Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Понедельник, 14 Октябрь
26 Cентябрь 2017 | 14:35 Транспорт и логистика

საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

ენერგოეფექტურობა, რომელიც მთლიან მოხმარებულ  ენერგიაში სასარგებლო მოხმარების მაღალ კოეფიციენტს გულისხმობს,  დღითიდღე უფრო აქტუალური საკითხი ხდება მსოფლიოსთვის. შეზღუდული და ძვირი ენერგორესურსების, ასევე ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გათვალისწინებით განვითარებული ქვეყნები უდიდეს ყურადღებას უთმობენ ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციას.ამ ქვეყნების ენერგოეფექტურობის სახელმწიფო პოლიტიკა გამიზნულია უპასუხოს როგორც ადგილობრივ, ისე  გლობალურ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითებიდან ჩანს, რომ ენერგოეფექტურუბის პოლიტიკა  მიზნად ისახავს ეფექტიანობის მიღწევას ყველგან, სადაც  კი ის გამოიყენება: საცხოვრებელ სახლებში, ეკონომიკის მომსახურებაში, ინდუსტრიაში, სატრანსპორტო სექტორში და სხვა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ განვითარებული ქვეყნების ენერგოპოლიტიკა ენერგოეფექტურობას ენერგეტიკული უსაფრთხოების თუ დამოუკიდებლობის გაუმჯობესების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად განიხილავს , საქართველოში კი დღემდე არ გვაქვს შემუშავებული მსგავსი ეფექტური ენერგოპოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი.

საქართველოს მიერ ევროგაერთიანების წევრობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შეიძლება ითქვას, რომ დადებითად აისახება საქართველოს ენერგოსექტორზე, თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობა ეფექტური ენერგოსტრატეგიის დოკუმენტის არსებობის პირობებში უფრო მარტივი იქნებოდა. ენერგოგაერთიანებაში წევრობით არსებული ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს უახლოეს წლებში მოუწევს უამრავი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც პირდაპირ ენერგეტიკის სფეროს შეეხება. ანუ ჩვენ სტრატეგიული ენერგეტიკული დოკუმენტის გარეშე მოგვიწევს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა რადიკალურად განსხვავებულია; იქ ენერგოსექტორში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები უმეტესად ეყრდნობა წინმსწრებ სახელმწიფო ენერგოსტრატეგიის დოკუმენტს. ამ კონტექსტში შეიძლება ვახსენოთ ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოს მიერ შესასრულებელი ევროკავშირის 2012/27/EU (იმპლემენტაციის ვადა: 2018 წლის 30 დეკემბრამდე)  და 2010/31/EU (იმპლემენტაციის ვადა: 2019 წლის ივნისამდე) დირექტივები. პირველი მათგანი ენერგოეფექტურობის კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების ზოგადი დირექტივაა, ხოლო მეორე - შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ეხება.

ზემოთ ხსენებული ევროპული დირექტივების შესრულება, რაციონალური დანახარჯების გაწევით, ერთმნიშვნელოვნად დადებით შედეგს მოუტანს საქართველოს ენერგოსექტორს, შესაბამისად, ექნება დადებითი ეკოლოგიური და ეკონომიკური შედეგიც,  საერთო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ ამ დირექტივებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.   საქართველოში, ენერგოსექტორის გადაცემის, განაწილებისა და საბოლოო მოხმარების რგოლებში  არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოში ენერგიის არაეფექტურად გამოყენების სადემონსტრაციოდ, დაწყებული ჰიდროენერგიის გენერირებით, დამთავრებული  ელექტროენერგიის კომუნალური ტიპის მოხმარებით (არაეფექტური ელექტრო ნათურები, შენობებში თბო-იზოლაციის ნორმების დაუცველობა და ა.შ.). ენერგიის არაეფექტურობა,  ბუნებრივია, მხოლოდ ენერგოსექტრით არ შემოიფარგლება. საქართველოში ტრანსპორტის (ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი ენერგიის მოხმარების კუთხით) , სამრეწველო, მომსახურეობის და სხვა სექტორები ასევე ხასიათდებიან ენერგორესურსების არაეფექტური გამოყენებით, რასაც ამ სექტორებში თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიის უქონლობა, ენერგოეფექტურობის შესახებ არაინფორმირებულობა და ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა იწვევს. მხოლოდ ე.წ. ვარვარა ნათურების „LED” ტიპის  ნათურებით ჩანაცვლებით საქართველოს ყოველწლიურად,  დაახლოებით, 550 მილიონი კვტ/სთ ელექტრო ენერგიის დაზოგვა შეუძლია, მაშინ, როდესაც 2017 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში იმპორტირებული 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საშუალო ფასი 4.1 ა.შ.შ. ცენტი იყო.

საქართველოს მიერთებით ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძვნებელ ხელშეკრულებასთან, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომელიც გულისხმობს საქართველოში არსებული და პოტენციური შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას. ამ ვალდებულებას ჩვენ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ დამტკიცებული 2010/31/EU  დირექტივა გვაკისრებს. დირექტივის შესრულების ამჟამინდელი ვადა 2019 წლის 30 ივნისია, თუმცა ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული მოლაპარაკებების საფუძველზე.

2010/31/EU  რეგულაცია მოიცავს რამდენიმე მუხლს:

  • მინიმალური მოთხოვნების შემუშავება შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად
  • „ნულოვანი ენერგიის“ შენობები
  • წამახალისებელი ღონისძიებების გატარება
  • შენობების სერთიფიცირება
  • შენობების კონტროლი და ინსპექტირება   

შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები გვავალდებულებს შევქნათ საერთო მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც შენობების მიმართ განისაზღვრება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები. ეს მოთხოვნები უნდა შეეხოს შენობების თბო-იზოლაციას, კონდიცირებას, წლის გამათბობელ სისტემებს, განათებას და ა.შ. რეგულაცია შეეხება ახალ შენობებს, ასევე იმ ძველ შენობებს, რომლებსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.

ნულოვანი ენერგიის“ შენობების კომპონენტი გულისხმობს მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შენობების მშენებლობას. რეგულაციის ეს ნაწილი, რომელიც პირველ რიგში საჯარო შენობებზე გავრცელდება, შენობების ადგილობრივი განახლებადი ენერგიით მომარაგებასაც გულისხმობს.

მახალისებელი ღონისძიებების გატარების კომპონენტი საქართველოს ავალდებულებს შექმნას იმ ინსტრუმენტების ჩამონათვალი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს წახალისების ამ პროგრამას.  ეს ჩამონათვალი უნდა განახლდეს ყოველ 2 წელში და ის უნდა მოიცავდეს წამახალისებელ ეფექტურ ინსტრუმენტებს, მათ შორის ფინანსურ და საკანონმდებლო ინიციატივებს.

შენობების სერთიფიცირების ნაწილი ენერგოგაერთიანების წევრ ქვეყნებს ავალდებულებს შექმნან შენობების სერთიფიცირების ეფექტური სისტემა. სერტიფიკატები უნდა იყოს ინფორმაციული, უნდა შეიცავდეს რეკომენდაციებს ენერგოეფექტურობის შესახებ, მიზნობრივ აუდიტორიას გასაგებ ენაზე აწვდიდეს შენობის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ დეტალებს და უწევდეს მსგავსი ტიპის შენობებს პოპულარიზაციას.

შენობების კონტროლისა და ინსპექტირების კომპონენტის მიხედვით უნდა შეიქმნას შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა პერიოდულად შემოწმდეს 20 კვ.მ -ზე და 12 კვ.მ-ზე მეტი გათბობისა და გაგრილების სისტემები. ინსპექტირების შესრულება შესაძლებლი უნდა გახდეს აკრედიტირებული სპეციალისტების მიერ.

2010/31/EU რეგულაციის თითოეული კომპონენტის შესრულება, ოპტიმალური ხარჯის გაწევის პირობებში, დადებითი ეფექტის მომტანი იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე ეკოლოგიისთვის: სხვა თანაბარ პირობებში, გაიზრდება ენერგოეფექტურობის საერთო მაჩვენებელი, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები სამშენებლო და ენერგოსექტორში, ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების წყალობით გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

თუმცა, ქართულ რეალობაში არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომლებიც შეიძლება მივიჩნიოთ ზემოთ ხსენებული რეგულაციების ეფექტურად შესრულების ხელის შემშლელ ფაქტორებად. მაგალითად, შესაბამისი ქართულისახელწიფო სამსახურებისმხრიდან არ ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებები ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციისთვის. პრობლემაა ასევე ძვირი ენერგოეფექტური ტექნოლოგიის შეძენა ან მასში ინვესტირება, რადგან იაფი ფინანსური რესურსი ხელმიუწვდომელია, რადგან  საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგია დღემდე ინარჩუნებს მაღალ საბაზრო ფასებს;

ასევე,საყურადღებოა სახელმწიფოს მხრიდან ტარიფების სუბსიდირების საკითხიც, რომელიც, უარყოფითად მოქმედებს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში ინვესტირების სტიმულზე, რადგან, მომხმარებელი, რომელსაც სახელმწიფო ენერგიის საფასურს ნაწილობრივ უხდის არ არის მოწადინებული იზრუნოს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შეძენაზე. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ  ენერგიის საბოლოო მოხმარებაში მაღალი ეფექტურობის მიღწევა არ არის ენერგოსექტორში მომუშავე დისტრიბუტორებისთვის მომგებიანი კომერციულ ინტერესი, მათთვის კომერციული აპრიორი მეტი აბონენტი და, შესაბამისად, მეტი მოხმარებული ენერგიაა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უფრო ეფექტური საკანონმდებლო პოლიტიკის წახალისება, რაც ენერგო-დისრიბუტორებს ენერგოეფექტურობის საერთო პროგრამაში აქტიური ჩართვის სტიმულს მისცემს; სახელწიფოს მხრიდან საჭიროა, ასევე, ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა იმ ბიზნესინიციატივებისთვის, რომელთა ბიზნეს-გეგმები საქართველოში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების წარმოებას გულისხმობს; და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანური რესურსები, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის კუთხით, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს ამავე სექტორში ბაზრის თანამედროვე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.   

ამ გამოწვევების წინაშე საქართველო მარტო არ დგას. ევროკავშირის თანმდევი და ეფექტური პოლიტიკა საქართველოს მიმართ გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ნაწილობრივ აღმოფხვრას, იქნება ეს ენერგოსექტორში საინვესტიციო გარემო, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება თუ ადამიანური რესურსების განვითარება. ამ კუთხით საქართველოსთვის უკვე არსებობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის საინტერესო მაგალითები. ამ მაგალითების განხილვა, რომელსაც Eugeorgia.info შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ, იმედი გვაქვს, საინტერესო იქნება როგორც დაინტერესებული მკითხველისთვის, ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით მომუშავე შესაბამისი სპეციალისტებისთვის.     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

 

Прочитано
8423
Отправить письмо

Связанный:

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის (EU4Youth) ოთხწლიანი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ვრცელდება და საქართველოს გარდა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. EU4Youth პროგრამა ხ

11 Mай 2018 | 20:47 Образование Далее
ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში გასული 4 წლის განმავლობაში ოთხი პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც  დაინერგა მოდულური მიდგომები, შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა დამსაქმებლების ჩართვას პროფესიული გ

22 Март 2018 | 13:49 Образование Далее
ენერგოგაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის სამუშაო პროცესის შეჯამება (2017 წელი)

ენერგოგაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის სამუშაო პროცესის შეჯამება (2017 წელი)

როგორც თითოეული რეგულაციის თუ დირექტივის შესრულების სამუშაოების განხილვიდან ჩანს, ენერგოგაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს ჯერჯერობით არ აქვთ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუმც

27 Февраль 2018 | 10:14 Далее
ენერგოპროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, აუცილებელი წინაპირობა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისთვის

ენერგოპროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, აუცილებელი წინაპირობა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისთვის

ექნება თუ არა ენერგორესურსებზე ფასების გამჭვირვალობას რეალური შედეგი ქართულ ენერგოსექტორზე? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ექნება ენერგიის საბოლოო მომხმარებელს მომწოდებლის არჩევის ტექნიკური შესაძლებლობა.

15 Февраль 2018 | 13:55 Транспорт и логистика Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner