ფერმერებს ყველაზე მეტად ფინანსებისა და მიწის რესურების ნაკლებობა აწუხებთ
შეღავათიანი სახელმწიფო აგრეკრედიტის პროგრამების მიუხედავად, ფერმერების 53%-ისთვის ყველაზე დიდ პრობლემად ფინანსური რესურსების ნაკლებობა რჩება, - აღნიშნულია „მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევაში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ ჩაატარა.
გამოკითხვაში მონაწილეობდა საქართველოს 5 რეგიონიდან (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამ ცხე ჯავახეთი და გურია) 500 პირველადი მწარმოებელიდა მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმო.
კითხვაზე „რა გამოწვევები ან პრობლემები აქვთ წარმოებისას?“ ფინანსების შემდეგ პრობლემებში ფერმერებმა დაასახელეს არასაკმარისი დამხმარე ინფრასტრუქტურა (მიწა,წყლის რესურსი)- გამოკითხულთა 35,4%-მა.
დანარჩენი პოზიციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: არასაკმარისი გაყიდვები (18,6%), გასაღების ბაზრებზე რთული მიღწევადობა (12,8%), საქონლის გასაღებისთვის აუცილებელი ინფორმაციის ნაკლებობა (8,8%), ტექნიკა და აღჭურვილობა (8,4%), წარმოებისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილების უქონლობა(5%), პრობლემა არ აქვს (4,4%).
რესპონდენტმა სხვა გამოწვევებიც დაასახელეს, რომლის წინაშეც დგანან, მათ შორის, მაღალი ფასები, შხამ-ქიმიკატების და პეს ტიციდების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ცვალებადი ფასები, ბუნებრივი და კლიმატური პირობები, სამაცივრე მეურნეობის და სათავსოების უქონლობა, დაავადებები, მუშახელის კვალიფიკაცია, აგროდაზღვევის უქონლობა, საკვებსადა ლაბორატორიებზე ხელმისაწვდომობა, ფალსიფიცირებული პროდუქტები, არასტაბილურობა, იმპორტთან კონკურენცია,საძოვრებზე ხელმისაწვდომობა, აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ინტერესი, უხარისხო მედიკამენტები, სათესლე მასალის ნაკლებობა, უშუქობა და ზედმეტი რეგულაციები.
რესპონდენტებმა გაამახვილეს ყურადღებავეტერინარზე ხელმისაწვდომობაზეც: ამ მომსახურებით რესპონდენტების მხოლოდ 66,5% სარგებლობს, რასაც, კვლევის ავტორების აზრით, ორი მიზეზი აქვს: მომსახურება ფასიანია და ყველა სოფელშივეტერინარი არ არის,ეს კი გარკვეული რისკის მატარე ბელია.
კვლევა სასაკლაოებსაც შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ საქონლის სასაკლაოზე დაკვლა სავალდებულოა, რესპოდენტთა საკმაოდდიდი ნაწილი არ სარგებლობს ამმომსახურებით: 45 გამოკითხულიდან სასაკლაოზე საქონელი 26-ს მიჰყაცს, საქმის მცოდნის დახმარებით 12 კლავს, ხოლო თავად ახორციელებს - 7. ერთ-ერთ მიზეზად კი სასაკლაოს მომსახურების მაღალი ფასი დაასახელეს.