ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია აუქციონზე გამოიტანა
სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში კომპანია „გეჯეთის თევზი" იყიდება, რომლის 100%-იან წილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს.
კომპანია სამინისტრომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა. მყიდველმა თევზის გადამამუშავებელი ქარხნა და სამაცივრე მეურნეობა უნდა ააშენოს, ამ მიზნით კი, სულ მცირე, 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
„გეჯეთის თევზის“ საწყისი საპრივატიზებო ფასი 52 ათასი ლარია, აუქციონი პირველ ივლისს დასრულდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 2012 წელს სახელმწიფო საკუთრებაში 490 საწარმო იყო, პრივატიზების შედეგად, მათი რაოდენობა 159-მდე შემცირდა.