სავაჭრო ბალანსი უარესდება
იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 70 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 3%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 12% -ით შემცირდა, 780 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 8 %-ით გაიზარდა, 3 მილიარდ 290 მილიონ დოლარამდე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2 მილიარდ 509 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სავაჭრო ბრუნვის 62%-ია.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სალდო მნიშვნელოვნად გაუარესებულია (2015 წლის იანვარ-მაისში -55%-ს აღწევდა). ასეთი მაჩვენებელი 2009 წელს ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი არ დაფიქსირდებულა, როდესაც სავაჭრო ბალანსმა ბრუნვის 59% შეადგინა.