ევრობანკმა „კარფური“ საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის დააფინანსა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა „კარფურის“ ქსელს საქართველოში 39.5 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო.
როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აცხადებენ, კრედიტი საქართველოს მასშტაბით „კარფურის“ ახალი ობიექტების გახსნასა და ოპერირებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და საცალო ვაჭრობის განვითარებას.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი სურსათის მწარმოებლების მხარდაჭერას. ევრობანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ძირითადი ელემენტია მაჯიდ ალ ფუტაიმის მიერ ნაკისრი ვალდებულება, მოახდინოს ადგილობრივი მწარმოებლებისა თუ ფერმერული მეურნეობების სასურსათო პროდუქციის რეალიზაცია“ - განაცხადა ევრობანკის მრეწველობის, ვაჭრობისა და აგრობიზნესის მიმართულების დირექტორმა, ჟილ მეტეტალმა.
„საქართველო განვითარებადი ბაზარია, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი პოტენციალი ადგილობრივი მომწოდებლების, მწარმოებლებისა და ფერმერული მეურნეობებისთვის; ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის პროდუქციაზე ადგილობრივი მოთხოვნა კი კიდევ უფრო დიდია. დაფინანსების ამ მექანიზმით უკეთ შევძლებთ აღნიშნულიპოტენციალის ათვისებას და ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა თავის მხრივ მაჯიდ ალ ფუტაიმის წარმომადგენელმა ერიკ ლეგროსმა. ეს კომპანია ფლობს „კარფურის“ ფრენჩაიზის ექსკლუზიურ უფლებებს საქართველოში, ასევე ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 30 ქვეყანაში.
ევრობანკი წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყების დღიდან ქვეყანაში 188 პროექტში უკვე 2.66 მილიარდი ევრო დოლარი დააბანდა.
ბელა ნოზაძე