DCFTA Facility-ის განსახორციელებლად საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ბანკებს 400 მილიონამდე ევრო გადაეცემათ
ევროკავშირისა და EBRD-ის ფინანსური დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ადგილობრივი ბანკები 400 მილიონამდე ევროს მიიღებენ. ევროკავშირის წილი აქედან 19 მილიონი ევროა, რომელიც ტექნიკურ დახმარებაზე, ინვესტირების სტიმულირებასა და რისკის გაზიარებაზე განაწილდება, EBRD კი-380 მილიონ ევროს სესხებისა და სავაჭრო გარანტიების სახით გადასცემს ადგილობრივ პარტნიორ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შემდეგში ამ თანახას მცირე და საშულო მეწარმეებზე გასცემენ.