ქართველი ფერმერებისთვის პირველი ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია „ტრაქტორი“ ამუშავდა
ქართველი და ჰოლანდიელი სპეციალისტების გუნდმა ქართველი ფერმერებისთვის პირველი სპეციალიზებული ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია www.traktor.ge შექმნა. მისი მიზანია, ფერმერებს საჭირო ცოდნა მიაწოდოს და გაზარდოს მათი წვდომა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და მომსახურებასთან.
კერძოდ, ვებ-გვერდის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ:
1. სამეურნეო დახმარება: საჭიროებაზე მორგებული რჩევები კონსულტანტებისგან, მათ შორის, აგრონომებისა და ვეტ-ექიმებისგან;
2. მოსავალის ციფრული კალენდარი: კონკრეტული აგროპროდუქტების მოსაყვანად ჩასატარებელი ღონისძიებების სწრაფი მიმოხილვა;
3. გამოცდილი და უტყუარი სასარგებლო რჩევები მოსავალის რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
4. ინტერნეტ-მაღაზია: წამყვანი ფერმერთა ცენტრების შემოთავაზებულ საუკეთესო ნედლეულთან მარტივი წვდომა. „ტრაქტორი” „კარტლისის აგროსისტემებთან” თანამშრომლობით, ფერმერებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად შეისყიდონ მეურნეობისთვის აუცილებელი 300-მდე პროდუქცია საუკეთესო ფასად და ისარგებლონ ადგილზე მიტანის სერვისით. სამომავლოდ, მაღაზიის მომწოდებელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
გარდა ამისა, კომპანია „ჯეოსელთან“ ერთად „ტრაქტორი“ ფერმერებს სპეციალურ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს: ისარგებლონ შეღავათიანი ტარიფებით და შეისყიდონ ანდროიდის ტელეფონები (ე.წ. „აგროტელეფონები“) თვეში 9 ლარიდან, აგრეთვე, „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობით „ტრაქტორი“ ფერმერებს საჭიროებაზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებას და ბიზნესსესხებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციით სარგებლობა ფერმერებისთვის უფასოა, პროექტის კომერციულ ნაწილს ამ ეტაპზე ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობა წარმოადგენს.
როგორც „ტრაქტორის“ გუნდის ხელმძღვანელმა, ჯონ კატშოკმა განაცხადა, საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია ჩამბული, ყოველდღიურად ხუთიდან ერთი ადამიანი კი ინტერნეტით სარგებლობს, შესაბამისად, ახალ პლატფორმას ბევრი მომხმარებელი გამოუჩნდება.
„ტრაქტორის“ საპილოტე პროგრამამ უკვე გამოიწვია დიდი დაინტერესება ქართველ ფერმერებში. 1 წლის განმავლობაში Facebook-ისა და Youtube-ის მეშვეობით ონლაინ-საგანამანათლებლო ვიდეოებს 100 000-ზე მეტმა ადამიანმა 600 000-ჯერ უყურა. ჩვენ მხოლოდ ადგილობრივი ბაზრით არ შემოვიფარგლებით. თუ „ტრაქტორი“ საქართველოში გაამართლებს, მის ექსპორტს სხვა ქვეყნებშიც განვახორციელებთ”, - აღნიშნავენ პროექტის ავტორები.