ევროკავშირი საქართველოში მდგრადი ენერგიის საინფორმაციო ცენტრს ხსნის
თვის ბოლოსთვის თბილისში მდგრადი ენერგიის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება, ღონისძიების ორგანიზატორი კი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული თანამშრომლობის პროგრამა INOGATE-ია.
ცენტრის შექმნის მიზანია, გასცეს ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე ინფორმაცია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე, სახელმწიფო სექტორის, მცირე და საშუალო საწარმოებისა და გადაწყვეტილების მიმღები რგოლის ჩათვლით.
მდგრადი ენერგიის ანალოგიური საინფორმაციო ცენტრი მოლდოვაშიც იხსნება. როგორც INOGATE -ში აცხადებენ, ამ ორი ქვეყნის გამოცდილება შემდგომში აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრ-სახელმწიფოებს (სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსსა და უკრაინას) დაეხმარებათ, საინფორმაციო ცენტრების და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე იზრუნონ.
INOGATE ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტექნიკური დახმარების პროგრამაა. ის აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყანასთან თანამშრომლობს; ეხმარება მათ, შეამცირონ საწვავის იმპორტზე დამოკიდებულება, იზრუნონ ენერგო მოწოდების უსაფრთხოებაზე და შეძლონ კლიმატური ცვლილებების შედეგების მინიმიზაცია. 2016 წელი აღნიშნული პროგრამის 20-წლიანი არსებობის ბოლო წელია.
ბელა ნოზაძე