საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში აგრობიზნესში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ „ბიზნესსტაჟირების სპეციალური ამერიკული პროგრამა „საბიტის“ (SABIT) ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
პროგრამა „ინოვაცია და ეფექტურობა აგრობიზნესში” (Agribusiness: Innovation and Efficiency) ითვალისწინებს 18 სპეციალისტის უფასო სწავლებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან; მათ შორისაა, საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი.
„საბიტი“ შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ სფეროში არსებულ რეგულაციებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, აღჭურვილობებსა და მომსახურებას, დაამყარონ კავშირები მომავალი საქმიანი თანამშრომლობისთვის, აგრეთვე მიიღონ ცოდნა საბაზრო ბიზნესის მეთოდებზე“, - აღნიშნულია პროგრამაში.
სამკვირიანი ჯგუფური სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას Farm Progress Show, სასწავლო პროგრამაშია შესულია საკითხები ნორმატივებზე, კანონმდებლობაზე, ბიზნესგეგმების შედგენაზე, კულტურათაშორის კომუნიკაციებსა და მოლაპარაკებებზე, აგრეთვე ბიზნესის მართვაზე. სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც აგრობიზნესის ცალკეულ სფეროებში მოღვაწეობენ და შეხვდებიან დარგის სპეციალისტებს.
„პროგრამის მსვლელობისას განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა, აგროქიმიკატები, მემცენარეობა, მეცხოველეობა, გადამუშავება, პროდუქციის მარკეტინგი და დისტრიბუცია და სოფლის მეურნეობის აღჭურვილობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამერიკული მთავრობა საკუთარ თავზე იღებს პროგრამაში მონაწილეების კიევიდან, მოსკოვიდან ან სტამბულიდან ფრენის, საცხოვრებელ და კვების, სწავლების, თარჯიმნების მომსახურებისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს, ამასთანავე, სტიპენდიას 400 აშშ დოლარის მოცულობით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს აგროსფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ და იკავებდნენ საპასუხისმგებლო პოზიციას კომპანიებში, გარდა ამისა, თავისუფლად ფლობდნენ ინგლისურ, ან რუსულ ენას. სასურველ კანდიდატებს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო შეარჩევს.
ანკეტების შევსების ბოლო ვადაა 9 ივნისი. სწავლება 19 აგვისტოს იწყება და 9 სექტემბრამდე გრძელდება.
SABIT-ის ფარგლებში აქამდე სტაჟირება ევრაზიის, სამხრეთ აზიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთიდან 6 ათასმა მენეჯერმა გაიარა.
აპლიკაცია და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილზე: