Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Sunday, 15 Cентябрь
21 Август 2019 | 11:10 Сельское хозяйство

„თაფლის ფალსიფიცირების წინააღმდეგ სახელმწიფო არაფერს აკეთებს”

„თაფლის ფალსიფიცირების წინააღმდეგ სახელმწიფო არაფერს აკეთებს”

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც თაფლის შეტანა დაშვებულია, გაჩნდა მოლოდინი, რომ  ევროპის ქვეყნებში ექსპორტი დაიწყებოდა. თუმცა, ევროპაში ქართული თაფლი მხოლოდ მცირე რაოდენობით გაიყიდა. ამის მიზეზად, პირველ რიგში, პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობა და თაფლის დაბალი ხარისხი სახელდება. თაფლის მწარმოებლები საფუტკრე მეურნეობის გაფართოებისა და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო ფინანსების ნაკლებობას უჩივიან. ისინი  არაერთ სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებზეც საუბრობენ. მეფუტკრეობაში არსებული პრობლემების შესახებ ალეკო პაპავას ვესაუბრეთ, რომელსაც მეურნეობა სენაკში აქვს და ამ სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდა.  

-ბატონო ალეკო, თქვენ დიდი ხანია მეფუტკრეობის სფეროში ხართ და კარგად იცნობთ იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს აწუხებთ. თქვენი აზრით, ამ პრობლემებიდან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც  სწრაფად მოგვარებას საჭიროებს? 

-მოსაძიებელია ქართული თაფლის გაყიდვის ბაზარი. ქვეყანაში თაფლის 2 წლის მარაგია დაგროვილი, რომლის რეალიზაციას მეფუტკრეები ვერ ახდენენ. ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია. თაფლი მათთვის ძვირი პროდუქტია და შესაბამისად, რეალიზაცია ჭირს. ამ მარაგს შიდა ბაზარი ვერ აითვისებს და საჭიროა ექსპორტზე გატანა. ამ საკითხზე  სახელმწიფო არ ზრუნავს. 

-სახელმწიფო თვითონ როგორ მოიძიებს თაფლის რეალიზაციისთვის ბაზარს?

-ევროპის მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის პროდუქტის მოძიება რომ მოხდეს ქვეყანაში. ევროკავშირს საქართველოსთვის 1400 ტონა თაფლის კვოტა აქვს გამოყოფილი. ამ კვოტის შესავსებად სახელმწიფო არაფერს აკეთებს. გერმანიაში საქართველოდან წელს დაახლოებით 20-30 ტონა თაფლია გატანილი. 

გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო შარშან უნდა გახსნილიყო. ამდენი წელია ამ საწარმოზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ არ გაკეთებულა. რას ელოდებიან არ ვიცი. თანაც, ამ საწარმოს მცირე სიმძლავრე აქვს. როგორც ამბობენ, მას მხოლოდ 2-ტონიანი 2 თაფლის ამრევი ექნება. ეს არის ზღვაში წვეთი. ეს საწარმო წელიწადში 100 ტონა თაფლის გადამუშავებას თუ მოახერხებს. 

ქვეყანაში მთავრობამ ვერც თაფლის ხარისხის კონტროლი და ბაზრის ​ანტიბიოტიკებისგან გაწმენდა მოახერხა. არადა, ვიცით, რომ ევროპა ანტიბიოტიკებით დაბინძურებულ თაფლს არ მიიღებს. სულ 2-3 კაცია ქვეყანაში, რომელიც ანტიბიოტიკების გამოყენებას ემხრობა. მთავრობას კი ეს ხალხი კონსულტანტებად ჰყავს მიწვეული, ტრეინინგებს ატარებენ, სადაც მეფუტკრეებს ანტიბიოტიკების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებას ურჩევენ.  

ამ ადამიანების გამოთიშვით შეიძლებოდა საქმე წინ წასულიყო. მთავრობამ აკრძალა ანტიბიოტიკების შემოტანა, მაგრამ უკვე იმპორტირებულის რეალიზაცია 2021 წლამდე არის დაშვებული. 2 წელი ისევ იკარგება. 

პრობლემას გვიქმნის ლაბორატორიული ანალიზების ხელმიუწვდომლობა. ლაბორატორიაში თაფლის პირველადი შემოწმება -ე.წ. სკრინინგ-მეთოდი 121 ლარი ღირს. თუ თაფლი დაბინძურებული აღმოჩნდა, მეორე ეტაპის შემოწმება 700 ლარამდე ჯდება. ამ თანხის გადახდა მეფუტკრეს არ შეუძლია. როგორც ცნობილია, რიგის ლაბორატორიაში ჩატარებული შემოწმება არადამაჯერებელია ევროპის ქვეყნებისთვის და ისინი გერმანიის და საფრანგეთის ლაბორატორიების დასკვნებს ითხოვენ. კარგი იქნება, სახელმწიფო დაეხმაროს მეფუტკრეს და ლაბორატორიული ანალიზის ხარჯების 50% მაინც დააფინანსოს. ყველას მწარმოებლის სუბსიდირებას არ ვითხოვთ. მხოლოდ მათ დაეხმაროს, 500 კილოგრამზე მეტს ვინც აწარმოებს. 

-და თქვენ, თაფლის მწარმოებლები იმ რაოდენობით თაფლს შეაგროვებთ, რასაც ევროპა ითხოვს? 

-დიახ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ხარისხიანი თაფლის რაოდენობა გაიზარდოს და შეგროვდეს საექსპორტოდ. იმას მივაღწიეთ, რომ წარმოებული თაფლის 50%-მდე ანტიბიოტიკებისგან გაიწმინდა. ვმუშაობთ, რომ ამ რაოდენობას კიდევ 20% სუფთა თაფლი დაემატოს. ეს უკვე კარგი შედეგი იქნება. თანდათან ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიდის პროცესი. 

ხელს გვიშლის თაფლის ფალსიფიკაცია, რომლის წინააღმდეგ სახელმწიფო არაფერს აკეთებს. ვერ უკეთებს მონიტორინგს უხარისხო პროდუქტს, რომელიც იყიდება ქუჩაში და მარკეტებში. მაღაზიების დახლებზე დევს პროდუქტი, რომელსაც წვრილი შრიფტით აწერია საკონდიტრო და დიდი ასოებით თაფლი. ამას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ეს საკონდიტრო დანიშნულების პროდუქტი შემოდის რუსეთიდან. ის შედარებით იაფია და მომხმარებელს ჰგონია, რადგან მარკეტში დევს, ხარისხიანი თაფლია. ამის კონტროლი არ ხდება. ჩვენ კიდევ საშუალება არ გვაქვს, რომ თაფლი ადგილობრივ სუპერმარკეტებში შევიტანოთ. დიდი თანხის წინასწარ გადახდას ითხოვენ. თანაც, მუდმივად უნდა მიაწოდო დაფასოებული და შესაბამისად ბრენდირებული. ეს ადგილობრივი მეწარმისთვის ძალიან რთულია. ამაშიც სჭირდება მეფუტკრეს ხელშეწყობა.

გარდა ამისა, სახელმწიფო ვერ ან შეგნებულად არ ახდენს საფუტკრე მეურნეობების ინვენტარიზაცია-აღწერას.

- მთავრობას რა ინტერესი აქვს, რომ არ მოხდეს საფუტკრეების აღწერა?

- რამდენი ხანია ამბობენ ამას, მაგრამ დაწყება არ ეღირსა. პირველ რიგში, უნდა მოხდეს საფუტკრე მეურნეობების ინვენტარიზაცია და შემდეგ პასპორტიზაცია. ბევრი უპატრონო, მიტოვებული საფუტკრეა, რომელიც დაავადების კერა ხდება. რეგიონებში არის სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრებია, მაგრამ მათ საფუტკრეების რაოდენობის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვთ. კოოპერატივების სააგენტომ მეფუტკრეებს სკების ნაცვლად რაღაც ყუთები რომ დაურიგა, ცარიელები ყრია ისიც. რისთვის გამოიყენა ეს ფული სახელმწიფომ, რატომ გაფლანგა? ამ თანხების მონიტორინგიც არ ხდება. უკეთესი იქნებოდა, ეს ფული ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციაზე დახარჯულიყო. 

- სურსათის უვნებლობის სამსახური საფუტკრე მეურნეობებს არ ამოწმებს?

- ის ამოწმებს იურიდიულ პირებს, მაგრამ ფიზიკური პირის შემოწმების უფლება არ აქვს. არადა, ძირითადად ფალსიფიკაციას ფიზიკური პირები ახდენენ. ეს უნდა მკაცრად გაკონტროლდეს. შემოწმება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ევალებათ, მათ შორის იმ თაფლის, გზის პირებზე რომ ყიდიან, მაგრამ შედეგი არ არის. ფალსიფიკაციის კონტროლი უნდა მოხდეს, რომ ნატურალური პროდუქტის მწარმოებელს მიეცეს გასაქანი. რისთვის დაიხარჯა ამდენი თანხა ბიუჯეტიდან თუ ქვეყანაში არ გვექნება ხარისხიანი პროდუქტი, რომ ექსპორტზე გავიდეს ევროპაში?!

-სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირში არის აბსურდი...

- თვითონ რომ არ გააკონტროლეს ფალსიფიკაცია, თაფლის ხარისხი, მაგიტომ გახდა აბსურდი. მთავარი გასაკეთებელი ანტიბიოტიკების გამოყენების აკრძალვა იყო და ისიც 2021 წლამდეა გადავადებული. ევროპა სულ სხვა სახის პროდუქტს ითხოვს და ესენი სხვა რამეს აკეთებენ. ჩვენი თაფლი არის მაღალი ხარისხის. თაფლი  გერმანიაში გაიტანეს ცოტა ხნის წინ, დიდი მოწონება დაიმსახურა და საკმაოდ მაღალი ნიშა დაიკავა. აუცილებელია, ჩვენი თაფლის უცხოეთისთვის გაცნობა, სახელის მოხვეჭა. საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ. ხანიშვილს თუ დავუჯერებთ, არაფერს აქვს აზრი და ყველაფერი დაკარგულია.

- როგორც ვიცი, მეფუტკრეობაში, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებით, ვეტერინარების დეფიციტია...

- კვალიფიცირებული ვეტერინარების არ არსებობა ძალიან გვიშლის ხელს. არ ხდება ვეტერინარების გადამზადება. არადა, თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთი სპეციალისტი სრულიად საკმარისია. სულ 60-80 ვეტერინარი გვჭირდება ქვეყნის მასშტაბით. არიან ვეტერინარები მუნიციპალიტეტებში, მაგრამ ისინი უმეტესად მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში არიან სპეციალიზებული. მეფუტკრეობაში კი სულ სხვა დაავადებებია. ვეტერინარმა საფუტკრე უნდა დაათვალიეროს, დაავადებებზე ინსპექტირება მოახდინოს, განსაზღვროს, შეიძლება თუ არა ფუტკრის მთაბარობა, სხვა ადგილას გადაყვანა და სხვა. ამ საკითხზე შეხვედრა გვქონდა სამინისტროში. ამბობენ, კადრები არ გვყავსო. ჩვენ შევთავაზეთ, რომ კადრებს ჩვენ შევარჩევთ და სახელმწიფომ გადაამზადოს. ჯერ არაფერი ჩანს. სამინისტროში შექმნეს მეფუტკრეობის საბჭო, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარეს. თანაც ამ საბჭოში მარტო ერთი მეფუტკრეა, დანარჩენი სამინისტროს მუშაკები არიან, რომლებმაც რა პრობლემებია მეფუტკრეობაში არ იციან. 

დღემდე არ შემუშავებულა დარგის განვითარების სტრატეგია. ამ მხრივ მხოლოდ ცალკეული მეფუტკრეები თუ ვსაუბრობთ, დანარჩენები, სახელმწიფოს ჩათვლით, დუმან. შეიქმნა თაფლის რეგლამენტი, რომელიც ევროპულიდან არის გადმოწერილი, და ბევრი საკითხი საქართველოს საერთოდ არ მიესადაგება. უნდა დაიწეროს სტრატეგია პრაქტიკოს ფერმერებთან კონსულტაციებით, სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან - მემცენარეობასთან, მემინდვრეობასთან თანხვედრაში. როგორ განვითარდეს ეს დარგები ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.


ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 

Прочитано
555
Отправить письмо

Связанный:

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგაში BIOR-ის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღეს eugeorgia.info-სთან თაფლის წარმოებისა და რეალიზაციის პრობლემებზე ისაუბრეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ვიდრე ამ პრობლემების განხილვაზე გადავალთ, თვალი გად

06 Июнь 2019 | 15:13 Сельское хозяйство Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

banner
banner
banner
banner
banner