საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 16%-ით მცირდება
მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 33%-ით გაიზრდება და 9,9 მილიარდს მიაღწევს,- ამის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის აღწერის ბიურო (PRB) აქვყენებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლება 3,7 მილიონიდან 3,1 მილიონამდე შემცირდება (16%-ით), მოიკლებს მეზობელ სომხეთშიც - 2,8 მილიონიდან 2,4 მილიონამდე, სამაგიეროდ, 9%-ით გაიზრდება აზერბაიჯანში, 10,8 მილიონამდე. რაც შეეხება სხვა მეზობლებს, რუსეთში პოპულაცია 5%-ით შემცირდება, 136 მილიონამდე, ხოლო თურქეთში 17,6%-ით გაიზრდება, 93,5 მილიონამდე.
კვლევის მიხედვით, აფრიკის მოსახლეობა 2050 წლისთვის გაორმაგდება და 2,5 მილიარდს მიაღწევს, ამერიკის კონტინენტზე მხოლოდ 223 მილიონით გაიზრდება, 1,2 მილიარდამდე. აზია გაიზრდება 900 მილიონით, 5,3 მილიარდამდე, ხოლო ევროპაში შემცირდება, 740 მილიონიდან 728 მილიონამდე.
როგორც ვებპორტალი theparliamentmagazine.eu იუწყება, ევროკავშირის მოსახლეობის შემცირებისა და საემიგრაციო ქვეყნებიდან მაღალი წნეხის ფონზე, სადაც შობადობა გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე გაერო წინასწარმეტყველებს, ბლოკი ახალი გამოწვევების წინაშე დადგება. „ამასთანავე, არსებობს ძირითადი კითხვა -როგორ უნდა გამოიკვების ათი მილიარდიანი პლანეტა?“, - წერს გამოცემა.
ბელა ნოზაძე