"დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტომ" სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობა
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობა
მცირე საწარმოებისთვის 1%-მდე შემცირებული ბრუნვის გადასახადის საშუალებით ბიზნესს დარჩება დაახლოებით 40 მლნ. ლარი
შპს „ჰერბია” სასათბურე მეურნეობის გასაფართოვებლად ევროკავშირისა და EBRD- საკრედიტო ხაზით მიღებულ დაფინანსებას გამოიყენებს. კომპანიას საკრედიტო ხაზის ფარგლებში „საქართველოს ბანკისგან” 500 ათასი ევროს სესხი დაუმტკიცდა. სასესხო თანხის 15%-ს კომპანია გრანტის სახით მიიღებს, როგორც ევროსესხის პირობებითაა გათვალისწინებული. კომპანიამ თანხის ნაწილი სასათბურე მეურნეობის გასაფართოებლად და შესაფუთი საწარმოს გადასაიარაღებლად უკვე აითვისა. „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე ამბობს, რომ თანხას ევროპაში საექსპორტო ბაზრების გასაფართოებლად და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ნიშის გასაზრდელად გამოიყენებს.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(GIZ) მხარდაჭერით, ქართულ მხარეს ვენახების კადასტრის შედგენაში საერთაშორისო ექსპერტი დაეხმარება.
კომპანია „ბი-პი-სი”(BPC), რომელიც ასკილისა და ალუბლის ეკოლოგიურად სუფთა წვენებს აწარმოებს, ინგლისურ კომპანია „Itacwa Group” - თან მოლაპარაკებებს გაზაფხულზე დაასრულებს. ქართულ ნატურალურ წვენებს ინგლისში სწორედ „Itacwa Group’- ი შეიტანს. „ბი-პი-სის” მოლაპარაკებები აქვს ჰოლანდიურ კომპანიასთანაც, რომელსაც ნატურალური წვენების ნიმუშებს უახლოეს მომავალში მიაწვდის.
კომპანია „გემუანი“ 2011 წელს დაარსდა და დასავლურ ბაზარზე ექსპორტი შარშან დაიწყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისა და იმპორტირებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიზნით, ცვლილებები შევიდა მთავრობის ორ დადგენილებაში.
“ქარელის ჩირი” ევროპის ბაზარზე გავიდა. პროდუქცია კომპანიამ გერმანიასა და ჰოლანდიაში შეიტანა. თუმცა, ექსპორტი სატესტო რეჟიმშია და გრძელვადიანი კონტრაქტები ჯერ გაფორმებული არ არის.
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 27,9 მილიონ ევროს მიიღებს.