რაჭაში მსხვილფეხა საქონლის თანამედროვე ფერმა აშენდება
რაჭაში მსხვილფეხა საქონლის თანამედროვე ფერმა აშენდება.
კომპანია „მილერ გრუპს“ ონის რაიონის სოფელ ფარახეთში მთავრობის განკარგულებით, 72 ჰა მიწის ნაკვეთი 25-წლიანი იჯარით გადაეცა. იჯარის წლიური მოცულობა 1080 ლარია.
კომპანიამ ვალდებულება აიღო, სულ მცირე, 60-სულიანი თანამედროვე ფერმა ააშენოს. „მილერ გრუპი“ პროექტში 90 ათასი ლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.