Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Sunday, 15 Cентябрь
27 Февраль 2018 | 10:14

ენერგოგაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის სამუშაო პროცესის შეჯამება (2017 წელი)

ენერგოგაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის სამუშაო პროცესის შეჯამება (2017 წელი)

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. საქართველომ ევროკომისიასთან  ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო. 2016 წელს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს მოეწერა ხელი. 2017 წელს კი  საქართველო ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ჩვენი საინფორმაციო პორტალი, EuGeorgia.info, ექვსი თვის განმავლობაში აქვეყნებდა ანალიტიკურ სტატიებს საქართველოსა და ევროგაერთიანების ენერგოსექტორის აქტუალურ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ენერგოსექტორის წინაშე მდგარ გამოწვევებს (ენერგოგაერთიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და დირექტივების შესრულება) და პერსპექტივებს.

ენერგოგაერთიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და დირექტივების დროული და ეფექტური შესრულების ვალდებულება დაეკისრათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს (ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს შემადგენლობაში შესული), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ამ კუთხით სამინისტროების ძირითადი საქმიანობა ენერგოგაერთიების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებასა და დანერგვას გულისხმობს. ენერგოგაერთიანების კანონმდებლობის იმპლემენტაციის ვადები 2017 წლიდან 2021 წლამდე განისაზღვრა, თუმცა, ენერგოგაერთიანების სამდივნოსთან შეთანხმებით, ამ ვადების კორექტირების შესაძლებლობა არსებობს.

ქვემოთ ჩამოთვლილია ენერგოგაერთიანების ფარგლებში აღებული რეგულაციებისა და ვალდებულებების  სია, მათი განხორციელების შეთანხმებული ვადები, აღწერილია 2017 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები.

დასახელება: რეგულაცია (EC) No 1099/2008 ენერგოსტატისტიკის შესახებ
შესრულების ვადა:2017 წლის 31 დეკემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები:  საქსტატის მიერ წარმოებული წლიური ენერგეტიკული სტატისტიკა სრულ შესაბამისობაშია რეგულაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველთვიური და მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკის წარმოების კუთხით საქსტატმა 2017 წლის განმვალობაში განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები და აღნიშნული რეგულაციით მოთხოვნილი მონაცემების წარმოება და გავრცელება ასევე გათვალისწინებულია 2018 წლის სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით. ინფორმაციის წყაროდ გამოყენებული იქნება საქსტატის მიერ ორგანიზებული კვლევები და ადმინისტრაციული წყაროები (ელექტროენერგე-ტიკული ბაზრის ოპერატორი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია).

დასახელება ა) დირექტივა N2009/72/EC ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისშესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N 2003/54/ EC; ბ) დირექტივა N 2005/89/EC ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ
შესრულების ვადა ა) 2018 წლის 31დეკემბრი; ბ) 2019 წლის 31დეკემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: მარეგულირებელი კომისიის დაქვემდებარებაში რჩება ის ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის ბაზრის იმ რგოლის რეგულირება, სადაც ბუნებრივი მონოპოლია იარსებებს. ბუნებრივი მონოპოლია კი საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტების უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი, ვინაიდან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა არაელასტიურია (არ არსებობს ელ.ენერგიის მოხმარების ეფექტურად ჩამნაცვლებელი სხვა ალტერნატივა),  კომპანიებს კი ელექტროენერგიის ბაზარზე საქმიანობის დასაწყებად დიდი საწყისი კაპიტალი სჭირდებათ. კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, ასევე არსებობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდში (ბაზრის ლიბერალიზაციის პერიოდი) საოჯახო და მცირე ბიზნესის ტიპის ელ.ენერგიის მომხმარებლების დაცვას მაღალი ტარიფებისგან. ანუ, ელ.ენერგიის ბაზარზე იარსებებს სუბიექტი, რომელიც, აღნიშნული ტიპის მომხმარებლებს ელ.ენერგიას მიაწვდის კომისიის მიერ რეგულირებულ ფასად. ნავარაუდევია, რომ მომხმარებელთა დაცვის ეს მექანიზმი იარსებებს ელ.ენერგიის ბაზრის კონკურენტული წესების სრულად ჩამოყალიბებამდე. მიმდინარეობს მუშაობა ქსელზე არადისკრიმინაციული დაშვების საკანონმდებლო ჩარჩო პირობების შემუშავებაზე. სემეკის თავმჯდომარეს განცხადებით, ლიბერალიზაციის ამ ეტაპზე აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მომხმარებლების დაცვა ელ.ენერგიის არასტაბილური მომწოდებლებისაგან. ანუ, თუ მომწოდებელი კომპანია გადაწყვეტს ბაზრიდან გასვლას ან გაკოტრდება, უნდა მოხდეს ამავე კომპანიის მომხმარებლების ელ.ენერგიით სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში კი მომხმარებლის დაცვისთვის იარსებებს ე.წ. „ბოლო იმედის მიმწოდებელი“, რომელიც მომხმარებელს დროებით უზრუნველყოფს ელ.ენერგიით, სანამ მოხმარებელი თავად არ შეარჩევს ახალ მომწოდებელს.  

დასახელება: რეგულაცია N 714/2009 (EC) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის სისტემებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC) N1228/2003
შესრულების ვადა:2018 წლის 31 დეკემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: ამ რეგულაციის საკანონმდებლო ბაზის მომზადების კუთხით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები.  რეგულაციის შესრულების კუთხით საინტერესოა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიაში მოცემული ჩანართი: „მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემების შემდგომი დაახლოება განხორციელდება რეგულირებისა და საკანონმდებლო ბაზების დონეზე, რაც გაამარტივებს ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს, მათ განბაჟებას, რეჟიმული პარამეტრების გადახრების რეგულირებასა და ნაკადების ურთიერთჩანაცვლების გზით შეამცირებს ფაქტიურ გადადინებებს ხაზებზე, რაც თავის მხრივ, გაზრდის კავშირების საიმედოობას. მომავალში შენარჩუნდება რუსეთთან და აზერბაიჯანთან პარალელური, სინქრონული მუშობის რეჟიმები. ამავე დროს, ჩვენი ექსპორტიორების ყურადღება მიმართული უნდა იყოს თურქეთის, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და თანამედროვე ბაზარისაკენ.“ 

დასახელება: დირექტივა N 85/337/EEC კონკრეტული სახელმწიფო და კერძო პროექტებისგარემოზე ზეგავლენის შეფასების შესახებ, რომელშიც ცვლილებები შეტანილია97/11/EC და 2003/35/EC დირექტივებით
შესრულების ვადა:2017 წლის 1 სექტემბერი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: 2017 წლის 1 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რითაც შესრულდა აღნიშნული ვალდებულება. კოდექსი მომზადებულია ამ დირექტივის ერთ-ერთი უკანასკნელი ცვლილების - დირექტივა2011/92/EU-ს საფუძველზე და შესაბამისად აკმაყოფილებს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მოთხოვნილ პარამეტრს.

დასახელება: დირექტივა 2008/92/EC საბოლოო მომხმარებლებისათვის გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გამჭვირვალობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით „გაერთიანების“ პროცედურისშესახებ
შესრულების ვადა:2017 წლის 31 დეკემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავლილია კონსულტაცია ევროსტატისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტებთან, რომლის შედეგად საქსტატი 2018 წლიდან დაიწყებს შესაბამისი მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება გათვალისწინებულია 2018 წლის სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით.  

დასახელება: დირექტივა N 1999/32/EC ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირების შესახებ
შესრულების ვადა:2021 წლის 1 სექტემბერი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: აღნიშნული ვალდებულება შესრულებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის #256 დადგენილებით - „ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს გოგირდის ზღვრულ შემცველობას ზოგიერთი თხევადი საწვავისთვის (მაზუთი, გაზოილი, საზღვაო საწვავი). გარდა ამისა, ენერგეტიკული გაერთიანების ტექნიკური დახმარებით შემუშავებულ იქნა თხევადი საწვავის სინჯების აღების, ანალიზის მეთოდებისა და ინსპექტირების წესის პროექტი. ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2021 წლიდან.

დასახელება: ა) დირექტივა 2001/80/EC წვის დიდი ქარხნებიდან ზოგიერთი დამაბინძურებლის ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების შეზღუდვის შესახებ; ბ) თავი III, დირექტივა N 2010/75/EU-ის V დანართი სამრეწველო ემისიების შესახებ(დაბინძურების ინტეგრირებული პრევენცია და კონტროლი)
შესრულების ვადა:ა) 2018 წლის 31დეკემბრი; ბ) 2018 წლის 1სექტემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: აღნიშნული ვალდებულებების      შესრულებისთვის მიმდინარეობს ე.წ. დაძმობილების (Twinning) პროექტი - „სამრეწველო დაბინძურებისა და რისკების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოების და იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება“. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დირექტივა 2010/75/EU-ს ქართულ კანონმდებლობაში მთლიანად გადმოტანას, რითაც შესრულდება არა მარტო ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებები, არამედ ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არსებული მოთხოვნებიც. პროექტი დაიწყო 2017 წელს და დასრულდება 2019-ში. (ბიუჯეტი: 1 მლნ. ევრო

დასახელება: დირექტივა N 79/409/EC, მუხლი 4(2), გარეული ფრინველების დაცვის შესახებ
შესრულების ვადა: 2019წლის 1 სექტემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით დირექტივა 79/409/EC-ის მხოლოდ ერთი ნაწილი - მუხლი 4-ის მე-2 პუნქტია შესასრულებელი. ასოცირების შესახებ შეთანხმება კი საქართველოს ამ დირექტივის უფრო სრულყოფილად შესრულებას ავალდებულებს.
უნდა ითქვას, რომ ამ დირექტივით მოთხოვნილი ვალდებულებების ნაწილი უკვე ასახულია ქართულ კანონმდებლობაში, კერძოდ: საქართველოს კანონში „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ და საქართველოს კანონში „წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“. გარდა ამისა, მომზადებულია „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, სადაც აღნიშნული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად ფრინველთა დაცვის საკითხი ცალკე არის განხილული. ამჟამად მიმდინარეობს კანონპროექტის დახვეწის საქმიანობა და მისი მიღებით მოხდება როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულია ვალდებულების შესრულებაც. „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის განხილვა იგეგმება საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე

დასახელება: დირექტივა N 2009/28/EC განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიისგამოყენების ხელშეწყობის შესახებ, რომლითაც ცვლილებები შევიდა დამოგვიანებით გაუქმდა დირექტივა N 2001/77/ EC და დირექტივა N 2003/30/ EC
შესრულების ვადა: 2018წლის 31 დეკემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები:  დირექტივა ასევე ადგენს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ენერგიის სავალდებულო სამიზნე დონეს ენერგეტიკული რესურსების მთლიან მოხმარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით გადაიდგა რიგი პოზიტიური ნაბიჯები (განახლებადი ენერგიის მიკრომწარმოებელი სუბიექტების ქსელზე მიერთების გამარტივებული პროცედურა, მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წელს შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მიკლოსიმძლავრის ელექტროსადგური არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობასდ და ა.შ.), ჯერ-ჯერობით არ არსებობს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს განახლებადი ელ.ენერგიის გენერირების წახალისებას. ასევე, არ არსებობს ეფექტური სტრატეგია, რომლიც წაახალისებს განახლებადი ელ.ენერგიის ტრანსპორტის სექტორში გამოყენებას. და ბოლოს, არ არსებობს ოფიალური კვლევა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით აფასებს საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალს 2020 წლისთვის.   

დასახელება: ა) დირექტივა N 2012/27/EU ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელსაც ცვლილებები შეაქვს N 2009/125/EC და N 2010/30/EU დირექტივებში და აუქმებს დირექტივებს N2004/8/EC და N 2006/32/EC; ბ) დირექტივა N 2010/30/EU ეტიკეტირების და პროდუქციის შესახებ სხვა სტანდარტული ინფორმაციის მითითებით, ენერგომოხმარების პროდუქტების მიერ ენერგიისა და სხვა წყაროების მოხმარების ინდიკაციის შესახებ; გ) დირექტივა N 2010/31/EU შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
შესრულების ვადა: ა) ბ) 2018წლის 31 დეკემბრი; გ) 2019 წლის 30 ივნისი;
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: თითოეული დირექტივა გულისხმობს ენერგოსექტორში, დაწყებული გენერირების, დამთავრებული საბოლოო მოხმარების რგოლში ენერგოეფექტურობის გაზრდას. ასევე, საინფორმაციო პროგრამების განხორციელებას, რომელთა საშუალებით საბოლოო მომხმარებელი ენერგიის ეფექტური გამოყენების უპირატესობებს გაეცნობა. ყურადღება გამახვილებულია შენობების ენერგოეფექტურობაზე.
როგორც გამოირკვა, ამ რეგულაციების შესრულების სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ასევე, კრიტიკის ობიექტი ხდება რეგულაციებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სამსახურების საქმიანობა ეფექტურობის კუთხითაც. მაგალითად, როგორც მოკვლევის შედეგად გამოჩნდა, არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის შესაბამის სახელმწიფო სამსახურებში ერთიანი სამოქმედო გეგმის არ არსებობა, არასაკმარისი რესურსების მობილიზება (არასაკმარისი ადამიანური კაპიტალის ჩართულობა), რეგულაციების შესრულების დეტალური, კონკრეტულ დროით მაჩვენებლებში გაწერილი სამოქმედო გეგმის უქონლობა, ენერგოეფექტურობის უპირატესობების პასიური პოპულარიზაცია.

დასახელება: დირექტივა N2004/67/EC ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ
შესრულების ვადა:2020 წლის 31 დეკემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ ხსენებული გაზსაცავის მშენებლობის დაწყებას 2018 წლის პირველ კვარტალში გეგმავს, ანუ ამ დროისთვის უკვე გაფორმდება ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც გაზსაცავის მშენებლობაზე იქნება პასუხისმგებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაკვალიფიკაციო პროცესი, ანუ ეტაპი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის უფლება ექნებათ. არსებული ინფორმაციით საკვალიფიკაციო პროცესში უკვე 8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.  მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

დასახელება: დირექტივა N 2009/73/EC ბუნებრივი აირის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N 2003/55/ EC;
შესრულების ვადა:2020 წლის 31 დეკემბრი
შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოები: დირექტივის მიზანს ბუნებრივი გაზის გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და შენახვის საერთო წესების შემოღება წარმოადგენს. დირექტივით, ასევე, გათვალისწინებულია არსებული იურიდიული პირებისთვის საჯარო მომსახურების ვალდებულებების დაკისრება, რაც გაზის მიწოდების ხარისხის და უსაფრთხოების, ფასის, გარემოს დაცვისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს ითვალისწინებს.
ამ რეგულაციის შესრულების კუთხით ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველოს მთავრობა რეგულაციის შესრულებისთვის აქტიურ მუშაობას 2018 წლიდან დაიწყებს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიაში (2017-2026) მოცემულია ამ დირექტივის შესრულების მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოები, რომლებიც თანხვედრაშია რეგულაციის შესაბამის მუხლებთან, თუმცა ეს ქმედით ნაბიჯად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2003/55/ EC დირექტივის შესრულების სამუშაოების შემაფერხებელი ობიექტური ფაქტორი ბუნებრივი გაზის ბაზრის არაკონკურენტული, გაუჭვირვალე გარემოა.

და ბოლოს, როგორც თითოეული რეგულაციის თუ დირექტივის შესრულების სამუშაოების განხილვიდან ჩანს, ენერგოგაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს ჯერჯერობით არ აქვთ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუმცა არსებობს კონკრეტული, მნიშვნელოვანი კრიტიკის ობიექტები, რომლებიც ჩვენ უკვე სტატიაში ვახსენეთ.   

 

 


Прочитано
1851
Отправить письмо

Связанный:

ენერგოპროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, აუცილებელი წინაპირობა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისთვის

ენერგოპროდუქტების ფასების გამჭვირვალობა, აუცილებელი წინაპირობა საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისთვის

ექნება თუ არა ენერგორესურსებზე ფასების გამჭვირვალობას რეალური შედეგი ქართულ ენერგოსექტორზე? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ექნება ენერგიის საბოლოო მომხმარებელს მომწოდებლის არჩევის ტექნიკური შესაძლებლობა.

15 Февраль 2018 | 13:55 Транспорт и логистика Далее
შემცირდება თუ არა მთავრობის პირდაპირი ჩარევა ელეტროენერგიის ბაზარზე ?

შემცირდება თუ არა მთავრობის პირდაპირი ჩარევა ელეტროენერგიის ბაზარზე ?

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) აღარ იქნება ის სუბიექტი, რომელიც მომავალ ინვესტორებზე ელ.ენერგიის შესყიდვის გარანტიებს გასცემს.

08 Февраль 2018 | 11:52 Далее
პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ

პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ

პოლონეთი ცდილობს დაითანხმოს ა.შ.შ., რათა „ნორდ სტრიმ 2“ პროექტის განხორციელებისთვის რუსეთს სანქციები დააკისროს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მათეუს მორავიეკმა განაცხადა.

01 Февраль 2018 | 13:32 Транспорт и логистика Далее
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება

გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წინასაკვალიფიკაციო პროცესი, ანუ ეტაპი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის უფლება ექნებათ. არსებული ინფორმაციით საკვალიფიკაციო პროცესში უკვე 8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

25 Декабрь 2017 | 15:52 Транспорт и логистика Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

banner
banner
banner
banner
banner