ბაზრის წლიური ზრდა 1-2%-ს არ აღემატება.

გასულ წელს კენკრის წარმოებამ დიდ მასშტაბებს მიაღწია, გადააჭარბა მოთხოვნას და გამოიწვია ის, რომ ფასებიც რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. თუმცა, გაიაფების პირობებში მოთხოვნამ სწრაფადვე მოიმატა(ეკონომიკური კანონზომიერების შესაბამისად). ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2018 წელს მომხდარი ფასების ვარდნა 2019 წლისთვის ბევრი სახეობის კენკრის წარმოების შემცირებას გამოიწვევს და მოხმარების ზრდის პარალელურად ფასები კვლავ მოიმატებს. ნავარაუდევია, რომ მსოფლიო მასშტაბით კვლავ გაიზრდება მოცვის წარმოება, ხოლო მოწეული მარწყვის ოდენობა შესაძლოა შემცირდეს, რადგან მოცვის მოხმარება მარწყვთან შედარებით 3-4-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება. მაგალითად, მოცვის წარმოება 2000 წლის შემდეგ 2,5-ჯერ არის გაზრდილი. ხოლო ექსპორტი 5,6-ჯერ. მოცვი მოსახერხებელია მისართმევად და გემრიელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპელი მომხმარებლისთვის. თუმცა, ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ წარმოების მასშტაბური ზრდის გამო მოცვის ფასმა 4-5 წლის შემდეგ შესაძლოა, კლება დაიწყოს.


FAO-ს ეკონომისტი ანდრეი იარმაკი ამბობს, რომ მოცვის გარდა ასევე მზარდია ჟოლოს და მაყვლის სეგმენტიც. ჟოლო ზრდის ტემპით უსწრებს მაყვალს. ახალი ჟოლოს გაყიდვებმა ევროპაში ბოლო ხუთ წელიწადში 30%-ით მოიმატა. აშშ-ში იზრდება მაყვლის რეალიზაცია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კენკრაზე მოთხოვნა და იმპორტი უახლოეს მომავალში ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთში მოიმატებს. მაგალითად, ჩინეთში მოცვს და მარწყვს ხშირად ისევე ჩუქნიან ერთმანეთს, როგორც ჩვენთან შოკოლადს. ასევე, დიდი რაოდენობით იყენებენ კენკრას ჯემის და ტკბილეულის წარმოებაში.

ბოლო წლების განმავლობაში მარწყვი ბაზარზე წილს კარგავს კენკრის სხვა სახეობების ზრდის გამო, მაგრამ ჯერჯერობით პირველ პოზიციას კვლავაც ინარჩუნებს. 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, კენკრის მსოფლიო ბაზარი 13 მილიონ ტონას შეადგენს. აქედან 9 მილიონი ტონა მარწყვია. შარშან მსოფლიო ბაზარზე შავი მოცხარის ფასიც დაეცა, წითელმა მოცხარმა ღირებულება უფრო მეტად შეინარჩუნა, თუმცა, ფერმერები გაყიდვებით მაინც უკმაყოფილოები არიან.

ლოჯისტიკის განვითარება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სპეციალისტების პროგნოზირებენ, რომ კენკრის მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 2020 წლისთვის 2,1 მილიონ ტონას მიაღწევს. მხოლოდ ურუგვაი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, აპირებს, რომ ექსპორტი წელს 65%-ით გაზარდოს.

ქვეყნების პოზიციები კენკრის მსოფლიო ბაზარზე


მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ანალიზი გვაჩვენებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნაკლებად მოსალოდნელია კენკრის წარმოებამ მოთხოვნის დონეს გადააჭარბოს. თუმცა, როგორც FAO-ს ექსპერტები ამბობენ, კენკრის მსოფლიო ბაზრის ტენდენციები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ 3 წელზე გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება, შეუძლებელია. ისიც ფაქტია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება მოსავლის ზრდის საშუალებას იძლევა და ბაზარზეც კონკურენცია თანდათან მატულობს.


მოცვი

მოცვის ბაზარი კენკრის სხვა სახეობებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში. მოცვის მოხმარება მსოფლიოში 2016 წელს 2015-თან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო წარმოებამ 40%-იანი ზრდა აჩვენა და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება. მოცვის მთლიანი წარმოების ⅔ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის(დაახლოებით 650 000 ტონა). ჩილე მსოფლიოში მოცვის უმსხვილესი მწარმოებელია. მეორე პოზიციას პერუ იკავებს, შემდეგ მოდიან არგენტინა და სამხრეთ აფრიკა.

2017 წელს პერუდან მოცვის ექსპორტი თითქმის 60%-ით გაიზარდა. ამ ქვეყანაში წარმოებული მოცვის ძირითადი მომხმარებელი აშშ-ია. ექსპორტის 11% დიდ ბრიტანეთზე, 10%- კი ჩინეთზე მოდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  2021 წლისთვის პირველ ადგილზე პერუ გადაინაცვლებს და აზიისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პერუში მოცვის წარმოება მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ და კონკურენტებს კარგი სერვისით უგებენ. მოცვის წარმოებას ზრდიან მექსიკა და კოლუმბიაც. მოცვის პლანტაციების გაშენება აქტიურად მიმდინარეობს ევროპაშიც.

აშშ-ში მოცვი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად იქცა. შედეგად, მოცვზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. შესაბამისად,  სავაჭრო ქსელში მოცვის ფასი მაღალია. ქვეყანას ძირითადად სამხრეთ ამერიკა ამარაგებს.

ესპანეთში, რომელიც ცოცხალი მოცვის უმსხვილესი მწარმოებელია ევროპაში,  მოსავალის აღების სეზონი ადრე იწყება და პიკს მარტ-აპრილში აღწევს. წარმოების დიდი მასშტაბის მიუხედავად მოცვის ფასი საკმაოდ მაღალია. არასეზონზე ესპანეთში მოცვი პერუდან და ჩილედან შეაქვთ. შარშან მოცვის სიჭარბის გამო ესპანეთში ფასები დაეცა, ამიტომ ფერმერების ნაწილი მარწყვის მოყვანაზე გადაერთო. ამის მიუხედავად ესპანეთში მოცვის ფართობები მაინც იზრდება. ასევე დიდი ინვესტიციები იდება პროდუქციის შესაფუთი ხაზებისა და ოპტიკური დახარისხების სისტემების დამონტაჟებაში.

მოცვის პლანტაციებს პოლონეთშიც აქტიურად აშენებენ.  მწარმოებლების მთავრი პრობლემას მოსავლის მოკრეფის პერიოდში სამუშაო ძალის დეფიციტი წარმოედგენს. მოცვი 2-ჯერ მეტ მუსახელს მოითხოვს ვაშლის მოკრეფასთან შედარებით. ამიტომ მწარმოებლები ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე უფრო მეტად მუსაობენ, ვიდრე ფართობების გაზრდაზე. შარშან მწარმოებლები ბრიტანეთის ბაზარზე ფასების მერყეობამ დააზარალა.

გერმანიაში მოცვი ჩილედან, პერუდან და ურუგვაიდან შედის. კილოგრამი მოცვი გერმანიაში 2,5-3,5 ევრო ღირს. გაყინული სახით შედის კანადიდან, სულ უფრი იზრდება გაყიდვები 250 გრამიან პლასტიკატის ყუთებში. გერმანიაში კილოგრამი მოცვის ფასი საშუალოდ 6-7 ევროა. დეკემბერში ის 8 ევრომდე იზრდება. ჩილე, პერუ და მაროკო გერმანიისთვის მთავარი მიმწოდებლები არიან.  გერმანიაში გაყიდვებს ზრდის მექსიკაც. ამის მიუხედავად გერმანიაში კენკრაზე, მათ შორის მოცვზეც, მოთხოვნა დიდია, განსაკუთრებით 125 გრამიან ყუთებში დაფასოვებულ კენკრაზე.

სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საფრანგეთში მოცვზე ნაკლები მოთხოვნაა. თუმცა, ტრეიდერები ამბობენ, რომ სიტუაცია იცვლება და მოცვის პოპულარობა მცირე ტემპით, მაგრამ მაინც მატულობს.

ჰოლანდიისთვის ძირითადი მიმწოდებელი ჩილეა. კილოგრამი მოცვის ფასი ჰოლანდიის ბაზარზე 10,5-დან 11 ევროს ფარგლებში მერყეობს. მოთხოვნა აქაც 125 გრამიან შეფუთვაზეა.

უკრაინა ბოლო წლებში მოცვის წარმოებაში დიდ ინვესტიციებს დებს. ფართობების ზრდის გარდა, აუმჯობესებს ხარისხსაც. აქტიურად ინერგება მოსავლის მოყინვისგან დაცვის სისტემები, მიმდინარეობს ახალი ჯიშების კვლევა. მოცვზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება ადგილობრივ ბაზარზეც. ექსპორტი უმეტესად ორიენტირებულია ევროპის ბაზარზე, სადაც მთავარი იმპორტიორი დიდი ბრიტანეთია.

მაღალია მოცვზე მოთხოვნა ისრაელშიც. ბოლო სამი წელია ფასი მაღალია. ერთი კოლოგრამი მოცვი 20 დოლარს აღწევს. კლიმატი ისრაელში არაა ხელსაყრელი მოცვის მოსაყვანად, ამიტომ მისი წარმოება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მარალი ფასის მიუხედავად ნაკლებად მომგებიანია. ისინი ცდილობენ ადგილობრივი კლიმატის შესაბამისი ჯიშების გამოყვანას, რამაც შედეგი რამდენიმე წლის შემდეგ უნდა მოიტანოს.

ჩინეთში მოცვის პოპულარობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ჩინეთი თვადაც დიდი რაოდენობით აწარმოებს მოცვს, მაგრამ ის მთელი წლის მანძილზე  მაინც არაა საკმარისი. ხილის ონლაინ გაყიდვები პირველ ადგილზეა და მოცულობით ყველა სხვა პროდუქტს უსწრებს. ფასები განსაკუთრებით ჩინური ახალი წლის პერიოდში მატულობს. ფასის ზრდის პარალელურად იზრდება იმპორტიც. იანვარ-მარტში ჩინეთში მოცვი შეაქვთ პერუდან, ჩილედან და მექსიკიდან. ჩინეთში იმპორტი დაიწყო არგენტინამაც. ივნისიდან იმპორტს იწყებს კოლუმბიაც.

მარწყვი

მსოფლიოში წარმოებული მარწყვის 86% აშშ-ზე მოდის. 2017 წლის მონაცემებით აშშ სიდიდით მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში ესპანეთის შემდეგ. ესპანეთზე მოდის მსოფლიოში ექსპორტის ⅓. მესამე ადგილი ექსპორტის მიხედვით მექსიკას უკავია. ევროპას მარწყვით დეფიციტის პერიოში ძირითადად მაროკო, ეგვიპზე და თურქეთი ამარაგებენ.

ჟოლო

ჟოლოს მსოფლიო წარმოების 20% რუსეთზე მოდის(2016 წლის მონაცემებით). მეორე ადგილს აშშ(17%) იკავებს, შემდეგ მოდიან- პოლონეთი(16%), მექსიკა(14%), სერბეთი(8%) და უკრაინა(4%). ზამთრის პერიოდში, არა სეზონზე, ევროპულ ბაზარს ცოცხალი ჟოლოთი მაროკო ამარაგებს, მოსავლიანობის პერიოდში კი - პოლონეთი, სერბეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები. ევროპის ქვეყნებისთვის მსხვილი მიმწოდებლები ასევე მექსიკა და სამხრეთ აფრიკა არიან.

 

მაყვლის ევროპული ბაზარი ამერიკულთან შედარებით, მცირეა. ზამთრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებს, ამ კენკრით ლათინური ამერიკა, უმეტესად მექსიკა ამარაგებს.

 

რა უნდა გააკეთონ ქართველმა ფერმერებმა, რომ კენკრის ბაზარზე, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია, შეღწევა შეძლონ? ამ კითხვას FAO-ს ექსპერტი ანდრეი იარმაკი პასუხობს:

„საქმე ისაა, რომ დღეს მსოფლიოში ვაშლისა და კენკრის დეფიციტი არ არის.  ხილი საკმარისი რაოდენობით იწარმოება. ამიტომ ქართველ მწარმოებლებს თუ უნდათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, სხვაზე უკეთესი პროდუქტი უნდა აწარმოონ. ეს მათ თავიდანვე, ინვესტირების დაწყებისთანავე უნდა გაითვალისწინონ. ევროპაში, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კენკრამ შეიძლება იპოვოს ადგილი. დეფიციტი არც მომავალში არაა მოსალოდნელი, რადგან კენკრის წარმოება უფრო სწარაფად იზრდება ვიდრე მოსახლეობის რაოდენობა. თუმცა, მსოფლიოში ძალიან ბევრია დაბალი ხარისხის პროდუქცია. ეს იმის სტიმული უნდა გახდეს, რომ ფერმერებმა ხარისხიანი კენკრა თუ სხვა ხილი აწარმოონ, რადგან ხარისხიანი ხილი შეიძლება კარგ ფასად გაიყიდოს.

კენკრამ წარმოების ტემპით უკვე გადაუსწრო ვაშლს. დღეს ასეთი ტენდენციაა მსოფლიოში. კენკრის წარმოება უკვე გახდა მასშტაბური ბიზნესი, რამაც ფასების ვარდნა გამოიწვია. მაგალითად,  კილოგრამი საბითუმო ჟოლო 1,5-1,7 ევრო უკვე აღარ ღირს. მაგალითად, უკრაინაში წელს საბითუმოდ კოლოგრამი ჟოლო 25 ცენტი ღირდა, რაც დაახლოებით 60 თეთრი გამოდის, როცა წინა წლებში 2 დოლარი იყო. ბევრი მსოფლიო ლიდერი ქვეყანა, რომლებიც ძირითადი მწარმოებლები არიან, მძიმე პერიოდს გადიან. ამიტომ საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები, ახალი მიდგომები. საჭიროა გაყინული კენკრის გატანა იმ ქვეყნებში, სადაც არ მოდის ეს ხილი და ასევე იმ სახეობის კენკრის ექსპორტი, რომლის მოხმარება იზრდება.

გაივლის რამდენიმე წელი და მჯერა, რომ მთავარი კენკრა მოცვი გახდება. საკვებ ინდუსტრიაში ამ კატეგორიის ხილზე მოთხოვნა ყველგან იზრდება და კვლავაც მოიმატებს. მოცვის პერსპექტივას ისიც განაპირობებს, რომ მისი გადაზიდვა ზღვითაც შეიძლება. იზრდება ინტერესი წითელი მოცხარის მიმართ. ამიტომ საჭიროა ბიზნესის ზუსტი და სწორი დაგეგმვა. რადგან კენკრის სავაჭრო ბალანსი საქართველოსთვის მკვეთრად უარყოფითია, ეს იმპორტის ჩანაცვლების პერსპექტივას აჩენს. შიდა ბაზარზე ადგილობრივ პროდუქტს იმპორტი კონკურენციას ვერ გაუწევს. ადგილობრივ ბაზარზე მოსავლის გაყიდვა რა თქმა უნდა უფრო იოლია, ვიდრე უცხოეთში ფეხის მოკიდება. საქართველოში გაიზარდა გაყინული პროდუქტის იმპორტიც. ეს იმას მიუთითებს, რომ საქართველოს მომხმარებელი უფრო ჯანსაღ პროდუქტზე ორიენტირებული ხდება. თუმცა, შიდა ბაზარი საკმაოდ პატარაა, ამიტომ ვისაც დიდ მოცულობაზე აქვს გათვლა, ორიენტირება ექსპორტზე უნდა გააკეთონ. ამისთვის კი მათ კენკრის გაყინვაზე უნდა იფიქრონ.

ევროპასა და აშშ-ში, რომლებიც ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან, ხილის წვენების მოხმარება შემცირდა. მომხმარებელი აღარ თვლის ხილის წვენებს ჯანმრთელ პროდუქტად. სამაგიეროდ იზრდება მოთხოვნა გაყინულ კენკრაზე. მომხმარებლის დამოკიდებულება პროდუქტის მიმართ იცვლება. საბაზისო მოთხოვნების გარდა, როგორიცაა ხილის გემო, კვებითი ღირებულება, მომხმარებელი ითხოვს კარგ და მოხერხებულ შეფუთვას, უსაფრთხოებას და სხვა. საქართველოს მწარმოებლებმა თუ მათ უცხოეთის ბაზარზე უნდათ გასვლა, ეს გარემოებაც უნდა გაითვალისწინონ. წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია ცოცხალი კენკრის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ასევე გემური თვისებების შენარჩუნებაზე.

მათ არა სეზონზე უნდა მიაწოდონ ბაზარს კენკრა, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ჯერ ის ჯერ არ არის შემოსული ან უკვე მოკრეფილია. მაგალითად, საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვისთვის საექსპორტოდ ხელსაყრელი დრო ივნისის ბოლო სამი კვირაა, როცა მიწოდება ევროპაში მინიმუმამდე ეცემა. ავტოტრანსპორტით მოცვის დაუზიანებლად გადაზიდვა 3 ათას კილომეტრზეც არის  შესაძლებელი. ტრანსპორტირების მიმართ მოცვის გამძლეობა მის სარეალიზაციო ფასს ზრდის.

გაყინული ხილის ექსპორტს კარგი პერსპექტივა აქვს, თუმცა, ეს დიდ ინვესტიციებს მოითხოვს. სამაცივრე მეურნეობაში კენკრის გაყინვის გარეშე საქართველოსთვის მასშტაბური წარმოებისა და ექსპორტის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ვისაც უნდა ექსპორტის  სერიოზულ მასშტაბებს მიაღწიოს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ გაყინვის გარეშე ამას ვერ მოახერხებს. ერთი გზა, მწარმოებლებიც გაერთაინებააა, კოოპერირება. მათ სჭირდებათ მოცულობის გაზრდა, რომ შექმნან კოოპერატიული, ერთობლივი საწარმო პროდუქციის გასაყინად და ასევე, კენკრის გადასამუშავებლად. ხელსაყრელ ფასად პროდუქტის რეალიზაციისთვის მწარმოებლებმა კენკრის ჯიშები და ტექნოლოგია სწორად უნდა შეარჩიონ, ამავე დროს, ლოჯისტიკა სწორად და კარგად უნდა დაალაგონ, საჰაერო გზით გადაზიდონ თუ საზღვაო მარშრუტით და რა თქმა უნდა, მათ სწორად უნდა აირჩიონ  მიზნობრივი მომმარებელი”,- ამბობს ანდრეი იარმაკი.

საგულისხმო ტენდენცია- მსოფლიო კენკრის სათბურებში მოყვანაზე გადადის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს სოფლის მეურნეობის მომავალია, რასაც შეუძლია უზრუნველყოს პროდუქციის ხარისხი და მოსავალი უფრო დიდი პერიოდის განმავლობაში. სათბურში ფრინველების, ასევე სხვადასხვა დაავადებებისგან მოსავალი დაცულია. გარდა ამისა, არასეზონზე  მოსავლის მაღალ ფასად რეალიზაციის საშუალებას იძლევა. დაბალი რისკები თავის მხრივ, ფერმერის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას ზრდის. სათბურში მაღალია კენკრის მოსავლიანობა, განსაკუთრებით ლედ-განათების გამოყენების შემთხვევაში.

ავტორი: ნონა ქვლივიძე 

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 






.



Отправить письмо
Прочитано
7703

Новости

2021 წლისთვის კენკრის ფართობები საქართველოში 1000 ჰექტარს მიაღწევს

2021 წლისთვის კენკრის ფართობები საქართველოში 1000 ჰექტარს მიაღწევს

საქართველოს კენკრაში(მოცვის გარდა), ისევე როგორც სოფლის მეურნეობის ბევრი მიმართულებით მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. იმპორტი თითქმის 5-ჯერ აღემატება ექსპორტს. კიდევ უფრო მკვეთრად უარყოფითია სავაჭრო ბალანსი გაყინული კენკრის შემთხვევაში.

18 Март 2019 | 13:10 Далее
კოოპერატივი “დკ ქოლგა” შემოდგომაზე სალათის ფურცლის და ბროკოლის მოყვანას აპირებს

კოოპერატივი “დკ ქოლგა” შემოდგომაზე სალათის ფურცლის და ბროკოლის მოყვანას აპირებს

“დკ ქოლგა” სამეგრელოში არსებული კიდევ ერთი კოოპერატივია, რომელიც ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობდა. კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა სასათბურე მეურნეობა, კერძოდ კი მარწყვის წარმოებაა. კოოპერატივის წევრები სასათბურე მეურნეობით იქამდეც იყვნენ დაკავებული. სათბურებში მოჰყავდათ სხვადასხვა ბოსტნეული, ყვავილები და მწვანილები. მოგვიანებით კოოპერატივის წევრებმა შეისწავლეს მარწყვის სათბურში მოყვანის ტექნოლოგიები და გადაწყდა მისი მთლიან სათბურში მოყვანა. ამის შემდეგ კოოპერატივი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამაში ჩაერთო

27 Июнь 2018 | 14:27 Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner