ექსპორტის მოცულობა ბოლო ხუთი წლის მინიმუმამდე დაეცა
2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა და 2 მილიარდ 136 მილიონი დოლარი შეადგინა.
აქედან, ექსპორტის მოცულობამ 13%-ით მოიკლო, 443 მილიონდოლარამდე, იმპორტმა კი - 6%-ით, 1 მილიარდ 693 მილიონ დოლარამდე, სავაჭრო ბალანსი, რომელიც უარყოფითია, გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდა და საერთო ბრუნვის 59% შეადგინა (2015 წლის პირველ კვარტალში 56% იყო).
აღსანიშნავია, რომ იანვარში, თებერვალსა და მარტში ექსპორტის კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტენდენციურ ხასიათს ატარებს. ექსპორტის ასეთი მცირე მაჩვენებელი პირველ კვარტალში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2011 წლიდან) არ დაფიქსირებულა.
ბელა ნოზაძე