ლარი ორ თვეში 10%-ით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 23 პუნქტით გამყარდა და 2,2317 ნიშნულზე შეჩერდა. ასეთი დაბალი კურსი გასული წლის 31 მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა ვალუტამ თავის პოზიციების გაუმჯობესება დოლართან მიმართებაში 25 თებერვლიდან დაიწყო, მას შემდეგ, დაახლოებით, 10%-ით გამყარდა
ლარის რეკორდული გაუფასურება კი 28 იანვარს დაფიქსირდა, როცა მისმა კურსმა დოლართან მიმართებაში 2,4985 ნიშნული შეადგინა.
ეროვნული ბანკი ბოლო ერთი თვეა, სავალუტო აუქციონებზე დოლარების შესყიდვას ახორციელებს, ამ გზით, საერთაშორისო რეზერვებში უკვე 55 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო.
გასულ წელს ლარის მხარდასაჭერად ქვეყნის მთავარმა ბანკმა 286 მილიონ 960 ათასი დოლარი დახარჯა.
ბელა ნოზაძე