![„კენკრის ფასი ყოველთვის დაბალი იქნება თუ მას ექსპორტზე არ გავიტანთ"](http://eugeorgia.info/uploads/news/5d6163196edce.jpg)
Экология:
![„კენკრის ფასი ყოველთვის დაბალი იქნება თუ მას ექსპორტზე არ გავიტანთ"](http://eugeorgia.info/uploads/news/5d6163196edce.jpg)
![2018 წელს ლაბორატორიაში ანტიბიოტიკზე თაფლის მხოლოდ 7 ნიმუში შემოწმდა](http://eugeorgia.info/uploads/news/5cd2a42314344.jpg)
![როგორ შეუძლია ბიზნესს ისარგებლოს EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით](http://eugeorgia.info/uploads/news/5a8d872ad177c.jpg)
![„დავიწყებთ მოლაპარაკებებს იმ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ დაინტერესებული საქართველოში წარმოების გადმოტანით“](http://eugeorgia.info/uploads/news/5a7aea4088475.jpg)
![ინტერვიუ ევროკავშირის ეკონომიკის დოქტორ, ნათია კუტივაძესთან ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ კანონი 2005 წელს ძალადაკარგულად გამოცხადდა, ამავე წელს საქართველოს პარლამენტს დაევალა “კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში „ფოსტის შესახებ“ კანონის მიღება. მოგვიანებით ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და კანონის მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, დარღვეულია ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გემით გათვალისწინებული ვადები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლის ბოლოსათვის მოამზადებდა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტს. რა მდგომარეობაა ამჟამად საფოსტო ბაზარზე ქვეყანაში და როგორ ვითარდებოდა პროცესები, ამ თემებზე eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ევროკავშირის ეკონომიკის დოქტორი, ნათია კუტივაძე საუბრობს. როგორ ვითარდება საქართველოს საფოსტო ბაზარი, როგორ შეაფასებდით ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს? საქართველოში საფოსტო ბაზრის რეგულირების გადაწყვეტილებები ხასიათდება ერთი მხრივ - არათანმიმდევრულობით, და მეორე მხრივ - კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღების სერიოზული დეფიციტით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირს მალევე – 1993 წელს მიუერთდა, რის შედეგადაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო ქვეყნის მოქალაქეები ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურებით’’. საფოსტო მომსახურების სფეროს რეგულირების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 1999 წელს მიიღო კანონი ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ". საქართველოში საფოსტო მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია 2003 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა. შედეგად, 2005 წელს ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ კანონი. კანონმდებელმა ასევე გაითვალისწინა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონის მიღება, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საფოსტო მომსახურების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისობა ლიბერალიზებული საფოსტო მომსახურების ბაზრის შესაბამის რეგულაციებთან. კერძოდ, საქართველოს პარლამენტს დაევალა “კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება. მოგვიანებით ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია და აღნიშნული კანონის მიღება დღემდე (2017 წლამდე) ვერ მოხერხდა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’, რომლის თანახმად საფოსტო კავშირით მომსახურება ლიცენზირებას აღარ ექვემდებარებოდა. შედეგად, საფოსტო მომსახურების ბაზარზე საქმიანობის დაწყების მსურველ მეწარმეს აღარ სჭირდებოდა ლიცენზიის აღება სექტორის მარეგულირებელი კომისიისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში განვითარებულმა ლიბერალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბაზრის ამ სეგმენტში კონკურენციის განვითარებას. ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველომ საფოსტო მომსახურების სფეროს რეგულაციების შემდგომი გაუმჯობესების ვალდებულებაც აიღო. კერძოდ, შეთანხმების XV-C დანართის თანახმად, საქართველო ვალდებულია, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში შეასრულოს 97/67/EC დირექტივის დებულებები. ეს დირექტივა საფოსტო მომსახურების სფეროს წარმატებული რეფორმირების გზად მიიჩნევს ამ ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობასა და უნივერსალური საფოსტო მომსახურების მიწოდების ვალდებულების მქონე საფოსტო ოპერატორისთვის ,,საფოსტო სარეზერვო მომსახურების’’ არეალის (ე.წ. ,,მონოპოლიური საქმიანობის’’ ბაზრის) გაუქმებას. აღნიშნული ვალდებულებების საპირისპიროდ, 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა გზით ახდენდა ეკონომიკის ამ სეგმენტზე თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვას და აწესებდა ლეგალურ ბარიერებს. რას ნიშნავს უნივერსალური საფოსტო მომსახურება და რატომ უნდა უზრუნველჰყოს სახელმწიფომ ამ ტიპის მომსახურების რეგულირება? ქვეყნის მოქალაქეების ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურებით’’ უზრუნველყოფის ვალდებულება გამომდინარეობს მსოფლიო საფოსტო კავშირში საქართველოს გაწევრიანებით და ნიშნავს მოქალაქეების სპეციფიკურ/საბაზისო საფოსტო მომსახურებაზე შეღავათიანი ფასებით წვდომის შესაძლებლობას. ამასთანავე, საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურების’’ მარეგლამენტირებელ ნორმებს, რომელიც ამ ტიპის მომსახურებას განსაზღვრავს, როგორც ,,ქვეყნის მოსახლეობის სპეციფიკური ხარისხის საფოსტო მომსახურებით უზრუნველყოფას ხელმისაწვდომი ფასებით’’ (99-ე მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი). ქვეყნის მიერ აღებული აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულებების და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით უნდა განისაზღვროს უნივერსალური საფოსტო მომსახურების ის სახეობები, რომელთა შეღავათიანი ფასებით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას. საერთაშორისო პრაქტიკა არ ითვალისწინებს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სახეობებში ,,კურიერული და ექსპრეს’’ საფოსტო მომსახურების სახეობების ჩართვას. ,,კურიერული და ექსპრესს საფოსტო მომსახურების’’ სახეობები მოსახლეობას მიეწოდება კომერციული (და არა შეღავათიანი) ფასებით და განიხილება, როგორც ,,დამატებული ღირებულების საფოსტო მომსახურების სახეობები’’. ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურების’’ სახეობების შეღავათიანი ფასით მომხმარებლისთვის მიწოდება, თავის მხრივ გულისხმობს, რომ ამ ტიპის საფოსტო მომსახურებებზე უნდა დაწესდეს სახელმწიფო რეგულირება და განისაზღვროს ხელმისაწვდომი ფასი სახელმწიფოს მიერ. ხოლო მომხმარებლის იმ კატეგორიამ, ვისაც სურს ,,კურიერული და ექსპრეს კომპონენტის’’ დამატებით მიიღოს საფოსტო მომსახურება, შესაბამისად, უნდა გადაიხადოს კომერციული ფასი. რა ვადა იყო განსაზღვრული ახალი კანონის მისაღებად და რამდენად დარღვეულია ეს ვადები? ვგულისხმობ, როგორც პარლამენტის მიერ დადგენილ ვადას, ისე ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვადებს. საქართველოს კანონმდებლობით 2009 წლის 1 მაისამდე იყო განსაზღვრული ვადა ახალი კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენად (რეგლამენტირებულია საქართველოს კანონის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ 64-ე მუხლის მე-5 პუნქტით). შედეგად, ვინაიდან დღემდე (2017 წელი) არ არის კანონპროექტი პარლამენტისათვის წარდგენილი, საქართველოს კანონმდებლობით ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენისათვის დადგენილი ვადები უხეშად დარღვეულია. გარდა ამ ვადისა, დარღვეულია ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტის მომზადების ვადაც. კერძოდ სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობას (კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) 2016 წლის ბოლომდე უნდა წარედგინა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტი. კანონის გაუქმების შემდეგ რა მდგომარეობა გვაქვს? როგორ რეგულირდებოდა ბაზარი? საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე სამართლებრივი ბარიერები პირველად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებით შემოიღო. ამ ბრძანების საფუძველზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები განხორციელდა, რამაც ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ეწეოდნენ, სერიოზული პრობლემები შეუქმნა. აღნიშნული რეგულაციების ანალიზის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს შეფასება, რომ რეგულაციები მათი ბაზრიდან განზრახ განდევნას ემსახურებოდა და ერთი კონკრეტული გადამზიდველის - ,,საქართველოს ფოსტის’’ (რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია) მონოპოლიზებას ისახავდა მიზნად. ფინანსთა მინისტრის ბრძანება 2 კომპანიის მიერ სასამართლოში გასაჩივრდა. გადამზიდველებმა აღნიშნული საქმე მოიგეს სამივე ინსტანციის სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილებით ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება ბათილად გამოცხადდა 2013 წლის ბოლოს. სასამართლო დავის პარალელურად ხელისუფლებამ გააგრძელა საფოსტო მომსახურების ბაზარზე ლეგალური ბარიერების შემოღება: 2014 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ მიიღო #40 დადგენილება ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ. ამ დადგენილების თანახმად, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტას“ ენიჭებოდა უფლებამოსილება განეხორციელებინა საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი ამანათის შემოტანა/დამუშავება/ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის გამგზავნისაგან მიღება/დამუშავება/გაგზავნა. პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობის #40 დადგენილება პრინციპული ხასიათის ცვლილებებს არ შეიცავდა და ფინანსთა მინისტრის მიერ გაუქმებული ბრძანების ანალოგიურ ქცევის წესს ადგენდა. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზეც გავრცელდა. შესაბამისად, ყველა სხვა გადამზიდავ კომპანიას (გარდა შპს ,,საქართველოს ფოსტისა’’), დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობა აეკრძალა. გადამზიდავმა კომპანიამ (STAR GROUP–მა) მთავრობის #40 დადგენილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის გამართვამდე (2014 წლის 7 ოქტომბერი) მთავრობამ თავადვე გააუქმა საკუთარი დადგენილება 2014 წლის 2 ოქტომბრის N586 დადგენილებით. შედეგად, დღეისათვის გადამზიდავების ბაზარზე ლეგალური ბარიერები არ მოქმედებს და გადამზიდავების ბაზარი ღიაა. ანუ ამჟამად დადგენილებები გაუქმებულია, ბაზარი კვლავ გახსნილია მაგრამ კანონის მიღება ჭიანურდება… დიახ, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ინსტიტუციური გარემოს ცვლილების გაურკვეველი მოლოდინი ნეგატიურად მოქმედებს საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრებზე არსებულ საინვესტიციო გარემოზე. შედეგად, გადამზიდავები ვერ იღებენ საშუალოვადიან საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე გათვლილ საქმიანობას ეწევიან, რაც ამ ბაზარზე ყველანაირ საინვესტიციო გადაწყვეტილებას გამორიცხავს. საფოსტო ბაზარზე არსებული ასეთი გაურკვევლობა აზიანებს, როგორც ამ ბაზარზე მოქმედი მეწარმეების საქმიანობას, ისე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს, იმის გათვალისწინებით, რომ საფოსტო ბაზარზე არსებული ინფორმაცია ვრცელდება სხვა სექტორებზეც - მეწარმეები როდესაც იღებენ ინფორმაციას, რომ ქართულ ბაზარზე ლეგალური ბარიერები აღწერილი არათანმიმდევრულობით წესდება, აღნიშნული ინფორმაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს სხვა სექტორში ინვესტირების მსურველებზეც და, შედეგად, მთლიანობაში ზიანდება ქართული ბაზრის საინვესტიციო რეპუტაცია. ვისაუბროთ ფოსტის ახალ კანონპროექტზე, რომელიც პირველად 2014 წელს წარუდგინეს პარლამენტს ,,საფოსტო კავშირის შესახებ’’ კანონპროექტის საწყისი ვერსიით პრაქტიკულად გათვალისწინებული იყო სახელმწიფო რეგულირების კვლავ შემოღება და საფოსტო მომსახურების ბაზრის რე-რეგულაცია. საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ საფოსტო კავშირის რეფორმის პროექტი ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას სრულად გამორიცხავდა. ამ რეგულაციების შემოღება უკვე, როგორც ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიებისთვის (DHL, TNT, UPS, FEDEX), ასევე ორმოცამდე სხვა ადგილობრივი კომპანიისთვის საქმიანობის დროს სერიოზულ ფორმალურ/ბიუროკრატიულ ბარიერად შეიძლებოდა ქცეულიყო. საერთაშორისო კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს საფრთხეზე, რომ ისინი იძულებული გახდებოდნენ საქართველოს ბაზარი დაეტოვებინათ. გადამზიდავი კომპანიების მიერ გამოთქმული პროტესტის შემდგომ, „ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტი სამინისტრომ გადაამუშავა და ახალი ვარიანტი მიაწოდა დაინტერესებულ პირებს. მიუხედავად ამისა, გადამუშავებულ კანონპროექტში არ აისახა ის დებულებები, რომლებიც გადამზიდავი კომპანიების პროტესტის მიზეზი გახდა. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადამუშავებული „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტით შპს „საქართველოს ფოსტას“ ენიჭებოდა კანონისმიერი მონოპოლია არა მხოლოდ საფოსტო და საამანათო გადაზიდვების ბაზარზე, არამედ კიდევ სამ ბაზარზე: საბაჟო საწყობების მომსახურების, კურიერული მომსახურებისა და ფულადი გზავნილების ბაზრებზე. გადამზიდავმა კომპანიებმა დახმარებისათვის მიმართეს ევროკომისიას და, ასევე, ევროპის ექსპრეს გადამზიდავთა ასოციაციას. როგორი იყო ევროკომისიის რეკომენდაციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით? ევროკომისიის დასკვნაში კანონპროექტით გათვალისწინებულ მთელ რიგ დებულებებთან დაკავშირებით დასმული იყო კითხვები. კერძოდ, ევროკომისიის დასკვნის თანახმად, კანონის პროექტი უნდა განიმარტოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების ჭრილში და პროექტი პატივს უნდა სცემდეს საქართველოში საფოსტო მომსახურების სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის არსს. ამასთანავე, ხაზგასმული იყო, რომ არსებული პროექტი ეწინააღმდეგებოდა ამ პრინციპს. გარდა ამისა, ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შედგა ვიდეოკონფერენცია (2014 წლის 27 სექტემბერს) საფოსტო ბაზრის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც შეთანხმდა, რომ მოხდებოდა საფოსტო ბაზრის მარეგულირებელი საწყისი კანონპროექტის გადამუშავება. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საფოსტო მომსახურების ისეთ სახეობებზე, როგორიცაა ,,კურიერული და ექსპრესს საფოსტო მომსახურება’’ გადამუშავებული კანონპროექტით ,,მოქმედი ლიბერალიზებული რეჟიმი არ შეიცვლებოდა’’. მიუხედავად, ევროკომისიიდან მიღებული შენიშვნებისა და ვიდეოკონფერენციის დროს შეთანხმებული პრინციპებისა, აღნიშნულის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ვერ ასახა ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტში ევროკომისიის მიერ მოწოდებული შენიშვნები. როგორ შეაფასა აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორმა? . ,,საერთაშორისო გამჭვირვალოა საქართველომ’’ ჯერ კიდევ 2015 წელს შეაფასა, რომ ამ ბაზარზე შესაძლოა ადგილი აქვს ,,პოლიტიკური კორუფციის’’ ერთ–ერთ სახეს, ე.წ. ,,სახელმწიფო თანამდებობის პირებზე გავლენის მოხდენას’’ (State Capture), რაც ბაზარზე სახელმწიფო კომპანიის ,,საქართველოს ფოსტის’’ მიერ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებზე ზეგავლენის მოხდენასა და ამ კომპანიისთვის ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაწესების გზით, ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნაში გამოიხატება. საყურადრებოა, რომ კორუფციის ასეთმა შემთხვევებმა სერიოზულად შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება არა საჯარო ინტერესის საფუძველზე, არამედ - მხოლოდ კონკრეტული ინტერესის გამტარებელი მცირე ჯგუფის სასარგებლოდ. კონკურენციის სააგენტო რას აკეთებს ამ დროს? როგორია მისი რეაქცია ამ პროცესში? 2014 წელს, როდესაც ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტის მეორე ვერსია იყო წარმოდგენილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, გადამზიდავებმა ანტიკონკურენტული ეფექტის შეფასების მიზნით მიმართეს კონკურენციის სააგენტოს. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, იმ მოტივით, რომ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებული არ არისო, არ ჩათვალა მიზანშეწონილად კანონპროექტის ანტიკონკურენტული ეფექტის შეფასება/ანალიზი. რა იქნება თქვენი რეკომენდაციები, რა უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ ახალ კანონპროექტის შემუშავებისას? ჩემი, როგორც ეკონომიკის პოლიტიკის დოქტორის შეფასებით, საფოსტო მომსახურების ბაზარზე საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების თავსებადობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საფოსტო რეფორმის პროცესში მიიღოს თანმიმდევრული და კვალიფიციური გადაწყვეტილებები, სადაც გათვალისწინებული იქნება ბაზარზე ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი და კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა. ამასთან, ბაზარზე ხელისუფლების ორგანოს ჩარევის შედეგად არ უნდა დაწესდეს კანონისმიერი მონოპოლია (ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერებით) და არ უნდა შეიზღუდოს კონკურენცია. სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ,,უნივერსალური საფოსტო მომსახურების’’ მარეგულირებელი ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას; უნივერსალური საფოსტო მომსახურების მარეგულირებელი პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში კი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალობის მოთხოვნების დაცვა. ასევე, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ლიბერალიზებული საფოსტო და კურიერული მომსახურების ბაზრების ხელახალი რეგულირება და ბაზარზე უზრუნველყოფილ იქნას ბუნებრივი წონასწორობა და კონკურენტული ბიზნესგარემო.](http://eugeorgia.info/uploads/news/597f5ec717a24.jpg)
![საქართველოს შეუძლია, ამიერკავკასიაში ნოუ-ჰაუ-ს ჰაბად იქცეს](http://eugeorgia.info/uploads/news/596e17fbf27e0.jpg)
საქართველოს შეუძლია, ამიერკავკასიაში ნოუ-ჰაუ-ს ჰაბად იქცეს
ინტერვიუ საქართველოში „ჰიპის" წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, ვასილ ახვლედიანთან
![“ევროკავშირის დახმარების შედეგები ხალხმა უნდა იგრძნოს”- ლორენს მერედითი](http://eugeorgia.info/uploads/news/576a9ad5ab0fd.jpg)
“ევროკავშირის დახმარების შედეგები ხალხმა უნდა იგრძნოს”- ლორენს მერედითი
“მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ყველა დახმარება არ იყოს კონცენტრირებული თბილისში და მიაღწიოს რეგიონებამდე, რომ შეცვალოს ხალხის ცხოვრება. მეც ჩრდილოეთ ინგლისის ერთ-ერთი პატარა სოფლიდან ვარ”,- ამბობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, “