მობილური ტელეფონების გამო საქართველოდან ყოველწლიურად 150 მილიონი დოლარი გადის
საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტის მოცულობამ გასულ წელს 149 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტზე (რეექსპორტზე) მხოლოდ 8 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, დანარჩენი კი - ქვეყანაში დარჩა.
ტელეფონებზე საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის ბევრს ხარჯავდა (2011 წელს – 134 მილიონი დოლარი, 2012 წელს - 119 მილიონი დოლარი, 2013 წელს -152 მილიონი დოლარი შეადგინა), თუმცა, პიკს, 196 მილიონ დოლარს, 2014 წელს მიაღწია.
ტელეფონებს მკვეთრად ჩამორჩება კომპიუტერების იმპორტი, რომელიც გასულ წელს 2014 წელთან შედარებით განახევრდა და 59 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება დანარჩენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ტელევიზორების იმპორტმა ერთ წელში 33%-ით მოიკლო და 56 მილიონი დოლარით განისაზღვრა, სარეცხი მანქანების - 2,2-ჯერ შემცირდა, 20 მილიონ დოლარამდე, მაცივრების - 34%-ით, 51 მილიონ დოლარამდე, ხოლო ღუმელების -32%-ით, 13 მილიონ დოლარამდე.
ბელა ნოზაძე