ბიტუმის საწარმოშო 320 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
"აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმო აშენდება.
მთავრობის განკარგულებით, ახლადდარეგისტრირებულ კომპანია „ჯორჯიან ინდასთრის“ 10 ათასი კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ თანხად, 1 ლარად, გადაეცა.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, კომპანიამ ობიექტის მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დაასრულოს და წელიწადში, სულ მცირე, ათასი ტონა ბიტუმოვანი ნარევი აწარმოოს.
პროექტში 320 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ჯორჯიან ინდასთრის“ ერთადერთი დამფუძნებელი დავით ჭედიაა, რომელიც წილს კოსმეტიკური საშუალებების იმპორტიორ კომპანია „ფაუერ ენდ ბიუთიშიც“ ფლობს.