banner
13 ოქტომბერი 2016 | 19:18 კვლევა

მცირემიწიანი ფერმერებიდან მასშტაბის ეკონომიამდე - რა აფერხებს აგრობიზნესის განვითარებას საქართველოში

მცირემიწიანი ფერმერებიდან მასშტაბის ეკონომიამდე - რა აფერხებს აგრობიზნესის განვითარებას საქართველოში

აძლევს თუ არა მცირე მიწა სოფლის მეურნეობით დაკავებულ პირს საშუალებას მიიღოს ღირსეული შემოსავალი? აქვს სტიმული  სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდას იყოს დაკავებული სასოფლო სამეურნეო საქმიანობით?  ამ კითხვებზე პასუხს ნაწილობრივ ნათელს ფენს ქარელის რაიონში მცხოვრეი ერთ-ერთი ახალგაზრდის რეალური ისტორია.

შოთა თედოზაშვილი სოფლის მეურნეობის გარდა დასაქმებულია მომსახურების სფეროში, თბილისში., მაგრამ ოჯახის გაფართოებასთან ერთად მზარდი მოთხოვნილელების დასაკმაყოფილებლად მან სოფლის მეურნეობაში ჩაბმა გადაწყვიტა. ნაცნობებისაგან იცოდა, რომ წინა წლებში სასოფლო სამურნეო კულტურებიდან ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ადგილობრივ ბაზარზე პომიდორია. შესაბამისად მან მიმართა უკვე არსებულ, გამოცდილ, პრაქტიკას და ყველა პროცედურის დაცვით მაღალი ხარისხის პომიდორი მოიყვანა.

შოთა მრავალი წლის განმავლობაში ჩართული იყო სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ძირითადად საკუთარი მოხმარებისათვის მოჰყავდა პროდუქტები. შესაბამისად, მას გარკვეული გამოცდილება და უნარები ჰქონდა იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის მოსავალი მოეყვანა. გარდა ამისა, ის ინტენსიურად იღებდა რჩევებს პომიდვრის მწარმოებელი გამოცდილი ფერმერებისაგან. შოთამ პომიდორი დათესა ნახევარი ჰა. მიწის ფართობზე და ჯამში გაწეულმა ხარჯმა დაახლოებით 1500 ლარი შეადგინა. ბუნებრივმა პირობებმა და მიწის ნაყოფიერებამ ხელი შეუწყო და აგვისტოს ბოლოს მან მიიღო მაღალი ხარისხის ნატურალური პომიდვრის მოსავალი ჯამში 6 ტონის ოდენბით. თუ შოთას მოსავლიანობას შევადარებთ ქვეყანაში ბოსტნეულის მოყვანის საშუალო მოსავლიანბას ვნახავთ, რომ შოთამ ძალიან კარგ შედეგს მიაღწია.  შიდა ქართლში ბოსტნეულის მოსავლიანობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2013-2015 წლებში იყო 8-9 ტონა ჰექტარზე; ხოლო შოთას მოსავლიანობა ჰექტარზე 12 ტონას აღემატებოდა.

შოთა შეეცადა აეთვისებინა საწარმოო ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლი და საბოლოო მომხმარებელს თავად შესთავაზა საკუთარი პროდუქტი, რითაც ხელი შეუწყო სარგებლის ზრდას.  მან მოყვანილი პომიდორი გასაყიდად თბილისის ბაზარზე ჩამოიტანა საკუთარი მანქანით. აღსანიშნავია ისიც, რომ პომიდვრის ხარისხით კმაყოფილი მომხმარებელი ხელმეორედ მიდიოდა მასთან დამატებითი რაოდენობის შესაძენად. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ შოთამ შესანიშნავად შეძლო მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის წარმოება.

მიუხედავად კარგი მოსავლიანობისა და საბაზრო პირობებისა (ფასები), საბოლოო ჯამში შოთას მიერ მიღებული მოგება წელიწადში არ აღემატება  3000 ათას ლარს. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ცენტრი აქვეყნებს UNDP-ს მიერ განხორციელებულ 3000 ქართველი ფერმერის კვლევის ზოგიერთ საინტერესო შედეგს, რომლის მიხედვითაც დაბალშემოოსავლიანი ფერმერები ბევრად მეტია. როგორც ISET-ის კვლევაშია დასახელებული, ქართველ ფერმერთა დიდი ნაწილის შემოსავალ მთელი წლის განმავლობაში არ აღემატება 3000 ლარს; ისევე როგორც შოთას შემთხვევაში. 3000 ლარით კი წლის განმავლობაში ფაქტიურად შეუძლებელია ოჯახის ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება. დაბალშემოსავლიან ფერმერებად კვლევის მიხედვით ჩათვლიალია მეურნე, რომლის შემოსავლები წელიწადში არ აღემატება 3000 ლარს. ე.ი. ქართველი ფერმერების უმეტესობა იღებს ძალიან დაბალ შემოსავლებს სასოფლო საურნეო საქმიანობიდან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების დაბალ დონეს. მაგ., 2015 წელს თითო საოჯახო მეურნეობამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვის შედეგად საშუალოდ თვეში 80 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ცხრილი 1.2. სასოფლო-სამეუნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავლები, გაანგარიშებული ერთ შინამეურნეობაზე (ლარი)

 
შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს არ შესწევთ უნარი უზრუნველყონ ოჯახის კეთილდღეობა. ამიტიმაა, რომ სოფლად მცხოვრებთა სოღარიბის დონე აღემატება მთლიანად ქვეყანაში სიღარიბის დონეს. შედეგად კი სოფლად მცხოვრები ოჯახები უფრო მეტად არიან დამოკიდებული მთავრობის მიერ გაცემულ სოციალურ დახმარებაზე. 2016 წლის განმავლობაში 32 პროცენტით მეტი ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას სოფლად, ვიდრე ქალაქად. სოფლად მცხოვრებ სიღარიბეში მყოფ ადამიანს არ აქვს სტიმული იყოს უფრო აქტიური. არსებული სოციალური დახმარების სისტემა არის ერთ-ერთი ფაქტორი თუ რატომ რჩება ქართველი გლეხი კვლავ ღარიბად. თუკი გლეხი გაიჭირვებს და მოსავალს მოიყვანს საშუალოდ თვეში 70-80 ლარს მიიღებს. ხოლო თუ ნაკლებ ენერგიას დახარჯავს, მთავრობა მას სოციალურ დახმარებას მისცემს და თუ ოჯახში ორი წევრი მაინც არის, მათ უფრო მაღალი შემოსავალი ექნება შრომის გარეშე. ამის დასტურია, მსოფლიო ბანკის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც სოფლად სიღარიბის დონე მაღალია მთლიანად ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან შედარებით. ეს მონაცემები წარმოდგენილია ქვმოთ მოცემულ გრაფიკზე.

გრაფიკი 1: სიღარიბის დონე სოფლად და მთლიანად ქვეყანაში



ISET-ის მკვლევარები, ფლორიან ბირმანი და როიდიგერ ჰაინინგი გვთავაზობენ რამდენიმე შესაძლო განმასხვავებელ ფაქტორს მაღალ და დაბალ შემოსავლიან ფერმერებს შორის. პირველ რიგში ფერმერის უნარები და ცოდნა არის პროდუქტიულობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი. შემდეგ, ავტორები შემოსავლის ზრდისათვის ფერმერებს სთავაზობენ პროდუქტის გაყიდვას ბაზარზე და უფრო მსხვილი სეგმენტის ათვისებას. ლოგიკურად ასეცაა, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ნათელია, რომ მხოლოდ მოყვანილი პროდუქტის გატანა ბაზარზე არ არის საკმარისი შემოსავლების ზრდისათვის.

შოთამ საწარმოო ჯაჭვის ინტეგრაცია შეძლო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მაღალი შემოსავლის მიღებისათვის.   შედეგად კი მომავალში მას აღარ აქვს სურვილი ინტენსიურად ჩაებას სასოფლო -სამეურნეო საქმიანობაში. შესაძლო ახსნა იმისა თუ რატომ არ არის სასოფლო სამეურნეო საქმიანობა მომგებიანი და საკმარისი ცხოვრების ნორმალური პირობების შექმინისათვის მდგომარეობს შემდეგში:

იმისათვის რომ აწარმოო მაღალი ხარისხის პროდუქცია, საჭიროა დიდი ძალისხმევა, ცოდნა და რესურსები: მაღალი ხარისხის პესტიციდები და სასუქები, ექსპერტების/აგრონომების კომპეტენტური რჩევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პესტიციდების არასაწორად (დროზე ადრე ან გვიან გამოყენებით ან უხარისხო პექტიციდი) გამოყენება მაღალი ალბათბით გახდება მოსავლის ვერ მიღების მიზეზი. შესაბამისად, ფერმერს მართებს დიდი სიფრთხილე. მეორე მხრივ კი სასუქების და პესტიციდების ხარისხის განსაზღვრისათვის საჭიროა ლაბორატორიების არსებობა, რაც ჯერჯერობით არ არსებობს. რესურსების მიზნობრივი გამოყენებისათვის მაღალ-კვალიფიციური აგრონომების, ექსპერტების რჩევა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ფერმერის მწარმოებლურობის ზრდისათვის. თუმცა, დღეს საქართველოში მაღალკვალიფიციური აგრონომები რთულად თუ მოიძებნება. თუ აგრონომს ექნება დაფასება და ისეთივე ანაზღაურება, როგორც ეკონომისტებსა თუ იურისტებს, მაშინ ახალგაზრდებს გაუჩნდებათ სურვილი თავადაც გახდნენ პროფესიონალი აგრონომები. ეს კი თავის მხრივ დამოკიდებულია სასოფლო წარმოების მომგებიანბაზე.

მცირე მიწა ფერმერს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს მასშტაბიდან უკუგების ეფექტით. მოდით, პირველ რიგში განვმარტოთ რას გულისხმობს მასშტაბიდან უკუგება. ესაა ეფექტი, როდესაც გამოშვების ზრდას თან ახლავს ერთი ერთეული პროდუქტის საწარმოებლად გაწეული ხარჯის შემცირება. ჩვეულებრივ, რაც მეტია გამოშვება მით მეტი რესურსი გამოიყენება წარმოებისათვის და შესაბამისად ხარჯიც იზრდება. მაგრამ არსებობს სიტუაცია, როდესაც ყოველი დამატებით გამოშვებული პროდუქტი მოითხოვს შედარებით ნაკლებ ხარჯს.  ე.ი. დამატებითი პროდუქტის წარმოება მომგებიანი ხდება მეწარმისათვის. როგორ შეუძლია მცირემიწიან ფერმერს გაზარდოს წარმოების მოცულობა? პირველი ესაა მიწის გაფართოება.  დღეს ვიცით, რომ ფერმერების უმრავლესობა ფლობს 1.5 ჰა.-მდე მიწას, რომელიც თავის მხრივ კიდევ დაყოფილია მცირე ნაწილებად.  შესაბამისად, ფერმერს უჭირს სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ თავის მიწებს ეფექტურად მოუაროს; ან ერთდრიულად მის ფლობელობაში არსებულ ყველა მიწაზე ერთდროულად მოიყვანოს ერთი ტიპის პროდუქტი. მაგალითად,  შოთა ფლობს 1,5 ჰა. მიწას, მაგრამ მან პომდორი დათესა მხოლოდ 0,5 ჰა.-ზე გამომდინარე იქიდან, რომ მისი მფლობელობაში არსებული მიწა ერთიანი არ არის. ხოლო მოშორებით მდებარე მისივე მიწა ნაკლებად შესაფერისია პომიდვრის მოყვანისათვის. ერთი მხრივ დანაწევრებული მიწები იძლევა დივერსიფიკაციის საშუალებას, თუმცა ხელისშემშლელია მასშტაბის ეფექტით სარგებლობისა და ერთი სახის პროდუქტის წარმოებაზე სპეციალიზაციისათვის.  ე.ი. არსებული მიწის განაწილების სისტემა ეკონომიკურად არამომგებიანია.

მიწის განაწილებას ეხება USAID-ის კვლევა ("Analytical Foundations Assessment - Agriculture (Rural Productivity)"). კვლევაში ქართველი ფერმერები დაყოფილია სამ კატეგორიად: თვითკმარი მეურნეობა, ნახევრად კომერციული და სასოფლო სამეურნეო ბიზნესის ტიპის ფერმები. პირველი ტიპის საოჯახო მეურნეობა საქართველოში 521 240 ოჯახს მოიცავს, რომლებიც საშუალოდ 0,42 ჰა. მიწას ფლობენ. შესაბამისად, ასეთი მცირე მიწა მხოლოდ ოჯახის სასურსათო მოთხოვნის დაკმაყფილების საშუალებას თუ მოგვცემს. ნახევრად კომერციული მეურნეობები საქართველოში დაახლოებით 164 589 ოდენობითაა; მათ მფლობელობაში საშუალოდ არის 1,7 ჰა. მიწა. ხოლო დაახლოებით 17 000 ოჯახი საშუალოდ ფლობს 34 ჰა.-მდე მიწას. ე.ი. სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელთა დაახლოებით 70% მცირემიწიანია. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საბაზრო წარმოებაზე ორიენტირებული ვერ იქნებიან. შესაბამისად, არსებული მიწის მფლობელობის სისტემა არ არის ხელსაყრელი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის. მიწების გაერთიანება-გამსხვილება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის და შემოსავლიანობის ზრდას. მიწების გამსხვილების პროცესი პრიორიტეტულია იყოს თავისთავადი. მიწის მფლობელს, რომელსაც არ შესწევს შესაბამისი უნარი აწარმოოს პროდუქცია, სტიმული უნდა ჰქონდეს რომ სასოფლო წარმოების ნაცვლად გადავიდეს მომსახურების სფეროში საკუთარი უნარების შესაბამისად ან დასაქმდეს სხვის ფერმაში. მეზობელ ფერმერს, რომელსაც აქვს მმართვეობითი უნარები და შეუძლია წარუძღვეს აგრარულ ბიზნესს, კი საშუალება უნდა ჰქონდეს იყიდოს ან იქირაოს მეზობელი მიწა და გაფართოვდეს. თუ გლეხი თვალნათლად დაინახავს მსგავსი ტრანსაქციებიდან საკუთარ სარგებელს, მაშინ მიწების გამსხვილების პროცესი ნაკლებად მტკვივნეული იქნება გლეხისათვის.

გრაფიკი 2: სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მფლობელობის წილი საქართველოში


გრაფიკის საშუალებით მოცემულია საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლებიც ასახვს სასოფლო - სამეურნეო წარმოებაში საოჯახო მეურნეობებისა და საწარმოების მფლობელობის წილს. როგორც ვხედავთ საოჯახო მეურნეობა სასოფლო სამეურნეო რესურსების 90%-ზე მეტს ფლობს, ხოლო საწარმოთა წილი მცირეა. თუცა შესამჩნევია საწარმოთა მფლობელობის წილის ზრდა. ე.ი. რესურსები საოჯახო მეურნეობებიდან გადაეცა საწარმოებს, რომლებსაც აქვთ მეტი უნარი და შესაძლებლობა უფრო ეფექტიანად გამოიყენონ მანამდე ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწა ან სხვა რესურსი. მოსალოდნელია რომ იგივე ტრენდი გაგრძელდება და საბაზრო ძალები უზრუნველყოფენ სასოფლო სამეურნეო რესურსების გადასვლას უფრო ეფექტიანი მფლობელის ხელში.

საკუთარი გაანგარიშებების მიხედვით შოთამ წარმოებაში ჩადებული თანხა უკან დაიბრუნა და დამატებითი მოგებაც მიიღო, მაგრამ თუკი იგი საწარმოო ხარჯებში გაითვალისწინებს პომიდვრის მოყვანისათვის დახარჯულ დროს და მის ალტერნატიულ ღირებულებას (ანუ იმას თუ რა შეეძლო შოთას იმავე პერიოდში გაეკეთებინა და მიეღო უფრო მაღალი შემოსავალი), მაშინ ხარჯი შესაძლოა უფრო მაღალი არმოჩნდეს ვიდრე შემოსავალი. ის დრო რაც შოთამ გამოიყენა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში, შეეძლო დაკავებულიყო ქალაქში თავისი საქმიანობით (ტექნიკური მომსახურება - ავტომობილების შეკეთება). ამასთანავე, მას შეეძლო საკუთარი მიწა მიექირავებინა სხვა მეწარმისთვის და აქედანაც მიეღო მცირე შემოსავალი მაინც. შოთას მაგალითი ცხადყოფს, რომ მცირემიწიან ფერმერს ნაკლებად აქვს სტიმული განვითარდეს და სტაბილურად იყოს დასაქმებული სოფლის მეურნეობაში.  

 

მარი ლუკაშვილი

 

წაკითხულია
7494
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაციის  სახელმწიფო სტრატეგიის აუცილებლობის შესახებ

სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაციის სახელმწიფო სტრატეგიის აუცილებლობის შესახებ

მიწის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ აუთვისებელი და გამოუყენებელია, ანუ მას ეკონომიკაში წვლილი არ შეაქვს. დაუმუშავებელი და დაქუცმაცებული მიწების, გამოუყენებელი ან არაეფექტიანად გამოყენებული რესურსების საკითხს, სამწუხაროდ, საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. პრობლემა

20 ივნისი 2017 | 12:13 კვლევა/რეკომენდაცია ვრცლად
საქართველოს მთავრობა აგროსფეროში უცხოურ ინვესტიციებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა აგროსფეროში უცხოურ ინვესტიციებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

მიწის კანონმდებლობა, რომლის ცვლილებას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს, საქართველოს სოფლის მეურბეობაში ინვესტიციებს დააბრკოლებს.

13 ივნისი 2017 | 17:33 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ევროკავშირის სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების სირთულის მიუხედავად სლოვაკი ფერმერების შემოსავლები გაოთხმაგდა

ევროკავშირის სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების სირთულის მიუხედავად სლოვაკი ფერმერების შემოსავლები გაოთხმაგდა

სლოვაკეთში ფერმების ზომის გამსხვილებამ, სოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის შემცირებამ, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით, ახალი კონცეფციების და თანამედროვე ბიზნესსტრუქტურების ზრდამ, ევროფონდების მიერ გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად მიმართვამ სხ

10 მარტი 2017 | 17:32 სოფლის მეურნეობა ვრცლად
სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის ზრდა დაუმუშავებელი მიწების ათვისებითაა შესაძლებელი

სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის ზრდა დაუმუშავებელი მიწების ათვისებითაა შესაძლებელი

ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა გვიჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის ზრდას დანაწევრებულ მიწასთან ერთად ხელს უშლის აუთვისებელი მიწის რესურსი, მიწების რეგისტრაციის პრობლემა და მიწაზე გადასახადები. ყველასათვის ფართოდ ცნობილია, რომ საქართველოში თითო მ

16 დეკემბერი 2016 | 16:53 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner