ევროკავშირში სამი პესტიციდის ტოქსიკურობა დაადგინეს
ევროპის სურსათის უსაფრთხოების სამსახურმა (EFSA) ორი ნეინიცოტინოიდი პესტიციდის გამოყენების შესახებ უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა.
სამი ნივთიერების - clothianidin, imidacloprid and thiamethoxam-ის ტოქსიკურობის შესახებ ეჭვები ევროპაში ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაუჩნდათ, შესაბამისად, 2013 წელს ევროსაბჭომ მათ გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმის ვადა გასული წლის დეკემბერში ამოიწურა და საკითხის ხელახალი განხილვა დაიწყო.
ახალი დასკვნის მიხედვით, ორი ნივთიერების -clothianidin and imidacloprid- ის ხშირი გამოყენება საფრთხეს უქმნის ფუტკრების პოპულაციას. მესამე პესტიციდის, Thiametoxam - ის, უსაფრთხოება ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აკრძალვა მასაც შეეხება. ნივთიერებების გამოყენება დროებით შეჩერდა მხოლოდ იმ თესლებზე და ნიადაგებში, რომლებიც მწერებს იზიდავს, შესაბამისად, აკრძალვა არ შეეხო სათბურებსა და დახურულ სივრცეში მოყვანილ მცენარეებს.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში საფრანგეთის ბიოდივერსიფიკაციის კანონი გამოქვეყნდა, რომელიც 2018 წლისთვის ნეინიცოტინოიდი პესტიციდების საბოლოოდ აკრძალვას ითვალისწინებს.
ევროკავშირმა მსგავსი პესტიციდების გაყიდვა უკვე შეუზღუდა ისეთ უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს, როგორიცაა, Bayer CropScience and Syngenta.
ნეინიცოტინიდოების წარმოებაზე ლიცენზია თავდაპირველად 2002 წელს ბრიტანეთში გაიცა, თუმცა, 18-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მის გამოყენებასთან ერთად ქვეყანაში ფუტკრების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა .
ნატალი საგინაშვილი