ევროპა საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარება
ევროკავშირისა და ევროსაჭოს ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ახალი პროექტი იწყება. Cybercrime EAP III-ის მიზანია კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების მიმართულებით კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.
პროექტის პრეზენტაცია, რომლის დასაფინანსებლად ევრიკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს, 6 აპრილს უკრაინაში, ქალაქ კიევში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მასპინძელი ქვეყნის გარდა, საქართველოს, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალოვანი სტრუქტურების, ტელეკომუნიკაციების რეგულატორებისა და ძირითადი სერვის-პროვაიდერების წარმომადგენლები მიიღებენ.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის მიზანს ზემოხსენებული ქვეყნები ინსტიტუტების გაძლიერებით, საკანონმდებლო ბაზის რეფორმირებით, ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით მიაღწევენ.
ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის დროს განხორციელებული კიბერთავდასხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა უსაფრთხოებაზე ეზრუნა, შესაბამისად, დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, ამ მიმართულებით დაწინაურებულია.
უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველომ უკვე შეიმუშავა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. დოკუმენტი ესტონურ მოდელს ემყარება. ევროპელი ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ პარტნიორ ქვეყნებს, საქართველოს სტრატეგია მაგალითად გამოიყენონ.
ბელა ნოზააძე