
„ჰერბია” სასათბურე მეურნეობას ევროკრედიტით აფართოებს
შპს „ჰერბია” სასათბურე მეურნეობის გასაფართოვებლად ევროკავშირისა და EBRD- საკრედიტო ხაზით მიღებულ დაფინანსებას გამოიყენებს. კომპანიას საკრედიტო ხაზის ფარგლებში „საქართველოს ბანკისგან” 500 ათასი ევროს სესხი დაუმტკიცდა. სასესხო თანხის 15%-ს კომპანია გრანტის სახით მიიღებს, როგორც ევროსესხის პირობებითაა გათვალისწინებული. კომპანიამ თანხის ნაწილი სასათბურე მეურნეობის გასაფართოებლად და შესაფუთი საწარმოს გადასაიარაღებლად უკვე აითვისა. „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე ამბობს, რომ თანხას ევროპაში საექსპორტო ბაზრების გასაფართოებლად და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ნიშის გასაზრდელად გამოიყენებს.