KTW რთველისთვის ახალ თანამედროვე საკონიაკე სპორტის ქარხანას ხსნის
კომპანია „კახეთის ტრადიციული მეურნეობა“ (KTW) წელს 28 ათასი ტონა ყურძნის მიღებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ eugeorgia.info -ს განუცხადა, წელს ყურძნის შედარებით დიდი მოსავალი იქნება, ამიტომ KTW გასულ წელთან შედარებით, 5-7 ათასი ტონით მეტ ნედლეულს ჩაიბარებს, რთველისთვის საკუთარი ორი ქარხანა უკვე მოამზადა, იმავდროულად, კომპანიამ დამატებითი სიმძლავრეები მოიძია.
„ჩვენს ქარხებში, მათ შორის, ყვარელსა და ქედაში, 7-8- ათას ტონა ყურძენს გადავამუშავებთ, ამავე დროს ვიქირავეთ ორ-ორი ქარხანა გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებში. წელს ვგეგმავთ, საკონიაკე სპირტისთვის 23-25 ათასი ტონა რქაწითელი, ხოლო ღვინისთვის - 2-3 ათასი ტონა ყურძენი მივიღოთ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
კომპაანიაში აცხადებენ, რომ, როგორც შარშან, 1 კგ რქაწითელის ფასი 80 თეთრი, ხოლო საფერავის - 1 ლარი იქნება. იმავდროულად, KTW აჭარაში საკუთარ ქარხანაში, ტრადიციულად, ჩხავერის, ცოლიკაურისა და სხვა გურულ და აჭარული ჯიშის ყურძენსაც მიიღებს.
„1 კილოგრამი ჩხავერის ფასი, როგორც შარშან, 2,5- 3ლარი ეღირება. ყველაფერს ჩავიბარებთ, არცერთი კილოგრამი გასაყიდი არ დარჩება“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
„კახეთის ტრადიციული მეურნეობა“ რთველისთვის თვის ბოლოს სოფელ ველისციხეში ახალი საკონიაკე ქარხნის გახსნააც გეგმავს.
„მშენებლობა წელს მარტში დავიწყეთ და პრაქტიკულად დასრულებულია. ეს იქნება საქართველოში ყველაზე თანამედროვე, უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომელიც უმაღლესი ხარისხის სპირტის გამოხდას შეძლებს, საწარმოო ხაზი უკვე დავამონტაჟეთ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი თქმით, ქარხნის წარმადობა საკმაოდ მაღალია: დღე-ღამეში 120 ტონა ყურძნის გადამუშავებას შეძლებს. ინვესტიციის მოცულობა ბიზნესმენმა, ჯერჯერობით, არ დაასახელა.
„პროექტი საბანკო სესხით დაფინანსდა, თუმცა, პირველი ორი წლის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას სახელმწიფოს, კონკრეტულად სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, განახორციელდება. პროექტის ღირებულებას ქარხნის გახსნისას, პრეზენტაციაზე გავაცხადებთ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
ბელა ნოზაძე