რაჭაში მსხვილფეხა საქონლის თანამედროვე ფერმა აშენდება
![http://eugeorgia.info/uploads/video_news/რაჭაში მსხვილფეხა საქონლის თანამედროვე ფერმა აშენდება](http://eugeorgia.info/uploads/video_news/578ccb7b8a4d6.jpg)
რაჭაში მსხვილფეხა საქონლის თანამედროვე ფერმა აშენდება.
კომპანია „მილერ გრუპს“ ონის რაიონის სოფელ ფარახეთში მთავრობის განკარგულებით, 72 ჰა მიწის ნაკვეთი 25-წლიანი იჯარით გადაეცა. მან წლიურად 1080 ლარის იჯარა უნდა გადაიხადოს.
კომპანიამ ვალდებულება აიღო, სულ მცირე, 60-სულიანი თანამედროვე ფერმა ააშენოს. „მილერ გრუპი“ პროექტში 90 ათასი ლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.