იტალიაში სწავლისთვის სტიპენდიები გამოცხადდა
იტალიის საელჩომ 2016-2017 აკადემიური წლისთვის უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისათვის სასწავლო სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.
დაფინანსებას იტალიის მთავრობა გამოყოფს და ის მოიცავს სწავლას ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში, დოქტურანტურასა და სპეციალიზებულ სკოლებში, ასევე უნივერისტეტის შემდგომი ფორმაციებს, სამეცნიერო-კვლევებს, ხელოვნებაში, მუსიკასა და ცეკვაში უმაღლესი განათლების მიღებასა და იტალური ენის მასწავლებლების დატრენინგებას.
„სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 820 ევროს, რაც საგრძნობლად მეტია 2015 წელს განსაზღვრულ სტიპენდიებთან შედარებით, რომელთა ოდენობა 620 ევროს შეადგენდა. საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 36 თვის რაოდენობის სტიპენდია“, - აღნიშნავენ იტალიის საელჩოში.
განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ონლაინ-რეჟიმში შევსებული ანკეტის "Borse on line" სახით, რომელიც ხელმისაწვდომია საელჩოს ვებგვერდზე.
ანკეტის გაგზავნის ბოლო ვადაა 16 აპრილის 02.00 საათი.
ბელა ნოზაძე