Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 23 Август
06 Ноябрь 2017 | 17:12 Транспорт и логистика

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, როგორც ფისკალური რისკის წყარო

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, როგორც ფისკალური რისკის წყარო

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვა ენერგეტიკის სამინისტროსა და კერძო მფლობელობაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ერთ-ერთი კომპონენტია. ასეთ ხელშეკრულებებში მესამე მხარის პოზიციაში წარმოდგენილია საქართველოს „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო), რომელიც ელექტროენერგიას უშუალოდ კერძო კომპანიებისგან შეისყიდის. ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის კომპონენტის მიხედვით სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრულ დროით შუალედში  გარკვეულ ფასად, გარკვეული „მოცულობის“ ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებას იღებს. მეორე მხრივ, კომპანია ვალდებულია „ესკო“-თვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული პირობების მიხედვით.

2015 წელს საქართველომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან“ („ს.ს.ფ“) ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების შეფასების მექანიზმის შემუშავების რეკომენდაცია მიიღო. საქართველოს მთავრობამ კი რისკების შეფასების მექანიზმის შემუშავებამდე გარანტირებულ შესყიდვებზე კერძო სექტორთან მოლაპარაკებებზე მოკლე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გაუქმდა. თუმცა, ამავე საკითხზე საქართველოს მთავრობა 2017 წელს ისევ იღებს რეკომენდაციას „ს.ს.ფ“-სგან“. რეკომენდაციაში ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება სახელმწიფო ფისკალურ რისკებს შორისაა დასახელებული. რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული ხელშეკრულებების ინიცირებისგან სანამ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ მოწესრიგდება. „ს.ს.ფ.“ თავის რეკომენდაციებში მკაფიოდ ამბობს, რომ პრობლემაა ასეთი გარანტირებული შესყიდვების თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება დიდი სიმძლავრის ჰესებთან. „ს.ს.ფ“ ითვალისწინებს რა საქართველოს ენერგოსექტორის სპეციფიკაციებს, რეკომენდაციის ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნევს 500 მგვტ.-მდე ჯამური სიმძლავრის მქონე პროექტებისთვის გარანტირებული ხელშეკრულებების გაფორმებას, რომელიც მოიცავს 8 თვიან პერიოდს და კვტ.სთ-ის შესასყიდი ფასი არ აღემატება 6 ცენტს. გარანტირებული შესყიდვების კუთხით, ფისკალური რისკების გათვალისწინების პირობით, გამონაკლისი დაიშვება ორ პროექტზე: კორომხეთი ჰესი და ნამახვან ჰესების კასკადი („“ს.ს.ფ“, ქვეყნების ანგარიში N 17/97, საქართველო“)

ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ უკვე დაიწყო „ს.ს.ფ“-ის რეკომენდაციის განხილვა და მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის კუთხით არსებული რეგულაციების გადახედვისთვის.    

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც მთავრობა მიმართავს.  უცხოელი ინვესტორები, ენერგობაზრის სტრუქტურისა და ვაჭრობის მოდელთან ერთად ყოველთვის ინტერესდებიან გარანტირებული შესყიდვის საკითხით, ვინაიდან ეს უკანასკნელი კომპონენტი მათთვის რისკების დივერსიფიცირებისა და ინვესტიციის პერსპექტივის განსაზღვრის საშუალებაა. საერთო ჯამში, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტორებისთვის ქართული ენერგობაზარი ჯერჯერობით  არ არის იმდენად მომხიბვლელი, რომ მათ სახელმწიფო გარანტიების გარეშე განახორციელონ მსხვილი ინვესტიციები ენერგიის გენერირების რგოლში.  „ს.ს.ფ“ ითვალისწინებს რა ამ მოცემულობას, მიიჩნევს, რომ დღემდე განსაზღვრული ტიპის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვისთვის საჭირო ინსტრუმენტია. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, სასწორის მეორე მხარეს დევს საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტაბილურობა, რომელიც შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, გარანტირებული ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების გამო.

გარდა ფისკალური რისკისა (სახელმწიფოს ეზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი), სახელწიფოს მიერ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგობაზრის ლიბერალიზაციაზე უარყოფითად მოქმედებს, ანუ ენერგობაზარი ნაწილობრივ კარგავს იმ საბაზრო თავისუფლებას, რომლის მეშვეობითაც უნდა განისაზღვრებოდეს ენერგიის კონკურენტული საბაზრო ფასები. შეიძლება ითქვას, რომ მსხვილმასშტაბიანი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგობაზრის რეგულირების ირიბი ინსტრუმენტია მთავრობის ხელში. შესაბამისად, თუ პირდაპირ რეგულაციას ქართულ ენერგობაზარზე „სემეკი“ ახდენს, არაპირდაპირი ზეგავლენის მოსახდენად „ესკო“ თითქმის კარტ-ბლანშს ფლობს. 

მაშინ, როდესაც ენერგობაზარი სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევის გარეშე ვერ ახერხებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, გარანტირებული შესყიდვის პრაქტიკა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად განვიხილოთ. ენერგოუსაფრთხოება კი საქართველოსთვის განსაკუთრებით მწვავე საკითხია, ვინაიდან დღემდე ენერგოიმპორტიორი ქვეყანა ვართ, ასევე ჩვენი ძირითადი ენერგორესურსის, ჰიდროენერგიის გენერირება მკვეთრი სეზონურობით ხასიათდება. გარდა ამისა, ენერგიის გარანტირებული შესყიდვები, როგორც ინსტრუმენტი, შესაძლებელია ეფექტური აღმოჩნდეს ქარის და მზის ენერგიის გენერირების წახალისების კუთხით, რაც საერთაშორისო დონეზე არც ისე იშვიათი პრაქტიკაა.

საქართველოს მიერთებით ევროპული ენერგოგაერთიანების დამფუძნებელ ქარტიასთან ჩვენ, სხვა დირექტივებთან და რეგულაციებთან ერთად, მივიღეთ დირექტივა #2005/89/EC ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ.  ეს დირექტივა პირდაპირ არ მიემართება გარანტირებული შესყიდვების თემას, თუმცა არსებობს ირიბი კავშირი, ვინაიდან დირექტივა ეხება ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს. დირექტივაში ენერგოუსაფრთხოების კუთხით ყურადღება გამახვილებულია გადამცემი სისტემის ოპერატორის როლზე და მის ფუნქციებზე. აღნიშნულია, რომ მსგავსი შუამავალი რგოლის ოპერირება არ უნდა ზღუდავდეს ენერგობაზრის თავისუფლებას, ანუ ელექტროენერგიის მწარმოებელს საშუალება უნდა ქონდეს თავისი პროდუქტის (ელექტროენერგია)  მიწოდება მოახდინოს მისთვის სასურველ წერტილში, ხოლო მომხმარებელს ქონდეს მისთვის სასურველი მომწოდებლის არჩევის თავისუფლება. „ესკო“ კი საქართველოში ექსკლუზიურად, შეიძლება ითქვას მონოპოლისტურად, ახორციელებს ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტს, გარანტირებული სიმძლავრეებით ვაჭრობას, ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვებს და სხვა ოპერაციებს. უნდა აღინიშნოს, კომპანია  კომერციული საკუთრებაა, რომლის 100% პროცენტი „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაშია და  მთლიანად მართვის უფლებით გადაცემულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის.

ენერგობაზრის იდეალური ლიბერალიზაციისა თუ თავისუფლების ხარისხით ენერგოგაერთიანების არც ერთი ქვეყანა არ არის წარმოდგენილი, თუმცა საქართველო, ამ კუთხით, ენერგოგაერთიანების წევრ ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება.  სხვა საჭიროებებთან ერთად საქართველოს ენერგობაზარზე მომხმარებლის თუ მწარმოებლის „არჩევანში“ თავისულლების მისაღწევად ენერგოსექტორში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა აუცილებელი.   

 ერთი მხრივ საქართველოში დამატებითი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლების შედეგად ჩვენთვის ენერგოდეფიციტური პერიოდის ხანგრძლივობა შემცირდება, ვინაიდან გაჩნდება დამატებითი ჰიდრორესურსები, რომელსაც ჰიდროენერგოდეფიციტურ პერიოდში გამოვიყენებთ, ეს ფაქტორი კი, თავის მხრივ შეამცირებს გარანტირებული ხელშეკრულებების გაფორმების აუცილებლობას. თუმცა, მეორე მხრივ, ახალი ჰესების მშენებლობით იზრდება ელექტროენერგიის გარანტირებული ხელშეკრულებების მასშტაბები. სწორედ, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესის დარეგულირებისკენაა მიმართული „ს.ს.ფ“-ის რეკომენდაცია, რომლის მიხედით თავი უნდა შევიკავოთ გრძელვადიანი (8 თვეზე მეტი) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებისგან მსხვილი მასშტაბის (500 მგვტ-ზე მეტი ) ჰიდროელექტროსაგურების მშენებლობის პროექტებთან, სადაც კვტ.სთ-ის ფასი საშუალო საბაზრო ფასზე მაღალი იქნება ( 6 ცენტზე მეტი). ასე, რომ აუცილებელია შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა დეტალურად განიხილონ „ს.ს.ფ“-ის ეს კონკრეტული რეკომენდაცია და გარკვეულწილად განახორციელონ ამ რეკომენდაციების ეტაპობრივი შესრულება.

Прочитано
2956
Отправить письмо

Связанный:

ენერგოგაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის სამუშაო პროცესის შეჯამება (2017 წელი)

ენერგოგაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის სამუშაო პროცესის შეჯამება (2017 წელი)

როგორც თითოეული რეგულაციის თუ დირექტივის შესრულების სამუშაოების განხილვიდან ჩანს, ენერგოგაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს ჯერჯერობით არ აქვთ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუმც

27 Февраль 2018 | 10:14 Далее
შემცირდება თუ არა მთავრობის პირდაპირი ჩარევა ელეტროენერგიის ბაზარზე ?

შემცირდება თუ არა მთავრობის პირდაპირი ჩარევა ელეტროენერგიის ბაზარზე ?

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო) აღარ იქნება ის სუბიექტი, რომელიც მომავალ ინვესტორებზე ელ.ენერგიის შესყიდვის გარანტიებს გასცემს.

08 Февраль 2018 | 11:52 Далее
პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ

პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ

პოლონეთი ცდილობს დაითანხმოს ა.შ.შ., რათა „ნორდ სტრიმ 2“ პროექტის განხორციელებისთვის რუსეთს სანქციები დააკისროს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მათეუს მორავიეკმა განაცხადა.

01 Февраль 2018 | 13:32 Транспорт и логистика Далее
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება

გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წინასაკვალიფიკაციო პროცესი, ანუ ეტაპი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის უფლება ექნებათ. არსებული ინფორმაციით საკვალიფიკაციო პროცესში უკვე 8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

25 Декабрь 2017 | 15:52 Транспорт и логистика Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში 2008 წელს დაფუძნდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა ააშენა. იმავე წელს 70-მდე სული მსხვილფეხა საქონელი შვეიცარიიდან შემოიყვანა და მას შემდეგ ბიზნესის ასაწყობად, როგორც მისი დამფუძნებ

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

banner
banner
banner
banner
banner