"შუხმან ვაინსი" ღვინის სპას ხსნის
"შუხმან ვაინსი" თავის შატოში საქართველოში უნიკალურ ღვინის სპას გახსნის, - ამის შესახებ eugeorgia-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, როლანდ ბურდილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა სპა-პროცედურა, რომელსაც მომხმარებელს 10 დღეში შესთავაზებენ, მასაჟი, საუნა, თუ აუზი ღვინის ბაზაზე გაკეთდება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა კომპანიას 100 ათასი დოლარი დაუჯდა.
„ფასი მომსახურების მიხედვით განსხვავებული იქნება, მინიმალური პაკეტის ღირებულება 100 ლარს გადააჭარბებს“, - აღნიშნა მეწარმემ.
„შუხმან ვაინსში“ წელს ტურისტების გააქტიურებას ვარაუდობენ. მათი განცხადებით, სეზონი მაისიდან იწყება, ჯავშნების რაოდენობა კი შარშანდელთან შედარებით, 10%-ით გაზრდილია.
„ჩვენი სტუმრების 60% უცხოელია, გეოფრაფიული არეალი საკმაოდ ფართოა, თუმცა, რაოდენობრივად მაინც ევროპელები ლიდერობენ“, - აღნიშნა როლანდ ბურდიაშვილმა.
„შუხმან ვაინსი“ კახეთში 2008 წელს გერმანიიდან შუხმანების ოჯახმა დააფუძნა. კომპანია ყვარლის მიკროზონებში ვენახებს ფლობს, ღვინოს აწარმოებს და ძირითადად, ევროპაში ყიდის. „შუხმანი“ ამავე დროს, ღვინის ტურიზმითაც არის დაკავებული - ფლობს საკუთარ შატოს. დაარსებიდან დღემდე კომპანიაში 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ბელა ნოზაძე