„ბიჯეო ჯგუფმა“ 350 მილიონი დოლარის ევროობლიგაცია გამოუშვა
„ბიჯეო ჯგუფმა“, რომლის მფლობელობაში უმსხვილესი კომპანიები „საქართველოს ბანკი“, საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, სამშენებლო კომპანია m2, კომპანია GGU და “თელიანი ველი” შედის, 350 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაცია გამოუშვა. ფასიანი ქაღალდის ვადა შვიდი წელია, ხოლო განაკვეთი- 6%. ბიჯეოს“ ობლიგაციები საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ქართულ კერძო კომპანიათა ფასიან ქაღალდებს შორის ყველაზე გრძელვადიანია.
„დაახლოებით 90-მა ინსტიტუციონალურმა ინვესტორმა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოიტანა განაცხადი, რაც სასიხარულოა ბაზარზე ამჟამად არსებული პირობების გათვალისწინებით. აღნიშნულმა ემისიამ საშუალება მისცა „ბიჯეოს” ისეთი ფასის და ვადიანობის დაფინანსება მიეღო, რაც მანამდე ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ იყო“, - განაცხადა საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეოს” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
„ეს პირველი კორპორაციული ევროობლიგაციებია საქართველოში, რომლებიც CEMBI ინდექსში შევა. CEMBI ინდექსი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების კომპანიების მიერ გამოშვებულ, აშშ დოლარით დენომინირებულ კორპორაციულ ობლიგაციებს აფასებს“, - აცხადებენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), რომელიც „ბიჯეოს“ ერთ-ერთი აქციონერია და რომელმაც ფასიანი ქაღალდების ემისიაში 25 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა.
ქართულმა საინვესტიციოჯგუფმა 2004 წლიდან დღემდე, ჯამში, 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. „ბიჯეოს“ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები ფლობენ. ჯგუფის სააქციო კაპიტალში 94%-იან წილს მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტები -Shroders Investment Management, Harding Loevner, Westwood InternationalAdvisors და Artemis Investment Management - ფლობენ.
ბელა ნოზაძე