რაჭასა და იმერეთში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ იმერეთსა და რაჭაში საგრანტო კონკურსს აცხადებს.
გრანტი სამ ლოტად არის გამოტანილი, რომლებიც საინვესტიციო მხარდაჭერას შემდეგ პროექტებზე ითვალისწინებს: 1. თაფლის წარმოებაში ხარისხის კონტროლის საბაზისო ლაბორატორიის შექმნა და ამოქმედება, რომელიც თაფლის 7 კომპონენტის შეფასებას შეძლებს; 2. კომერციული რაოდენობის თაფლის ამოღების, შენახვისა და შერევისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა, რომელსაც გამარჯვებული ორგანიზაცია მცირე ფერმერებისგან შესყიდული თაფლის პირველადი გადამუშავებისთვის გამოიყენებს; 3. თაფლის 10-დან 25 გრამამდე ჭურჭელში/პაკეტებში შესაფუთი მოწყობილობის შეძენა, რომელსაც კომერციული მომსახურების გასაწევად გამოიყენვბა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეორე დონის კოოპერატივებს, რომლებიც არანაკლებ ხუთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს აერთიანებენ და რომელთა წევრების საერთო რაოდენობა 30-ს აღწევს. ასევე კერძო აგრობიზნესებს, რომლებსაც გააჩნიათ თაფლის წარმოებასა და ვაჭრობაში, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება და გასაღების წერტილი რაჭასა და იმერეთის რომელიმე მუნიციპალურ ქალაქში.
საგრანტო კონკურსისთვის მთლიანად გამოყოფილია 160 ათასი ლარი. თუმცა, ერთ პროექტზე გრანტის მაქსიმალური ოდენობა 60 ათასი, ხოლო მინიმალური – 25 ათასი ლარია.
კონკურში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.