ქართული მატყლი ერთ თვეში დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავა
"ქართული მატყლის კომპანიამ" ბრიტანულ Curtis wool direct limited-ს მატყლის საცდელი ნიმუში უკვე გაუგზავნა და იქედან შემდგომი თანამშრომლობის შემოთავაზებაც მიიღო: მატყლის გადამამუშავებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია - Curtis wool direct limited-ი მზად არის, "ქართული მატყლის კომპანიისგან" ყოველთვიურად მინიმუმ 200 ტონა მატყლი იყიდოს, 1 კგ 0,90-1 აშშ დოლარად. თუმცა, ქართულ კომპანიას ამ ეტაპზე ამ რაოდენობის მატყლის მიწოდება არ შეუძლია.
ცხოველურ იწარმოშობის პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შევა, მატყლია. ე.წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი ( გაურეცხავი) მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველო 2016 წლის თებერვალში დაემატა. ამ ეტაპზე ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს "ჯორჯიან ვულ" და შპს "ქართული მატყლის კომპანია". შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.
"Curtis wool direct limited-სსაცდელი ნიმუშის სახით რამდენიმე კგ დაუმუშავებელი მატყლი გავუგზავნეთ. გარეცხეს ჩვენი მატყლი, დაამუშავეს, ლაბორატორიულად შეამოწმეს და მოეწონათ. იგივე ხარისხის და პარტიის მატყლს თუ გავუგზავნით, კომპანია მზადაა ჩვენგან ყოველთვიურად სულ მცირე 200 ტონა მატყლი შეიძინოს. ამ რაოდენობის მატყლის მიწოდება ყოველთვიურად არ შეგვიძლია. უკვე გვაქვს გაფორმებული კონტრაქტები უკრაინულ და ინდურ კომპანიებთან და ამ კოტრაქტების ფარგლებში ვალდებულები ვართ, ყოველთვიურად მათ გარკვეული რაოდენობის პროდუქცია მივაწოდოთ. ჩვენი საწარმო კი პატარაა, საწყობიც არ გვაქვს, რომ დიდი რაოდენობით მატყლი შევინახოთ. ახლა ვამზადებთ პროდუქციას და სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ბრიტანეთში სამ, 21-ტონიან კონტეინერ მატყლს გავგზავნით. თავდაპირველი მოლაპარაკების დროს 1 კგ გაურეცხავ მატყლში 1,05 აშშ დოლარი შემოგვთავაზეს. თუმცა, საბოლოოდ, 0,90-1 აშშ დოლარზე შევთანხმდით. ეს ყველაზე მაღალი ფასია, რასაც უცხოური კომპანია გაურეცხავ მატყლში იხდის. ინდოეთში 1 კგ გაურეცხავ მატყლს 70 ცენტად, უკრაინაში კი 55 ცენტად ვყიდით. ამფასშიშედისტრანსპორტირებისღირებულებაც. უკრაინაში ჩვენს მატყლს რეცხავენ და შემდეგ ბელგიაში გაცილებით ძვირად ჰყიდიან. გაფართოების საშუალება და მატყლის სამრეცხაო რომ გვქონდეს, უფრო მეტი მატყლის გაყიდვას შევძლებდით. გარეცხილი მატყლის შეძენით იტალიური და იაპონური კომპანიებიც დაინტერესდნენ. გაფართოებას და სამრეცხაოს შეძენას დაახლოებით 500 000 ლარი სჭირდება. ამ ეტაპზე ამდენი თანხა არ გვაქვს," - ამბობსwww.eugeorgia.info-სთან საუბარში "ქართული მატყლის კომპანიის" ხელმძღვანელი,ზაურ კულიევი.
"ქართული მატყლის კომპანია" მეცხვარეებისგან 1 კგ მატყლს 70-80 თეთრად ყიდულობს.
ევროკავშირის მიერ აღიარებული მეორე კომპანია - შპს "ჯორჯიანვულ" კი ამ ეტაპზე გაჩერებულია. "მატყლის ახალი პარტია ამჟამად არ გვაქვს. გვაქვს ძველი მარაგი და როგორც კი მის რეალიზაციას მოვრჩებით, ევროპის ბაზრისთვის დავიწყებთ მზადებას. ჩვენი მატყლის შეძენით ერთ-ერთი გერმანული კომპანიაა დაინტერესებული. სექტემბრის ბოლოდან მუშაობას დამოლაპარაკებასისევგანვაახლებთ," - ამბობს შპს "ჯორჯიან ვულის" დირექტორი, გია ხადილაშვილი.
ევროკავშირი სქვეყნებში მატყლის, როგორ ცცხოველური წარმოშობის პროდუქტის შეტანას, ევროკავშირის დირექტივა N142/2011 და დირექტივა N97/78 არეგულირებს.
იმისთვის, რომ ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოშობის სერტიფიკატი - EUR1. გარდა ამისა, უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და შესაბამისი სერტიფიკატიც ჰქონდეს. კიდევ ორი მოთხოვნის შესრულებაა საჭირო: 1. მატყლი უნდა იყოს კარგად გამშრალი და შეფუთული უსაფრთხოდ და 2. გაიგზავნოს პირდაპირ იმ საწარმოში, სადაც მისი გადამუშავება მოხდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე დაავადების გავრცელება.
თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება - მაგალითად, მატყლი არ არის შეფუთული უსაფრთხოდ, ან არ მიდის პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მას გადაამუშავებს, მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს და მას მიმღები ქვეყნის საბაჟო უკან დააბრუნებს.
Curtis wool direct limited-ის სათაო ოფისი დასავლეთ იორკშირში, ქალაქ ბრადფორდთან მდებარეობს. ის ჩრდიელოეთ ნახევარსფეროში მატყლის ყველაზე დიდი შემსყიდველი და გადამამუშავებელი კომპანიაა. Curtis wool direct limited-ი ძირითადად 5 სახეობის - ბრიტანულ, ნორვეგიულ, ირლანდიურ, ახალ ზელანდიურ და შოტლანდიურ შალის ძაფს აწარმოებს.