რუსეთის წილი გადმორიცხულ ფულში შემცირდა
პირველ კვარტალში ფულადი ტრანსფერები უცხოეთიდან შარშანდელთან შედარებით, 12,3 მილიონი დოლარით (5%-ით შემცირდა) და 237 მილიონი დოლარი შეადგინა.
რუსეთიდან, სადაც ქართული დიასპორა ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი, გადმორიცხვებმა 15%-ით მოიკლო და 75 მილიონი დოლარი შეადგინა, სამაგიეროდ, 11%-ით გაიზარდა ტრანსფერები საქართველოდან და 21 მილიონი დოლარით განისაზღვრა. რუსეთის წილმა გადმორიცხვებში 35%-დან 31%-მდე მოიკლო.
კრიზისის გამო იანვარ- მარტში 33%-ით შემცირდა ტრანსფერები საბერძნეთიდან (27 მილიონ დოლარამდე).
სამაგიეროდ, 16%-იანი მატება დაფიქსირდა აშშ-დან გადმორიცხვებში (26 მილიონი დოლარი), 6%-იანი - იტალიიდან (28 მილიონი დოლარი), 42%-იანი კი - ისრაელიდან (12 მილიონი დოლარი).15%-იანი - ესპანეთიდან (7 მილიონი დოლარი).
ტრანსფერები თურქეთიდან, თითქმის, უცვლელი (17 მილიონი დოლარი) დარჩა.
ბელა ნოზაძე