Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Cреда, 28 Октябрь
31 Mай 2020 | 09:26 Бизнес

რა უშლის ხელს ქაფშიას ევროპაში ექსპორტს

რა უშლის ხელს ქაფშიას ევროპაში ექსპორტს

„მთავრობის კურსი და რეგულაციები ისეთია, რომ თევზჭერის სექტორი წინ ვეღარ წავა” 

შავი ზღვაში მოპოვებული ქაფშია (ხამსა) ევროკავშირის ბაზარზე ზუსტად 3 წლის წინ დაუშვეს. ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატმა ქართულ კომპანიებს უფლება მისცა, მოპოვებული ქაფშია ექსპორტზე გაეტანათ. ნებართვის ოფიციალურად მიღებამდე თევზის მწარმოებლებმა ქარხნებში სურსათის საერთაშორისო ჰიგიენის სტანდარტი (HACCP) დანერგეს. საწარმოების მომზადების პროცესს ევროკავშირის DG SANCO - (Directorate General Health and Consumers Affairs) წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. საქართველოს აკვატორიაში მოპოვებული ქაფშიას პროტეინის მაღალი შემცველობა აქვს, შესაბამისად, მისი ღირებულებაც საკმაოდ მაღალია. საქართველოდან შეტანილ ქაფშიას თურქეთში ამუშავებენ და მომგებიანად იყენებენ. 

ლაბორატორიული ანალიზების პრობლემა

ევროკავშირის მიერ აღიარებული და გახსნილი საწარმოების სიაში სულ 8 ბიზნესოპერატორია, მათ შორის 6 - გადამამუშავებელი, ხოლო 2 სამაცივრე მეურნეობაა; 8 მეწარმიდან 7-ის ფოთში მდებარეობს, ერთი - ჩოხატაურში. მხოლოდ ამ კომპანიებს შეუძლიათ გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირში.

ქართველმა მწარმოებლებმა შავი ზღვის ქაფშიას და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების -ფქვილისა და ზეთის ევროკავშირის ქვეყნებში შეტანის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ექსპორტი მათთვის რთული აღმოჩნდა. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მათ შეექმნათ, თევზის სრულ ლაბორატორიულ ანალიზს უკავშირდება. 

ერთადერთი კომპანია, რომელმაც ქაფშიას ფქვილის ექსპორტი ევროკავშირში შეძლო შპს „მბმ”-ია. კომპანიამ საბერძნეთში წელს 500 ტონა ქაფშიას ფქვილი გაიტანა. კომპანიის დირექტორის ბესიკ ხარაბაძის თქმით, დამკვეთს პროდუქტი მოეწონა და მომავალშიც აპირებს თანამშრომლობას. კომპანიას სეზონზე საშუალოდ 5 ათას ტონამდე ფქვილის წარმოება შეუძლია.  

შპს „მბმ”-მ ქაფშიას ფქვილის იმ პარამეტრებზე შემოწმება, რასაც საბერძნეთი ითხოვდა, საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში ვერ შეძლო. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში სრული სპექტრის კვლევა ვერ ტარდება. 

ბესიკ ხარაბაძე(შპს „მბმ"-ის დირექტორი): „ექსპორტი ევროპაში ნამდვილად რთულია. ბევრ ლაბორატორიულ ანალიზს ითხოვენ, რასაც ცოდნა სჭირდება. ჩვენ უცხოეთში გავაკეთეთ ანალიზები. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას მივმართეთ, მაგრამ ისინი ძალიან სუსტები არიან, შესაბამისი კადრები არ ჰყავთ და ამ საკითხის მიმართ ზერელე მიდგომა აქვთ. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას ანალიზები წელსაც გავაკეთებინე, შარშანაც და შარშანწინაც. მაქვს მათი ანალიზის პასუხები. თევზს მხოლოდ 2-3 პარამეტრზე სინჯავენ. ფქვილის შემადგენლობაში ნაცრის და პროტეინის შემცველობის გაზომვა შეუძლიათ. ევროპისთვის ეს საკმარისი არ არის. მძიმე მეტალებზე, სალმონელას და დიოქსინზე ანალიზს ვერ აკეთებენ. წელს თევზის ფქვილიც კარგი ხარისხის გვქონდა და უცხოეთში ლაბორატორიული ანალიზიც ისე გავაკეთეთ, როგორც ევროპა ითხოვს. შემდეგ საბერძნეთიდან დამკვეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ნიმუშები აიღეს, ანალიზები თვითონაც ჩაატარეს, მოიწონეს ტვირთი, ფასზე მოვილაპარაკეთ და გავგზავნეთ. სასურველი იქნებოდა, ანალიზები სრულად აქ კეთდებოდეს. საზღვარგარეთ გაგზავნა აღარ მომიწევდა”.

ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად ანალიზების ჩატარების პრობლემა სხვა კომპანიებსაც შეექმნათ. მათ შორის არის შპს „აისბერგი 2”. კომპანიას ქაფშიას ფქვილისა და ზეთის ექსპორტზე მოლაპარაკებები ჰქონდა ინგლისთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან, მაგრამ შეთანხმება იმის გამო არ შედგა, რომ ლაბორატორიული დასკვნები, რასაც ეს ქვეყნები ითხოვდნენ, ვერ წარადგინა. 

ირაკლი ვეკუა (შპს „აისბერგი 2”-ის დირექტორი): „ჩვენი პროდუქტები- ყინულმოყრილი ცოცხალი თევზი, ასევე, თევზის ფქვილი და ზეთი ექსპორტზე თურქეთში გაგვაქვს. ქაფშიას ფქვილისა და ზეთის გატანა ევროპაშიც ვცადეთ, რადგან ჩვენთვის ეს ბაზარი მიმზიდველია. საფრანგეთიდან იყო მოთხოვნა, შუამავალი გვყავდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვეს. ყველა ქვეყანას სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. იმ პარამეტრებზე, რაც მათ მოითხოვეს, საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში ანალიზები ვერ კეთდება. მათ არ აქვთ შესაბამისი მოწყობილობები. სინჯებს საფრანგეთში და გერმანიაში არსებულ ლაბორატორიებში ვაგზავნით. ლატვიამ რა ანალიზებიც მოითხოვა, გავაკეთეთ. შემდეგ კიდევ დამატებითი მოთხოვნები გაუჩნდათ და კვლავ ხელახლა გავაგზავნეთ. ამას დიდი დრო დასჭირდა, მინიმუმ 3 კვირა, ხელშეკრულების მომზადება დაგვიანდა და საბოლოოდ, მოლაპარაკება აღარ შედგა. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ანალიზებია და ამას მისი ტრანსპორტირების ხარჯი ემატება, მაგრამ ამაზე თანახმა ვართ, მთავარია, ჩვენი პროდუქტი ევროპაში გავიდეს. კარგი იქნება, თუ საქართველოში იქნება ლაბორატორია, სადაც სრული ანალიზი გაკეთდება, აღარ იქნება საჭირო ნიმუშების უცხოეთის ლაბორატორიებში გაგზავნა”. 

როგორც „აისბერგი 2"- ში ამბობენ, ლაბორატორიის პრობლემაზე სახელმწიფო უწყებებთან ჰქონდათ შეხვედრები, მაგრამ ეს საქმე ადგილიდან არ იძვრის. ამიტომ კომპანია პროდუქტს თურქეთში ყიდის, სადაც ის ლაბორატორიული ანალიზები, რაც საქართველოში კეთდება, აკმაყოფილებთ. 

კახა ბაბილუა(შპს „პალიასტომი 2004”-ის დირექტორი): „2018 წელს ვგეგმავდი ევროპაში გაყინული ქაფშიას ექსპორტს, მაგრამ ვერ მოვახერხე. გაყინული თევზის გატანა გადავიფიქრეთ და შემდეგ, თევზის ზეთისა და ფქვილის ექსპორტზე გადავერთეთ. მოპოვებულ ქაფშიას საქართველოში არსებულ ერთ-ერთ კომპანიას ვაძლევთ გადასამუშავებლად. კომპანია ფქვილს და ზეთს აწარმოებს და შემდეგ, ამ პროდუქტს ჩვენ აზიის ბაზარზე და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ვყიდით. საფრანგეთთან და დანიასთან გვაქვს მოლაპარაკება. პროდუქცია პოტენციურ მყიდველს გავუგზავნეთ. მან უნდა ჩაუტაროს ლაბორატორიული ანალიზი. ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. ევროპის ბაზარი, ფასის თვალსაზრისით, ჩვენთვის მისაღებია. კარგი იქნება თუ ექსპორტი გამოგვივა”.

შესაძლებელია თუ არა საქართველოში ქაფშიას სრული ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სააგენტოში ვიკითხეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ: 

„თევზის ფქვილის ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში შესაძლებელია ყველა კვლევის ჩატარება."

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში კი აცხადებენ, რომ მათთვის ქაფშიას ანალიზისთვის არავის მიუმართავს. 

ირაკლი გულედანი(სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი): „სამწუხაროდ, კვლევისთვის ნიმუშები ჩვენთან არავის მოაქვს. თუ რომელიმე კომპანიას არ შეუძლია საქართველოში სრული კვლევა ჩაატაროს, ჩვენ, ერთი ფანჯრის პრინციპით, შეგვიძლია მოვემსახუროთ და ევროპაში მის გაგზავნაში დავეხმაროთ. ზოგიერთ პარამეტრზე კვლევა იმდენად ძვირი ჯდება, რომ ევროპაშიც მხოლოდ 2 თუ 3 ლაბორატორია აკეთებს. თუ ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან მოთხოვნა მცირეა, ამ პარამეტრებზე კვლევა რატომ უნდა დავნერგოთ საქართველოში? შეგვიძლია, ეს კვლევა ევროპაში გავაკეთებინოთ. მოიტანონ ნიმუშები და გაგზავნას ჩვენ ვუზრუნველყოფთ”. 

ცოცხალი და გაყინული ქაფშიას ექსპორტი 

კიდევ უფრო რთულია საქართველოდან შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშიას ევროპაში ექსპორტი, განსაკუთრებით ნედლი სახით. ეს რამდენიმე ქართულმა კომპანიამ უკვე სცადა, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ ისინი მოპოვებულ თევზის დიდ ნაწილს თურქეთში ყიდიან. ნაწილი გაყინული სახით ექსპორტზე გადის აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. 

კახა ბაბილუა(შპს „პალიასტომი 2004”-ის დირექტორი): „ეჭვი მეპარება, ნედლი ქაფშიას ევროპაში ექსპორტი გამოვიდეს. მისი შორ მანძილზე ტრანსპორტირება სარისკოა. ნედლი პროდუქცია მალფუჭებადია და ევროპამდე მის ჩატანას დრო სჭირდება. გაყინული სახით მისი ევროპაში ექსპორტი შეიძლება მოხერხდეს თუ გემზე სამაცივრე დანადგარში მოთავსდება. ამჟამად გაციებული ქაფშიას თურქეთში ვყიდით, სადაც მას ყინავენ და დამუშავებაც იქ ხდება. დაჭერილი თევზის დაახლოებით 20%-ს ახალი თევზის სახით ასევე თურქეთში გაგვაქვს”. . 

დარგის პრობლემები 

შავ ზღვის საქართველოს აკვატორიაში ქაფშიას სეზონური რეწვის საშუალო რაოდენობა – 80 ათასი ტონაა. 2019 წელს თევზმჭერი კომპანიებისთვის გამოყოფილმა საერთო კვოტის ოდენობამ 95 ათასი ტონა შეადგინა. ასათვისებელ რესურსს ლიცენზიის მქონე თითოეული კომპანია მათი კვოტის შესაბამისად ინაწილებს. მათთვის გადასახადების დაკისრება გამოყოფილი კვოტის შესაბამისად ხდება, რაც ზოგიერთ კომპანიას ზარალს აყენებს. შპს „მბმ”-ის ხელმძღვანელი ბესიკ ხარაბაძე მთავრობის მიერ კვოტის არასწორად დადგენაზე მიუთითებს, რაც კორუფციული გარიგებების საფუძველზე ხდება. 

„თევზჭერის ბიზნესი განვითარების ზღვარზე მოვიდა და აღარ იზრდება. ამ ბიზნესში განვითარების პერსპექტივა არის, ბევრად მეტი თანხის მოძრაობა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ მთავრობის კურსი და რეგულაციები ისეთია, რომ ეს სექტორი წინ ვეღარ წავა. თვითონ მთავრობა ზღუდავს მის განვითარებას. ამაში სხვადასხვა სამინისტრო ერთდროულად არის ჩართული. ეკონომიკის სამინისტრო, სანაპირო-სასაზღვრო პოლიცია, ყველა ერთად იგულისხმება. ყველა თავისკენ ექაჩება.

ამ პრობლემას მხოლოდ კვოტების დარეგულირება ვერ უშველის. ჩვენი კომპანიის წილი საერთო კვოტაში არის 25%, რაც მის საკუთრებაში არსებული აქტივის შესაბამისად დგინდება. საერთო წლიური კვოტა ხან 60 ათასი ტონაა, ხანაც 90 ათასს ტონას აწესებენ. ეს ოდენობა რა გათვლებს ეფუძნება, ვის ეკითხებიან, არ ვიცით. ბიუჯეტში გადასახდელი თანხა საერთო კვოტაში ჩვენი პროცენტული წილის შესაბამისად იანგარიშება და არა ათვისებული თევზის მიხედვით. შეიძლება ფიზიკურად არ იყოს თევზი ზღვაში და ნაკლები დავიჭირო, გამოდის, რომ არდაჭერილ თევზზე მბეგრავენ. ამის გამო, 1,5 მილიონი ლარით მეტი მაქვს გადახდილი ბიუჯეტში. იმის გამო, რომ კომპანიას მეტი აქტივი აქვს, ზარალზე ვართ. ეს გარემოება ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ზოგიერთი ჩვენი კონკურენტი კვოტას თავის პროცენტულ წილზე ირგებს. მთავრობა ისე ალაგებს ამას, რომ ზარალი მივიღოთ. კონკურენტ კომპანიებს ლობირებს. წლების განმავლობაში მთავრობასთან დიდი გაუგებრობა გვაქვს. გამოდის, რომ არ უნდათ თევზჭერის განვითარება. ამ სექტორში ბევრი გადაულახავი პრობლემაა, რომელიც დღემდე ვერ გადაიჭრა. გემსაშენი გვჭირდება. აჯობებდა, სახელმწიფო თევზსაჭერი გემებისთვის ნავსაყუდელის მოწყობაში დაგვხმარებოდა”,- ამბობს ბესიკ ხარაბაძე. 

შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშია 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, თევზის ადგილობრივი წარმოება მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10-15%-ს აკმაყოფილებს. 2014-2020 წლებში საქართველოში სულ 113 ათასი ტონა თევზის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის 90% მოდის გაყინულ თევზზე, ხოლო დანარჩენი 10% ცოცხალ თევზზე, ახალ ან გაციებულ თევზსა და თევზის ფილესა და თევზის სხვა ხორცზე. 

იმპორტთან შედარებით უმნიშვნელოა ექსპორტის მაჩვენებელი. 2014-2020 წლებში საქართველოდან 37 ათასი ტონა თევზის ექსპორტი განხორციელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ექსპორტირებული თევზის 80% -ს ახალი, ან გაცივებული თევზი იყო. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებელი წლების მიხედვით საკმაოდ არასტაბილურია. ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი თურქეთის მიმართულებით გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ცოცხალი ან გაცივებული თევზის ექსპორტში უდიდესი წილი არა ფერმერულ მეურნეობებში წარმოებული თევზს, არამედ, შავ ზღვაში დაჭერილ ქაფშიას და სხვა სახეობების თევზს უკავია.


სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე


სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 






Прочитано
1300
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

banner
banner
banner
banner
banner