„საქკაბელს“ ევროკავშირში თავისი პროდუქცია შეაქვს
„საქკაბელი“ევროკავშირში პროდუქციას უახლოეს ხანში შეიტანს.
„უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თავდაპირველად, საცდელად, ევროპაში ერთი სატვირთო მანქანით 100 ათასამდე დოლარის ღირებულების პროდუქციას გადავტვირთავთ, ჯერჯერობით, არ მინდა დავასახელო ქვეყანა, სადაც ჩვენი კაბელებისა და სხვა ნაწარმის ექსპორტირება განხორციელდება, თავს შევიკავებ ბაზრის პოტენციალის ანალიზისგანაც, ჯერ დაკვირვების პროცესში ვართ“, - განუცხადა eugeorgia.info -ს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარემ, ედიშერ მამალაძემ.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების წყალობით, „საქკაბელი“ თავის პროდუქციას დანიშნულების ადგილზე საბაჟო გაასახადების გარეშე შეიტანს. შესაბამისად, მისი თვითღირებულება შედარებით დაბალი და კონკურენტუნარიანი იქნება.
„ვფლობთ ხარისხის სერთიფიკატს, გასულ წელს სახელმწიფო პროგრამიდან „წარმოე საქართველოში“ შეღავათიანი სესხი ავიღეთ და ქარხანა გადავაიარაღეთ, დავამატეთ ახალი საწარმოო ხაზიც“, - აღნიშნა ედიშერ მაღალაძემ.
"საქკაბელი" საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი საწარმოა. ქარხანა, რომელიც 1958 წელს დაარსდა, ამჟამად სპილენძისა და ალუმინის კაბელების 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით განხორციელდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების გამრიცხველიანების პროცესი და შეიცვალა გარე განათების სისტემა.
"საქკაბელი" ამ ეტაპზე ექსპორტს მხოლოდ სომხეთში ახორციელებს. ექსპორტს კომპანიის პროდუქციაში 10% უკავია.