ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტმა ერთ წელიწადში 112,5 მილიარდი დოლარი შეადგინა
სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტმა ევროკავშირში ერთი წლის განმავლობაში (2015 წლის მაისიდან 2016 წლის მაისამდე) 112,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2014 წლის მაისიდან 2015 წლის მაისამდე), 5 მილიარდი დოლარით (4,7%-ით) გაიზარდა.
იმ პროდუქტებს შორის, რომელთაც ევროკავშირი სხვა ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს, ტროპიკული ხილის (როგორც ახალი, ასევე ჩირის), თხილისა და სანელებლების ჯგუფი მოხვდა. ამ პროდუქტების ექსპორტმა ევრობლოკში ერთი წლის განმავლობაში 13,3 მილიარდ დოლარს მიაღწია (V.2014 –V. 2015 წ.წ. შედარებით, 18%-ით გაიზარდა).
სურსათის იმპორტში წამყვან პოზიციებზე შემდეგი პროდუქტები აღმოჩნდა:
- ცხოველთა საკვები ბლოკები (ზეთოვანი კულტურების დაწნეხვით მიღებული) - 7,7 მილიარდი დოლარი (-11,6%);
- დაუფასოებელი ყავა, ჩაი და პიტნა - 7,4 მილიარდი დოლარი (-5,3%);
- ხილი, როგორც ახალი, ასევე ჩირის სახით (ციტრუსისა და ტროპიკული ხილის გარდა) - 5,9 მილიარდი დოლარი (+6,8%);
- პალმის ზეთი - 5,3 მილიარდი დოლარი ;
- სოიო - 4,8 მილიარდი დოლარი (-6,2%);
- ბოსტნეული (ახალი, ან გამომშრალი) - 4,4 მილიარდი დოლარი (+10%);
- ზეთოვანი კულტურები (სოიოს გარეშე) - 3,3 მილიარდი დოლარი;
- ბოსტნეულის, ხილისა თუ თხილ-კაკალისგან დამზადებული კონსერვები - 3,8 მილიარდი დოლარი (+12,9%);
- ღვინო, ვერმუტი, სიდრი და ძმარი - 2,8 მილიარდი დოლარი (+10,4%);
- ხილის წვენები - 2,3 მილიარდი დოლარი;
- მცენარეული ზეთები (პალმისა და ზეითუნის ხილის გარდა) 2,1 მილიარდი დოლარი (+8,4%).
იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც ქართველი მეწარმეებისთვის ევროკავშირში ექსპორტირებისთვის, საინტერესოა, მოხვდნენ ასევე:
- კვერცხი და თაფლი - 551 მილიონი დოლარი (+15,9%);
- ცხვრისა და თხის ხორცი (ახალი და გაყინული) -1 მილიარდი დოლარი;
- შოკოლადი, ტკბილეული და ნაყინი - 1,2 მილიარდი დოლარი (+14,5 %);
- მაკარონი, საკონდიტრო ნაწარმი და პური - 1,2 მილიარდი დოლარი (+10,4%);
- საწებლები და სუფები - 668 მილიონი დოლარი;
- შინაურ ცხოველთა საკვები - 1,1 მილიარდი დოლარი (+15,4%);
- წყალი და უალკოჰოლო სასმელები - 958 მილიონი დოლარი (+7,1%);
- მოჭრილი ყვავილები და მცენარეები - 1,3 მილიარდი დოლარი;
- მატყლი და აბრეშუმი - 839 მილიონი დოლარი (+3,2%);
- თამბაქო (ნედლეული) - 2,6 მილიარდი დოლარი.
ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ბრაზილია (12,5 მილიარდი დოლარი), აშშ (11,8 მილიარდი დოლარი), არგენტინა (6 მილიარდი დოლარი), ჩინეთი (5,1 მილიარდი დოლარი) და თურქეთი (4,9 მილიარდი დოლარი) მოხვდნენ. შვეიცარიამ, უკრაინამ და ინდონეზიამ კი ერთ წელიწადში ევროკავშირში 4,2-დან 4,6 მილიარდამდე დოლარის ღირებულების სურსათი შეიტანეს.
ბელა ნოზაძე