Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Вторник, 12 Ноябрь
03 Июль 2017 | 11:43 Антипропаганда

შავი ზღვის უსაფრთხოება - შანსი საქართველოსთვის თუ მშვიდობის შორეული პერსპექტივა

შავი ზღვის უსაფრთხოება - შანსი საქართველოსთვის თუ მშვიდობის შორეული პერსპექტივა

შავი ზღვის უსაფრთხოება - შანსი საქართველოსთვის თუ მშვიდობის შორეული პერსპექტივა

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება "შავი ზღვის", იგივე "Wider Black Sea"რეგიონის ტერმინი და, შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელსაც შეხება აქვს შავი ზღვის აუზის რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებასთან, პირდაპირ განიხილება საერთო რეგიონალური უსაფრთხოების ჭრილში. 

 

საქართველო-რუსეთის დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება სწორედ შავი ზღვის სანაპიროს კონტროლს უკავშირდება. ამავე დროს, შავი ზღვის დასავლეთ და სამხრეთ ნაპირები ჩრდილოატლანტიკური კავშირის კონტროლის ზონას მიეკუთვნება. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის კონტროლისა და მოქმედების არეალი განსაკუთრებით გაიზარდა და თურქული სამხედრო წარმომადგენლების განმარტებით, შავ ზღვას რუსულ ტბად ქცევის პერსპექტივაც გაუჩნდა. თავი რომ გავანებოთ რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების პერიოდულ დაძაბვას, აშკარაა, რომ შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემო განსაკუთრებით დაიძაბა და საქართველოს არა მხოლოდ დამატებითი სირთულეები შეექმნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არამედ მნიშვნელოვნად გაეზარდა სამხედრო აგრესიის განახლების პერსპექტივა. რაში გამოიხატება ეს სირთულეები და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათ გასანეიტრალებლად, რაც ამავე დროს, რუსულ ნარატივს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის უპერსპექტივობის შესახებ მნიშვნელოვნად გააქარწყლებდა?

 

რეგიონის უსაფრთხოების გარემოს რამოდენიმე განზომილება გააჩნია, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და რომელთა განცალკევებით განხილვა დაუშვებელია. გარდა პოლიტიკური და სამხედრო განზომილებისა, უსაფრთხოების გაგებასთან პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო-ენერგეტიკული და სავაჭრო-ეკონომიკური

სფეროები (იხილეთ ქვემოთ  სურათები).

  

წყარო: www.maritimevesseltraffic.com

 

წყარო: www.maritimevesseltraffic.com

 

ძირითადი ეკონომიკური აქტიურობის მიხედვით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ანუ საქართველო, შედარებაშიც არ მოდის დასავლეთ სანაპიროსთან. ხოლო თუ არ გავითვალისწინებთ თურქეთისა და ევროკავშირის ქვეყნების (ბულგარეთი, რუმინეთი) საპორტო ქალაქების ტვირთბრუნვას, აშკარაა, რომ ქართული საპორტო ქალაქები ახლოსაც კი ვერ მივლენ ოდესის ან ნოვოროსიისკის პორტების "გემთბრუნვასთან". არსებული გარემოება დამაფიქრებელია, რადგანაც ერთის მხრივ, არ ადასტურებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობას და, შესაბამისად, ევროპული დღის წესრიგიდან ხსნის სატრანსპორტო (საზღვაო) დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას. ამ გარემოებას კი, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყირიმის ოკუპაციის შემდეგ შეცვლილი სამხედრო-სტრატეგიული ვითარების გამო.

 

სატრანსპორტო ტვირთბრუნვის საკითხისგან განსხვავებით, გაცილებით მომგებიანად გამოიყურება საქართველოსთვის ენერგომატარებლების ტრანზიტის ფუნქციის სურათი, რაც, პირველ რიგში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მნიშვნელობით აიხსნება. ტრანსანატოლიური გაზსადენის დასრულებისა და შაჰდენიზ 2 საბადოდან ევროპაში დამატებითი მოცულობით გაზის ტრანსპორტირებასთან ერთად, საგრძნობლად გაიზრდება აღნიშნული დერეფნის უსაფრთხოების მნიშვნელობა. ეს კი პირდაპირ მოითხოვს როგორც აქტიურ თანამშრომლობას (სამხედრო და კონტრტერორისტულ სფეროებში)ტრანზიტორ ქვეყნებს შორის, ასევე ევროკავშირის მხრიდან დამატებით ჩართულობას კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მყარი მექანიზმების შესაქმნელად.

 

აქამდე ერთადერთ მრავალეროვნული ფორმატი თანამშრომლობისა უსაფრთხოების სფეროში "BLACKSEAFOR" რეალურად მხოლოდ ძებნა-გადარჩენის, ჰუმანიტარული დახმარების, განაღმვისა და გარემოს დაცვის მისიებს ემსახურებოდა. ხოლო ჯერ 2008 წელს, შემდეგ კი 2014 წლიდან, მან დაკარგა შინაარსი და მნიშვნელობა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და იქ განლაგებული სამხედრო დაჯგუფების საგრძნობმა გაძლიერებამ რადიკალურად შეცვალა შავი ზღვის აუზში აქამდე არსებული ძალთა განლაგება და როგორც თურქეთი ცალკე, ასევე მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მოულოდნელი გამოწვევის წინაშე დააყენა (იხილეთ სურათი ქვემოთ).

წყარო: http://missiledefenseadvocacy.org/missile-threat-and-proliferation/todays-missile-threat/russia-anti-access-area-denial-coming-soon/

 

რუსეთმა სწრაფად განათავსა საჰაერო თავდაცვისა (S300/S400)და სანაპირო სარაკეტო თავდაცვის (Bal/Bastion) სისტემები ნახევარკუნძულზე,  სარაკეტო სისტემა "კალიბრ"-ით აღჭურვილი პროექტ 636.3 (ვარშავიანკა)-ის წყალქვეშა ნავები და 11356 (გრიგოროვიჩ)-პროექტის, ისევე როგორც 21631-პროექტის (ბუიანი) მცირე საბრძოლო ხომალდები. დამატებით გადასროლილ იქნა საავიაციო ესკადრილიები (სუ30მ/სმ) და ტაქტიკური ბალისტიკური სისტემა "ისკანდერი", რითაც პრაქტიკულად დასრულდა სამხედრო ტერმინოლოგიით "შეღწევისა და სივრცის შეზღუდვის" იგივე Anti access/area denial (A2AD)ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება. მსგავსი "ქოლგები"რუსეთმა საკუთარი საზღვრის და არა მხოლოდ, გასწვრივ განალაგა, რამაც ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი სარდლის, გენერალ ფილიპ ბრიდლოვის განცხადებით, რუსეთს ძალის პროეცირების და, შესაბამისად, უფრო აგრესიული პოლიტიკის განხორციელების საშუალება მისცა.

 

წყარო: http://iswresearch.blogspot.com/2016/08/russian-anti-access-and-area-denial.html

ნათელია, რომ საქართველოსთან კომუნიკაციის გზების (საზღვაო, საჰაერო) უსაფრთხოება სერიოზულად გართულდა და გაცილებით რეალურს ხდის საქართველოს სრული იზოლაციის ალბათობას რუსეთის მხრიდან მორიგი დაპირისპირების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, საქართველოს თავდაცვის მისიის განსახორციელებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დროული ჩარევა. ეს კი მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციების გზით არის შესაძლებელი, რომლის ეფექტური ჩაკეტვაც რუსეთს დღეისათვის სავსებით ხელეწიფება.

 

რუსული სამხედრო წარმომადგენლების განმარტებით მათი გემთსაწინააღმდეგო სარაკეტო "ხელი" იმდენად გრძელია, რომ, საკუთრივ, თურქულ სანაპიროებსაც კი წვდება. შესაბამისად, რუსული A2AD-ს ნეიტრალიზება ან გარღვევა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკურ ამოცანად იქცევა. ასევე ნათელია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტიური მონაწილეობის გარეშე, ხსენებული ამოცანა განწირული იქნება. ამრიგად, ყირიმის ანექსიის შემდეგ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი, ერთის მხრივ, მოიცავს ვიწრო გაგებით ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერების აუცილებლობას, ხოლო მეორეს მხრივ, ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატ საქართველოსთვის დახმარების ეფექტური მექანიზმების შექმნას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იძულებულიი გახდა, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები (იხ. ქვემოთ).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:http://www.dw.com/en/poland-welcomes-historic-nato-deployment-near-kaliningrad/a-38424403

 

 

განსაკუთრებით ვარშავის სამიტზე ნატო-მ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების აუცილებლობას, თუმცა შავი ზღვის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს, მიუხედავად მათი მნიშვნელობის აღიარებისა, გაცილებით ნაკლები წონა მიენიჭა ბალტიის ქვეყნების მიმართულებასთან შედარებით.

 

თუ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში თითოეული საბრძოლო დაჯგუფება განლაგდა და დამატებითი საჰაერო პატრულირებისა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობები შეიქმნა, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მზადყოფნის სამოქმედო გეგმის ფარგლებში (Readiness Action Plan) გაცილებით მოკრძალებული ნაბიჯები გადაიდგა.  კერძოდ, რუმინეთში (კრაიოვა) შეიქმნა მრავალეროვნული ბრიგადის სტრუქტურა და ლოგისტიკური ბაზა, რომელიც ასევე მრავალეროვნული დივიზიის შტაბ-ბინის დაქვემდებარებაში განთავსდა და ნატო-ს, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნების ძალების, პერმანენტული წვრთნებით იქნება დაკავებული. ვარშავის სამიტის ფარგლებში მიღებული Tailored Forward Presence (TFP) ფორმატში აშშ-მ გადაისროლა 500 სამხედრო მოსამსახურე მიჰაილ კოგალნიჩეანუს (Mihail Kogalniceanu) მოწინავე ბაზაზე, რომელიც ასევე საჰაერო ბაზას წარმოადგენს და სადაც დამატებით საჰაერო კომპონენტი განთავსდა (ბრიტანული 4 ტაიფუნის გამანადგურებელი) საჰაერო პატრულირების მისიის გასაძლიერებლად.

 

დამატებით, ალიანსმა საზღვაო საჰაერო პატრულირების, დაზვერვა-თვალთვალისა და რეკოგნოსცირებისა და საჰაერო კონტროლისა და გაფრთხილების (ავაქსის) სისტემები განალაგა. რაც შეეხება საზღვაო კომპონენტს, ალიანსმა აღიარა კოორდინაციის ამაღლების აუცილებლობა ნატო-ს მუდმივი მზადყოფნის საზღვაო ძალებსა და ალიანსის შავი ზღვის რეგიონის წევრებს შორის. ეს ინიციატივა გულისხმობს საბრძოლო ხომალდების გაცილებით ხშირ ვიზიტს რუმენითისა და ბულგარეთის საზღვაო ბაზებში, საზღვაო წვრთნების ინტენსივობის ზრდას და ვითარების ცოდნის/ფლობის გაუმჯობესებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საზღვაო კომპონენტის გაძლიერება ყველაზე პრობლემატურ სფეროს წარმოადგენს, რადგანაც ნატო-ს ფლოტის შავ ზღვაში ნებისმიერი გაძლიერება პირდაპირ გულისხმობს არა შავის ზღვის ქვეყნების ძალების შემოყვანის აუცილებლობას, რაც მონტროს კონვენციით მკაცრად შეზღუდულია (რაოდენობა, ტონაჟი, დარჩენის ხანგრძლივობა). ხოლო რუმინეთსა და ბულგარეთს საშუალოვადიან პერსპეტივაში არ გააჩნიათ საზღვაო ფლოტის საგრძნობი გაძლიერების გეგმები. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ  რუმინეთში (დევეშელუ) განლაგებულია ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის ბაზა, რომელიც SM3 Block IB ტიპის 24 რაკეტით ოპერატიულ მზადყოფნაში 2016 წლის აგვისტოში შევიდა და რუსეთისთვის სტრატეგიულად მიუღებელ ფაქტორს წარმოადგენს. 

 

ამრიგად, ნათლად იკვეთება რეგიონალური უსაფრთხოების კონტურები, რომელიც საქართველოსთვის არც თუ სახარბიელოა. ნატო-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად მხოლოდ ნატო-ს წევრების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზეა მიმართული და ისიც მხოლოდ დოზირებულ ხასიათს ატარებს. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, ანუ საქართველო, არ არის ჩართული ამ ფორმატში, და მხოლოდ ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის კონტექსტში შეიძლება განიხილებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი მუდმივად მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ წვრთნებში, როგორიცაა Nobel Partner და Agile Spirit, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მათი მნიშვნელობა არ უნდა იქნას გადაჭარბებულად შეფასებული და ალიანსისთვის ერთგვარ ტესტ-ინდიკატორს წარმოადგენს, ძალების ეფექტური გადასროლისთვის ევროპულ კონტინენტზე. შესაბამისად, სამხედრო ფაქტორის კრიტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, აშკარაა რომ საქართველოსთვის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი გაცილებით კომპლექსური და ფართო საკითხია, ვიდრე მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური. ეკონომიკური ფაქტორების უდიდესი მნიშვნელობის არდანახვა დაუშვებელია. თუ საქართველოს სასარგებლოდ დამატებითი სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება ობიექტურად შეზღუდულია, ეკონომიკური (სავაჭრო-სატრანსპორტო, ენერგეტიკული) ფაქტორების ინტენსიფიკაცია ანბანურ აუცილებლობას წარმოადგენს უსაფრთხოების მყარი გარანტიების პოზიტიური წინაპირობის შესაქმნელად, მსგავსად იმ ეფექტისა, რაც 90-იანი წლების მიწურულს, ტრასეკა-ს და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტების ჯერ გახმოვანებას, ხოლო შემდეგ განხორციელებას მოყვა.

 

სწორედ სატრანსპორტო და სატრანზიტო ფუნქცია წარმოადგენს იმ ასათვისებელ ნოყიერ ნიადაგს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის გამოყენებული და რომელსაც საგრძნობი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებაში, სწორედ მზარდი ეკონომიკური დაინტერესების გამო. საინტერესოა, რომ ჩინეთის გლობალური სატრანსპორტო-საინვესტიციო პროექტში One Belt One Road საქართველოს (მის მაგისტრალებს და პორტებს) პრაქტიკულად არავითარი მნიშვნელობა ენიჭება (იხილეთ სურათი ქვემოთ) ძირითადი სატრანსპორტო ნაკადების თვალსაზრისით, რაც საგანგაშოა.

 

 

 

 

 

წყარო: https://www.thebeijinger.com/blog/2017/05/09/one-belt-one-road-what-expect-beijing-meetings-may-14-15

 

 

როგორც ჩანს, ძირითადი აქცენტი ისევ რუსეთზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ირანსა და თურქეთზე კეთდება საქარველოს გვერდის ავლით დასავლეთისკენ ტვირთების გადასაზიდად. ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის ფონზე ამ გლობალურ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილის არ თუ ვერდაკავება იქნებოდა სტრატეგიული შეცდომა, ხოლო ტრანსკასპიური გაზსადენის იდეის განხორციელებასთან ერთად ის წარმოუდგენელ დიდ ბიძგს მისცემდა როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი ინვესტიციების ჩადებისთვის.

 

საქართველოსთვის უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტიის შემდგომ ეტაპს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს (MAP), რომელიც ამ ეტაპზე ძნელად მისაღწევი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, ალტერნატიულ გზად რჩება უსაფრთხოების განმტკიცების ორმხრივი ფორმატი, რომელიც საქართველომ აქტიურად უნდა გამოიყენოს პირველ რიგში თავის სტრატეგიულ პარტნიორ, აშშ-სთან მიმართებაში, მაგრამ ასევე თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში.

 

უნდა მოხდეს მთავარი პრინციპის ლობირება და ცხოვრებაში გატარება, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყველა მეზობლის და გლობალური აქტორის სტრატეგიულ ინტერესში უნდა შედიოდეს. ეს კი, ცხადია, მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორებით ვერ იქნება განპირობებული. თუ აშშ საქართველოში პირდაპირ განიხილება სამხედრო თავდაცვისუნარიანობის მდგრადობის, ზრდისა და გარანტიის ჭრილში (სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნების ზრდა), რაც ლოგიკურიცაა, ევროკავშირთან მიმართებაში მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს სამეზობლო პოლიტიკისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დადგენილი მიზნების შესრულებაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე და, განსაკუთრებით, ეკონომიკურ ჭრილში. აღნიშნული ნაბიჯები გამოიწვევს, ზოგადად, ეკონომიკის (განს. სატრანსპორტო-ენერგეტიკული) და მისი წონის ზრდას სტრატეგიულ რუკაზე დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას რეგიონალური მასშტაბით, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფორმატებში მზარდ ჩართულობას და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატების ინტენსიფიკაციას.

 

ერთობლიობაში, ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი გაცილებით გაამყარებს საქართველოს უსაფრთხოების მექანიზმებს, საგრძნობლად გაართულებს რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შესაძლებლობას და სავსებით რეალურს გახდის ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო ეტაპის სწრაფ და წარმეტებით დაგვირგვინებას. 

 

 

 

 

გამოყენებული წყაროები:

http://www.atlanticcouncil.org/images/publications/NATO_Strategy_Black_Sea_Region_web_1004.pdf

https://www.files.ethz.ch/isn/115942/2010_PolicyReport-2.pdf

http://ukrainianweek.com/Security/50806

http://www.marinevesseltraffic.com/2013/06/black-sea-marine-traffic.html

https://sputniknews.com/russia/201608071044034181-russian-karakut-warships-analysis/

https://themoscowtimes.com/articles/black-sea-rising-rebirth-of-a-russian-fleet-52191

https://www.csis.org/analysis/nato-and-russia-black-sea-new-confrontation

https://www.csis.org/analysis/geostrategic-importance-black-sea-region-brief-history

https://www.thecipherbrief.com/article/europe/nato-zeros-black-sea-security-1091

https://www.americanprogress.org/issues/security/reports/2015/05/06/112511/turkeys-growing-energy-ties-with-moscow/

http://www.dw.com/en/poland-welcomes-historic-nato-deployment-near-kaliningrad/a-38424403

http://iswresearch.blogspot.com/2016/08/russian-anti-access-and-area-denial.html

http://missiledefenseadvocacy.org/missile-threat-and-proliferation/todays-missile-threat/russia-anti-access-area-denial-coming-soon/

https://sputniknews.com/infographics/201705131053558718-russia-black-sea-fleet/

https://www.thebeijinger.com/blog/2017/05/09/one-belt-one-road-what-expect-beijing-meetings-may-14-15

http://www.eur.army.mil/noblepartner/

 

 

 

 

Прочитано
6247
Отправить письмо

Связанный:

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის (EU4Youth) ოთხწლიანი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ვრცელდება და საქართველოს გარდა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. EU4Youth პროგრამა ხ

11 Mай 2018 | 20:47 Образование Далее
ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში გასული 4 წლის განმავლობაში ოთხი პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც  დაინერგა მოდულური მიდგომები, შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა დამსაქმებლების ჩართვას პროფესიული გ

22 Март 2018 | 13:49 Образование Далее
2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ სტრატეგიაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინოვაციების დაბალ დონეს ქვეყანაში: “საქართველო ჩამორჩება თავის საინოვაციო პოტენ

22 Декабрь 2017 | 14:25 Бизнес Далее
საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

2010/31/EU რეგულაციის თითოეული კომპონენტის შესრულება, ოპტიმალური ხარჯის გაწევის პირობებში, დადებითი ეფექტის მომტანი იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე ეკოლოგიისთვის: სხვა თანაბარ პირობებში, გაიზრდება ენერგოეფექტურობის საერთო მაჩვენებელი, გაჩნ

26 Cентябрь 2017 | 14:35 Транспорт и логистика Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

banner
banner
banner
banner
banner