საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ პირველ ნახევარში 2,9% შეადგინა
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ივნისში და, მთლიანად, 2016 წლის პირველი ნახევარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2,9 პროცენტი შეადგინა.აღნიშნულ შეფასებას დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე ანგარიშდება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი წელს მშპ-ს 3%-იან ზრდაზეა გათვლილი, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ ზრდა 3,5%-იან მაჩვენებელს მიაღწევს.
სტატისტიკური ინფორმაციით, საწარმოების ბრუნვა წინა თვესთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა (მცირედ გაუმჯობესდა) და 4 მილიარდ 567 მილიონ ლარს მიაღწია.
ექსპორტი პირველ ნახევარში 12%-ით, 948 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 30%-ით გაიზარდა, 4 მილიარდ 757 მილიონ დოლარამდე (სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ფარგლებში დონორების გადმოცემული მედიკამენტების ხარჯზე).
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ეკონომიკური აქტივობის მხრივ - ივნისში წინა წელთან შედარებით, 4,4%-ით მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა (3 862 ერთეული).
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზებას, ივნისში შემოსავლები მაისთან შედარებით, 30%-ით შემცირდა, ხოლო ხარჯები კი - უმნიშვნელოდ (1%-ით) გაიზარდა. 2016 წლის პირველ ნახევარში, საერთო ჯამში, ბიუჯეტში შემოსავლებმა 3 მილიარდ 956,2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ხარჯებმა - 4 მილიარდ 17,6 მილიონი დოლარი, დისბალანსი 61,4 მილიონი ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება საბანკო სფეროს, სექტორის მთლიანი გამოშვება წინა თვესთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 122 მილიონი ლარი შეადგინა.