Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Понедельник, 07 Октябрь
06 Июнь 2019 | 15:13 Сельское хозяйство

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღო

მეფუტკრეები, რომელთა თაფლმაც რიგაში BIOR-ის ლაბორატორიაში დადებითი შეფასება მიიღეს eugeorgia.info-სთან თაფლის წარმოებისა და რეალიზაციის პრობლემებზე ისაუბრეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ვიდრე  ამ პრობლემების განხილვაზე გადავალთ, თვალი გადავავლოთ თაფლის წარმოების ტენდენციებს ქვეყანაში.




გრაფიკზე წარმოდგენილია თაფლის წარმოება  2008-2017 წლებში.  თუმცა, ეს მონაცემები არაზუსტია და ქვეყანაში გაცილებით მეტი თაფლი იწარმოება. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2016-2017 წლებში წარმოება შემცირებულია.  2015 წელთან შედარებით 39%-იანი შემცირება ფიქსირდება 2017 წელს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ნატურალური თაფლის იმპორტი (გამოხატული ღირებულებაში) 2017 წელს 18,7%-ით არის გაზრდილი 2015 წელთან შედარებით.

2017 წლის მონაცემებთ, საქართველოში თაფლის წარმოების მიხედვით პირველ ადგილზეა კახეთი, სადაც თაფლის მთლიანი მოცულობის 36% მოდის. დანარჩენი 64% იწარმოება იმერეთში (16%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (12%), ქვემო ქართლში (12%), სამცხე-ჯავახეთში (4%), შიდა ქართლში(4%), აჭარაში (4%) და დანარჩენ რეგიონებში (12%)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით მეფუტკრეობის დარგში რეგისტრირებულია 73 აქტიური საწარმო. რომელთაგან 27 ინდივიდუალური მეწარმეა, 26 შპს, ხოლო 19 - კოოპერატივი. ასევე არიან სხვა შერეული ტიპის აქტიური სტატუსის მქონე კოოპერატივებიც, რომლებიც სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად ეწევიან მეფუტკრეობასაც. ამასთანავე, თაფლი იწარმოება ოჯახურ მეურნეობებშიც, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბიზნესის რეგისტრში.

ჩვენ წელსაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან.  2018 წლის მონიტორინგის შედეგად სულ 100 ნიმუში გაიგზავნა, რომელთაგან დარღვევა არ დაფიქსირებულა 46 ნიმუშში. Eugeorgia.info დაუკავშირდა იმ თაფლის მწარმოებლებს, რომელთა თაფლმაც გაიარა ლაბორატორიული შემოწმება რიგაში და აღმოჩნდა, რომ პროდუქტი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არის უვნებელი. ჯამში გამოიკითხა 29 მწარმოებელი, რომელთა უმრავლესობა (70%) კოოპერატივია. გამოკითხულთაგან უმრავლესობას, შარშანდელი მოსავლიდან ძალიან მცირე მოცულობები აქვთ დარჩენილი, და ისინი ძირითადად რეალიზაციას ინდივიდუალურად, პირადი ნაცნობების დახმარებით ახდენენ. ახალი მოსავლის აღება უმეტეს შემთხვევებში ივნისის დასაწყისში ხდება  და აგვისტოს ბოლოს სრულდება, ეს დამოკიდებულია ამინდზე და თაფლის სახეობაზე (აკაციის, ცაცხვის, წაბლის, ალპური).

 ცხრილში წარმოდგენილია იმ მწარმოებლების შესახებ ინფორმაცია, რომელთა ნიმუშებშიც არ აღმოჩნდა რაიმე სახის დარღვევა.






მეფუტკრეებისგან შევიტყვეთ თუ სად და როგორ იყიდება მათ მიერ წარმოებული თაფლი, ასევე რა პრობლემებს აწყდებიან წარმოებისა და რეალიზაციის პროცესებში.

მეფუტკრეებს თაფლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. მსხვილ სუპერმარკეტებსა და სარეალიზაციო ობიექტებში თაფლის შეტანა დიდ ხარჯებთანაა დაკავშრიდებული. გარდა იმისა, რომ მეფუტკრემ უნდა წარმოადგინოს ლაბორატიული დასკვნა იმისა, რომ თაფლი არ არის დაბინძურებული  და უვნებელია, ასევე მათთვის ძალიან ძვირია ყოველთვიური გადასახადები და მოსაკრებლები.

გიორგი მერაბიშვილი, კოოპერატივ „კოდის“ თავმჯდომარე:

„ჯერ-ჯერობით არ ვართ შესულები თბილისის სუპერმარკეტებში, რადგან დიდი პრობლემებია ამ მიმართულებით.  ხელოვნური ბარიერებია და ძალიან მაღალ გადასახადებსა და მოსაკრებლებს ითხოვენ. ამას ემატება ის, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ბაზარს უნდა მიეწოდოს ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტი, რის დასადასტურებლადაც საჭიროა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რომლის საშუალებაც არ გვაქვს.  1000 ევროზე ნაკლები არ ჯდება ერთი ნიმუშის გაგზავნა ევროპის ლაბორატორიაში, რაც საკმაოდ ძვირია“

ჯაბა შეშაბერიძე, კოოპერატივ „სკა“ თავმჯდომარე:

„ქსელში ვერ შევდივართ, ისეთ კაბალურ გარიგებებს გთავაზობენ არ ღირს, სტენდის გადასახადი,  ქეშბექი - თვეში 2000 ლარი მოითხოვა აგროჰაბმა და კარფურმა. რა უნდა გავყიდო 2000 ლარის, რომ მე  ეს თანხა გადავიხადო. ვინც არის შესული იმათ დაბალი ხარისხის თაფლი აქვთ, რომელსაც ბითუმად 5-6 ლარად ყიდულობენ. ჩემი თაფლის თვითღირებულება 8-10 ლარია. ეს ხარისხი რომ აწარმოო შესაბამისი პრეპარატები უნდა იხმარო, უნდა ამთაბარო, დამზადების ტექნოლოგიაც შესაბამისია საჭირო, უნდა დაიცვა სტანდარტები, წესები ვადები, დოზები“.

ავთანდილ პარუნაშვილი კოოპერატივი „პრიზმას“ წევრი:

„გუდვილში შევიტანე თაფლი და გაიყიდა 1 თვეში. პირველი პარტია რომ გაიყიდა მერე მეორეც შევიტანე, გაყიდვებსაც ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ ფაქტია, აფიორა გაითამაშეს. მე-6 წელია ფული ვერ ავიღე, აღარც სასამართლოდან ისმის რაიმე და შევეშვი, 2000 ლარს ვედავები, უკვე აღარც მაქვს სურვილი, რომ სხვა ქსელებთან ვითანამშრომლო“.

  1. თბილისის სუპერმარკეტების ქსელებს დაუკავშირდა და გამოარკვია თუ რა პირობები და მოთხოვნები აქვთ ნატურალური თაფლის ქსელში განთავსებასთან დაკავშირებით.

ორი ნაბიჯის პოლიტიკა თაფლთან მიმართებით ასეთია: ქსელში შესაძლებელია იყოს მხოლოდ ერთი მწარმოებლის პროდუქტი. ამჟამად 2019 წლის ბოლომდე  კონტრაქტი გაფორმებულია კონკრეტულ მწარმოებელთან. ოტქომბრის თვეში გამოცხადდება ნიმუშების მიღება შემდგომი პერიოდისთვის. პროცედურა შემდეგნაირია: თაფლი აუცილებლად უნდა იყოს დაფასოებული მინის ჭურჭელში და ეტიკეტირებული, მწარმოებლებმა უნდა წარმოადგინონ ნიმუშები და შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნები, რომ მათი თაფლი არის უვნებელი. ამასთან, უნდა წარმოადგინონ საბითუმო ფასი. ქსელი გადაწყვეტილებას მიიღებს ფასი -ხარისხის შეფასების პრინციპით ტენდერის წესით და გააფორმებს ხელშეკრულებას იმ მწარმოებელთან, რომელიც შესთავაზებს ამ ორი პარამეტრის ოპტიმალურ კომბინაციას.

აგროჰაბის ქსელში ამჟამად იყიდება რამდენიმე მომწოდებლის მიერ დამზადებული თაფლი, მათ შორისაა „მამაოების“ თაფლი და „თაფლიკაცი“, რომელთანაც დადებულია უვადო კონტრაქტი, რაც ნიშნავს, რომ თანამშრომლობა გრძელდება მანამ, სანამ ან ერთ მხარეს ან მეორე მხარეს არ მოესურვება  შეწყვეტა. ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი აგროჰაბის დახლზე სხვა მწარმოებლის თაფლი მოხვდეს.  განსაღვრული მოცულობა და კვადრატულობა სრულად არის  ათვისებული, ამიტომ აგროჰაბი არ საჭიროებს სხვა მომწოდებლის დამატებას. არსებულ მომწოდებლებთან თანამშრომლობის პირობები ინდივიდუალურია და კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

გუდვილში თაფლის განთავსების პირველადი მოთხოვნაა ლაბორატორიული კვლევის დასკვის და ნიმუშების წარმოდგენა. ეს ნიმუშები გადის საბჭოზე,  ხდება მათი გაცნობა და ამის შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება ახალი პროდუქციის დამატებაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღება პროდუქცია.  ერთი თვის შემდგომ აკვირდებიან რეალიზაციას. საქონლის წინასწარ ავანსად შესყიდვა არ ხდება. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მომწოდებელმა უზრუნველყოს მიწოდების უწყვეტობა. ამჟამად გუდვილის ქსელებში თაფლის  კატეგორია ძალიან გაჯერებულია, ყავთ ძალიან ბევრი მომწოდებელი, ამიტომ ჯერ-ჯერობით თაფლის დამატების საჭიროება არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია მოლაპარაკება ახალ მომწოდებლებთანაც, რაც უამრავ კომერციულ დეტალს მოიცავს და ინდივიდუალურად განიხილება.

ფუდმარტისა და სპარის ქსელებში ამჟამად ორი მომწოდებლის პროდუქციაა განთავსებული: „მეფუტკრე“ და“ბახმაროს თაფლი“. ასევე ზოგიერთ ქსელში პერიოდულად წარმოდგენილია „კულას“თაფლი. გამომდინარე იქედან, რომ თაფლის კატეგორიის გაყიდვები მცირეა, არ განიხილება ახალი მომწოდებლის დამატება ქსელში. მომწოდებელთან დადებული ხელშეკრულებების ვადა საშუალოდ ერთი წელია და თუ კი მხარეები თანხმდებიან იგივე კომერციულ პირობებზე თანამშრომლობა ავტომატურად გრძელდება. ახალმა მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, სურათი, ფასი და მომარაგების გეგმა. თუკი შემოთავაზებული ფასი ან პროდუქტი  აღმოჩნდება მიმზიდველი ქსელისთვის,  მოითხოვება ლაბორატოიული ანალიზის საბუთის წარდგენა.  პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს დაფასოებული და ეტიკეტირებული.

მეფუტკრეები იმაზეც ჩივიან,რომ ექსპორტზე ვერ გადის ქართული თაფლი ეროვნული ნიშნით. აზერბაიჯანში ისევ გადის არაოფიციალურად და რადგან დაფასოება დაეტიკეტირება იქ ხდება, არსად ფიქსირდება,რომ ეს თაფლი ქართულია. მეფუტკრეები ითხოვენ ქართული თაფლის ნიშნის შექმნას, რომ ადგილობრივ ბაზარზეც მომხმარებელმა ადვილად გაარჩიოს უვნებელი პროდუქტი  ანტიბიოტიკებით დასხვა ნარჩენი ნივთოერებებით დაბინძურებულისგან.

 ამას გარდა,  2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაანონსდა თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. მეფუტკრეები აღნიშნავენ,რომ პროცესები ძალიან გაჭიანურდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დირექტორის, გიორგი მიშელაძის ცნობით საწარმოს მშენებლობა დასრულებულია, ამაჟამად მიმდინარეობს აღჭურვილობის მონტაჟი, შემდეგ საწარმო გაიტესტება და სამართავად გადაეცემა მეორე დონის კოოპერატივს, სადაც მინიმუმ 35 კოოპერატივი იქნება გაერთიანებული.  როგორც სააგენტოს დირექტორი ამბობს, უკვე არის 50 კოოპერატივზე მეტმა გამოთქვა სურვილი, რომლებთანაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. მიშელაძის ცნობით, საწარმო კოოპერატივებს სავარაუდოდ სექტემბერში გადაეცემათ.

„შენობა ნაგებობა 1,1 მილიონი ლარი დაჯდა ხოლო აღჭურვილობა 800 ათას ლარზე მეტი. დამატებით  შესაძენია  საოფისე ავეჯი. საწარმო  8 წლიანი გამოსყიდვის პირობით გადაეცემა მეორე დონის კოოპერატივს. ამ 8 წლის განმავლობაში უნდა გამოისყიდონ მთლიანი ღირებულების 30% გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ხოლო 70% არის სახელმწიფო გრანტი“- ამბობს გიორგი მიშელაძე.

მოთხოვნები თითოეული კოოპერატივის მიმართ ასეთია:

თითოეულმა კოოპერატივმა უნდა მოიტანოს ყოველწლიურად მინიმუმ 2 ტონა თაფლი; არ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა ამ დროის განმავლობაში;  პროგრამაში ჩართული კოოპერატივების რაოდენობა არ უნდა შემცირდეს;  კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები.

გადამამუშავებელ  საწარმოში კოოპერატივებს შესაძლებლობა ექნებათ დააფასოონ, დაბრენდონ ერთგვაროვანი თაფლი და შეიტანონ როგორც მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებში,ისე გაიტანონ ექსპორტზე.

ავტორი: ქეთი მელქაძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 



Прочитано
15152
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო. ხელისუფლებამგადაწყვეტილება ამის შესახებ ვითარების სირთულიდან გამომდინარე მიიღო. მავნებელმა ყველაზე მეტად ამ დროისთვის სამეგრელო დააზარალა, თუმცა ასევე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს სხვა

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner